„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№291
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.025.016090
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №2 91

2012 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ :

მუხლი 1. „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებით (სსმ 18.03.2011წ., ვებგვერდი 10318015) დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

1. ტყით მოსარგებლემ ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზურნველყოს:

ა) გამოყენებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის (დოკუმენტების) ჩაბარება სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოში;

ბ) გამოუყენებელი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და სპეციალური ფირნიშების ნომრების ნუსხის წარდგენა სსიპ –  ბუნებრივი რესურსების სააგენტოში.

 მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.

ვ . ბალავაძე

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი

    მუხლი 1. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოებია:

ა) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო (შემდგომში – ბუნებრივი რესურსების სააგენტო) ;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ს აჯარო ს ამართლის ი ურიდიული პ ირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდეგში – დაცული ტერიტორიების სააგენტო);

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო (შემდეგში – აჭარის სატყეო სააგენტო);

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო სამმართველო.

    მუხლი 2. სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა

1. სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყი ს ტრანსპორტირების ათვის სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სპეციალური ჭრების განხორციელებისას მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის სპეციალური ჭრების განმახორციელებელი პირი წერილობით (სადაც მითითებულ უნდა იქნეს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე მათი განთავსების ადგილი) მიმართავს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – აჭარის სატყეო სააგენტოს.

3 . მრგვალი ხე-ტყის (მორის) წვრილი ბოლოდან 44 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყ ე არ ექვემდებარება სპეციალური ფირნიშით მარკირებას და მასზე არ გაიცემა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი.

    მუხლი 3.საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული ხე-ტყის რეგულირება

1. ხე-ტყის იმპორტიორი ვალდებულია იმპორტირებული ხე-ტყის სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის აღებისათვის მიმართოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს.

2. ხე-ტყის იმპორტიორი ვალდებულია ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის წარუდგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განს ა ზღვრული შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი).

3. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემამდე ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები.

5 . მრგვალი ხე-ტყის (მორის) წვრილი ბოლოდან 44 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყ ე არ ექვემდებარება სპეციალური ფირნიშით მარკირებას და მასზე არ გაიცემა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი.

    მუხლი 4. ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, დადგენილ შემთხვევებში მათზე ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა

1. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების (გარდა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა.

2. იმ შემთხვევაში , თუ პირს სურს თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეებიდან, (გარდა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) მიღებული წვრილი ბოლოდან ერთ მეტრზე მეტი დიამეტრის მერქნული რესურსის პირველადი გადამუშავება მან უნდა მიმართოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია ადილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ადგილწარმოშობის ცნობა.

4 . ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება დაინტერსებული მხარის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილებით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისათვის განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) შესაბამისად.

5 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების რეგულირების მიზნით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით. ამ შემთხვევებში დაინტერესებული პირი მიმართავს აჭარის სატყეო სააგენტოს.

    მუხლი 5. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დამზადებული ხე-ტყის მოძრაობის წესები

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დამზადებული ხე-ტყის (გარდა ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოძრაობა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და სპეციალური ფირნიშით მარკირები გარეშე.

თავი II

ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი

    მუხლი 6. ზოგადი მოთხოვნები

1. აკრძალულია სახერხი დანადგარის განთავსება/მონტაჟი:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე;

ბ) დაცულ ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული დაცული ლანდშაფტის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და ბიოსფერული რეზერვატისა);

გ ) ტბებისა და წყალსაცავების წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში;

დ ) შავი ზღვის სანაპირო ზოლის ფარგლებში.

2 . აკრძალულია ხე-ტყის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში.

3 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ ”, „დ ” ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დადგენილი მანძილი იანგარიშება შესაბამისი ობიექტის უახლოესი წერტილიდან სახერხი საამქროს სახერხი დანადგარის და ნარჩენების განთავსების ადგილის უახლოეს წერტილამდე.

    მუხლი 7. სახერხ საამქროში დაბინძურების თავიდან აცილების მოთხოვნები

სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ქიმიური დამუშავების მიზნით, სახერხი საამქროების ტერიტორიაზე გამოყოფილი სპეციალური მოედნები, აგრეთვე ქიმიურ საშუალებათა შესანახი ადგილები აუცილებლად უნდა აღიჭურვოს მყარი მონოლითური (წყალგაუმტარი) დამცავი საფარით, ქიმიკატების ნიადაგსა და გრუნტის წყლებში გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, ასევე შესაბამისი წყალშემკრები სისტემით, ასევე, ქიმიურ საშუალებათა შესანახი ადგილები უნდა იყოს დაცული და მიუწვდომელი უცხო პირთათვის.

დანართი 1

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი

№ 0000000000

1. ხე-ტყით მოსარგებლე: ------------------------------------------------------------------

  იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება/ვინაობა, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი (არსებობის შემთხვევაში) / პირადი ნომერი

-----------------------------------------------------------------------------------------------------

2. დოკუმენტის გაცემის საფუძველი: -----------------------------------------------------

                                                                             სანებართვო დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი

3. მონაცემები (არამარკირებული) ხე-ტყის მოცულობისა და ჯიშის შესახებ:

 

1

ხე-ტყის ჯიში

 

 

 

 

2

ხე-ტყის მოცულობა

 

 

 

 

 

4. მონაცემები მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) შესახებ:

 

მორების რაოდენობა

1

2

3

4

5

6

7

8

1

ფირნიშის ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

2

ჯიში

 

 

 

 

 

 

 

 

3

მორების სიგრძე, დიამეტრი ბოლოების მიხედვით

სიგრძე (მ)

 

 

 

 

 

 

 

 

მსხვილი (სმ)

 

 

 

 

 

 

 

 

წვრილი (სმ)

 

 

 

 

 

 

 

 

 

მორის მოცულობა

 

 

 

 

 

 

 

 

მორების რაოდენობა

9

10

11

12

13

14

15

16

1

ფირნიშის ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

2

ჯიში

 

 

 

 

 

 

 

 

3

მორების სიგრძე, დიამეტრი ბოლოების მიხედვით

სიგრძე (მ)

 

 

 

 

 

 

 

 

მსხვილი (სმ)

 

 

 

 

 

 

 

 

წვრილი (სმ)

 

 

 

 

 

 

 

 

 

მორის მოცულობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

5. დამზადების ადგილი: ------------------------------------------------------------------

 მიეთითება სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი და ლიტერი, სხვა შემთხვევაში – განთავსების

------------------------------------------ ტყეკაფის № -------------------------------------

  ზუსტი მისამართი

6. სატრანსპორტო საშუალება: ----------------------------------------------------------

სახეობა, სახელმწიფო ნომერი

7. დანიშნულების ადგილი: ----------------------------------------------------------------

ზუსტი მისამართი

8. ხე-ტყის გადამზიდავი პირი: -------------------------------------------------------------

ხე-ტყის გადამზიდავი პირის სახელი და გვარი (გარკვევით), პირადი ნომერი

9. დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი: ------ სთ ------ წთ ”------- ” ”----------------------- ” 201 წ.

10. დოკუმენტის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი -------------- გვარი -------------

თანამდებობა ---------------------------------------------------------------------------------

ტყის ფონდის მართვის ორგანოს მიერ დოკუმენტის შევსების შემთხვევაში სავალდებულოა ამ გრაფის შევსება

 

 ხელმოწერა ------------------------------------

 

დამამზადებელი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

დამკვეთი: -------------------------------------------------------------------------

 

სფს-ს რეგისტრაციის № ––––––––––––––––––––––––––––––––––––