საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.08.2012
ძალის დაკარგვა 31.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №112
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016035
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.PlainTextChar { }
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
span.BalloonTextChar { }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
span.saxexmlChar { font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 45.0pt 42.55pt 49.65pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება №112
2012 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „რ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესი
თანდართული სახით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2008 წლის 1 ივლისის №78 ბრძანება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“
.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ. ხომერიკი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შინაგანაწესი შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად.
2. სამინისტროს შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეებზე.
3. შინაგანაწესის მიზნებია:
ა) სამინისტროსათვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების ხელშეწყობა;
გ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
დ) მოსამსახურეთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;
ე) მოსამსახურეთა პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის დონის გაზრდა;
ვ) სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;
ზ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ოპერატიულობის გაზრდა;
თ) ხელმძღვანელობასა და მოსამსახურეთა შორის სამსახურებრივი ურთიერთიერთობების მოწესრიგება;
ი) მოსამსახურეთა ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის ხელშეწყობა.
4. შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;
ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;
დ) ხელფასის გაცემის დრო და ადგილი;
ე) მოსამსახურის მიერ შვებულების გამოყენების პირობები და წესი;
ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ზ) სამსახურებრივ საკითხებზე მინისტრის ბრძანებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;
თ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი;
ი) მოსამსახურის მივლინების წესი და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი;
კ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი;
ლ) მოსამსახურის მოვალეობანი.
მუხლი 2🔗. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული. შესვენების დრო
1. სამინისტროში მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირით.
2. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე.
3. დღის განმავლობაში მოსამსახურისათვის განსაზღვრულია შესვენების დრო 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე.
4. მოსამსახურის სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით, პირადობის მოწმობის (ID ბარათი) გამოყენებით.
5. უქმე დღის წინა სამუშაო დღის ხანგრძლივობა მცირდება 1 საათით, საღამოს საათების ხარჯზე.
6. თუ უქმე დღეს წინ უსწრებს ყოველკვირეული დასვენების დღე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ მცირდება.
მუხლი 3🔗. დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი
1. მოსამსახურისათვის დაწესებულებაში ყოფნა დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ შესაძლებელია სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სტრუქტრურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით.
2. გადაწყვეტილებას მოსამსახურის დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მუშაობის ანაზღაურების თაობაზე, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იღებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
მუხლი 4🔗. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი
1. მოსამსახურეებზე ხელფასი გაიცემა ყოველი თვის ბოლოს, მოსამსახურეთა საბანკო ანგარიშზე დარიცხვით.
2. კანონმდებლობით დადაგენილი წესით, სამინისტროსათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში გამოყოფილი თანხის შესაბამისად, მინისტრი უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსამსახურეთა პრემიების შესახებ, მოსამსახურეთა ვინაობისა და პრემიების ოდენობის მითითებით.
მუხლი 5🔗. შვებულების გამოყენების წესი
1. მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით.
2. შვებულების მოთხოვნის შესახებ ელექტრონული ფორმით წარედგინება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსსა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე მაინც, გარდა შინაგანაწესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. სტუქტურული ქვედანაყოფის უფროსი უფლებამოსილია, უარი თქვას მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შვებულებით სარგებლობა მიზანშეწონილი არ არის და აღნიშნულის თაობაზე ელექტრონული ფორმით აცნობოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს.
4. მოსამსახურე უფლებამოსილია, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანხმობით, ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება.
5.
იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურე ვერ ისარგებლებს კუთვნილი შვებულებით, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულებიდან არა უმეტეს 15 კალენდარული დღის მომდევნო სამუშაო წელს გადატანა.
6. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახება მისივე თანხმობით, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 6🔗. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი
1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე ვალდებულია წინასწარ წარუდგინოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს, ხოლო სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ან მინისტრის მოადგილე – მინისტრს განცხადება ელექტრონული ფორმით
სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზის მითითებით. აღნიშნული დღეები ჩაითვლება შვებულების დღეებად. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურეს გამოყენებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულება, მას მიეცემა შვებულება ანაზღაურების გარეშე.
2. წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამსახურში დაგვიანების შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე ვალდებულია, შეძლებისდაგვარად, სამსახურში გამოცხადებამდე აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს, ხოლო სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ან მინისტრის მოადგილე – მინისტრს გამოუცხადებლობის მიზეზი და სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდი. სამსახურში გამოცხადების შემდეგ კი წარუდგინოს მინისტრს მოხსენებითი ბარათი ელექტრონული ფორმით
სამსახურში გამოუცხადებლობის ან დაგვიანების მიზეზების მითითებით. ამ შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს, შვებულების გარდა, წლის განმავლობაში გამოიყენოს დამატებით 5 კალენდარული დღე, მაგრამ არა უმეტეს თვეში 2 კალენდარული დღისა. აღნიშნულ პერიოდში სამსახურში გამოუცხადებლობა მოსამსახურეს ჩაეთვლება საპატიოდ.
5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა შესაძლებელია გახდეს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.
3. გადაწყვეტილებას სამსახურში გამოუცხადებლობის ან დაგვიანების საპატიოდ ჩათვლის შესახებ იღებს მინისტრი.
4. მოსამსახურის პასუხისმგებლობა სამსახურში გამოუცხადებლობის გამო განისაზღვრება კანონმდებლობით.
მუხლი 7🔗. სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი
1. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება შეიძლება იყოს ნორმატიული და ინდივიდუალური. სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანების გაცემის უფლება აქვს მინისტრს.
2. ნორმატიული ხასიათის ბრძანებას გამოსცემს მინისტრი. ბრძანება გამოიცემა წერილობითი ფორმით და ექვემდებარება სამინისტროში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრას.
3. ინდივიდუალურ ბრძანებას გამოსცემს მინისტრი. ინდივიდუალური ბრძანება გამოიცემა უშუალოდ ერთ მოსამსახურეზე ან მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფზე. ინდივიდუალური ბრძანება გამოიცემა წერილობითი ფორმით. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ბრძანება გაეგზავნება ან გადაეცემა მოსამსახურეს (მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფს).
4. ამ მუხლის შესაბამისად გამოცემული ბრძანებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოსამსახურისათვის.
მინისტრის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოსამსახურეებისათვის (მოსამსახურისთვის) გაცნობას უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. ამ მუხლის შესაბამისად გამოცემული ბრძანებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოსამსახურისათვის.
6. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული მინისტრის ბრძანება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. მოსამსახურის მივლინების წესი
1. მოსამსახურის მივლინება ფორმდება ბრძანებით, რომლის საფუძველია მოხსენებითი ბარათი.
2. მივლინების თაობაზე მოხსენებით ბარათში მითითებული უნდა იქნეს: ინფორმაცია მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების), მივლინების მიზნის, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღის, მივლინების ადგილის (ადგილების), მივლინებასთან დაკავშირებული ღონისძიებების და მათი ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო სახსრების შესახებ, აგრეთვე, მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების თაობაზე.
3. მოსამსახურის სამივლინებო თანხების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ შინაგანაწესით დადგენილი ნორმებით.
3. მოსამსახურის სამივლინებო თანხების ანაზღაურება ხორციელდება მივლინების თაობაზე გამოცემული ბრძანების შესაბამისად, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მივლინების დრო და ადგილი. ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას მივლინებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ, დანიშნულების მიხედვით.
4. მივლინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
5. მოსამსახურე ვალდებულია მივლინების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ 5 სამუშაო დღის ვადა ემთხვევა მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისს – არა უგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა, სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის კადრების სამმართველოს აცნობოს მივლინების ვადების ან სხვა გარემოების ცვლილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის კადრების სამმართველოს შეაქვს შესაბამისი ცვლილება მივლინების თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში.
მუხლი 9🔗. მოსამსახურის მოვალეობანი
1. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი;
ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;
გ) შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანება, განკარგულება და მითითება, რომლებიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;
დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამინისტროს მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს;
ე) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები;
ვ) დაიცვას საჯარო მოსამსახურეთა ქცევის წესები და სამინისტროს შინაგანაწესი;
ზ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე სამინისტროს შენობაში და მის ტერიტორიაზე.
თ) დაიცვას „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.
2. დაუშვებელია მოსამსახურის მიერ სამსახურში კომპიუტერული თამაშებით სარგებლობა და ინტერნეტის რესურსების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება.
მუხლი 10🔗. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქცია
1. სამინისტრო უზრუნველყოფს მოსამსახურის შრომითი საქმიანობისათვის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნას.
2. მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას სამინისტრო უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემის დანერგვით.
3. სამინისტრო უზრუნველყოფს მოსამსახურის შრომითი დაცვის პირობების შექმნას. მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას მინისტრის ბრძანებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები.
4. მოსამსახურე ვალდებულია განუხრელად დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები.
5. მოსამსახურე სამსახურში მიღებისთანავე ან გარკვეული სამუშაოს შესრულებისას ვალდებულია გაეცნოს შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნებს. მოსამსახურისთვის შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების პირობების გაცნობას უზრუნველყოფს მინისტრის ბრძანებით უფლებამოსილი პირი. მოსამსახურე პირადი ხელმოწერით ადასტურებს პირობებისა და მოთხოვნების გაცნობას. ხელწერილი თან ერთვის მოსამსახურის პირად საქმეს.
მუხლი 11🔗. მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა
1. სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტროს
საფინანსო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) განახორციელოს კონტროლი იმ ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე, რომელიც გადაცემული აქვს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო
ს უფროსს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის თაობაზე;
გ) ქონების დაზიანების შემთხვევაში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო
ს უფროსს წარუდგინოს ახსნა-განმარტებითი ბარათი.
3. მოსამსახურე პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე. იგი ვალდებულია:
ა) ქონება გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის;
ბ) ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის შესახებ აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს;
გ) არ გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა მოსამსახურეს, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო
სა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.
მუხლი 12🔗. გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი
მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დანართ №
1-ში მითითებულ სტრუქტურულ დანაყოფებში წარადგინოს დოკუმენტი – შემოვლის ფურცელი (დანართი №
1) სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების თაობაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ, მოსამსახურესთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება.
მუხლი 13🔗. წახალისებისა და პასუხიმგებლობის სახე და გამოყენების წესი
1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ფორმა.
2. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს ეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
3. შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის ერთი თვის განმავლობაში სამჯერ შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს დაეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წინათ გამოყენებულზე უფრო მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. აღნიშნულ პროცესზე კონტროლს ახორციელებს
შიდა აუდიტის დეპარტამენტი და
სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის კადრების სამმართველო.
მუხლი 14🔗. დასკვნითი დებულებანი
1. წინამდებარე შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად ყველა მოსამსახურისათვის.
2. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობით.
3.
სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის კადრების სამმართველო ვალდებულია გააცნოს მოსამსახურეს წინამდებარე შინაგანაწესი, რაც დასტურდება მოსამსახურის ხელმოწერით.
4. ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე ინახება მოსამსახურის პირად საქმეში.
5.
სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის კადრების სამმართველო ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერ დროს შინაგანაწესის გაცნობის შესაძლებლობა.
დანართი №
1
შემოვლის ფურცელი
—————————————————————————————————————
(მოსამსახურის გვარი, სახელი)
ადმინისტრაციული დეპარტამენტის კადრების სამმართველოს:
————————————————————————————————————
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)
საფინანსო დეპარტამენტი
ს:
ა) ————————————————————————————————
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)
ბ) ————————————————————————————————
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)
ადმინისტრაცი
ული დეპარტამენტის:
—————————————————————————————————
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
)
მოსამსახურის ხელმოწერა ————————————————
თარიღი —————————————————————————