2012–2013 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1 69/ნ
2012 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
2012–2013 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გ რანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -80 მუხლის მე -2 პუნქტის და„2012-2013 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №467 დადგენილების პირველი მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს „2012–2013 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა“ დანართის შესაბამისად .
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე
დანართი
2012–2013 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის დაფინანსება
1. 2012–2013 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის გამოიყო ფა სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობა 195 000 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
2. 2012–2013 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
მუხლი 2. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირი
1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებე ბში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2012–2013 სასწავლო წელს ჩარიცხულ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:
ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის 76 მოქალაქეს;
ბ)უცხო ქვეყნის 10 მოქალაქეს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, კერძოდ:
ბ.ა) იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთა წინაშე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით აღებული აქვს ვალდებულება შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით;
ბ.ბ) იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ შესაბამისი ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსებით მიიღონ უმაღლესი განათლება;
2. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირ მა ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე მ პროგრამის ფარგლებში შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება, თუ იგი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე და რეგისტრ ირდა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან 2012 წლის 20 ივნისამდე განაცხად ა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ცენტრში წარადგ ინა შესაბამის ი დამადასტურებელ ი დოკუმენტ ი.
მუხლი 3. დაფინანსების პრინციპი
1. პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გრანტს მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულები თ” გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და ერთ-ერთ ი არჩევით ი საგნის გამოცდების შედეგების მიხედვით.
2.იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა აღემატება ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ”ა”ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადგილების რაოდენობას, დაფინანსება გაიცემა აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.
3.თუ ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის„ა” ქვე პუნქტით გათვალისწინებულ მა სტუდენტებ მა თანაბარი აბსოლუტური ქულა მოიპოვეს და საკმარისი არ არის გამოყოფილი ადგილების რაოდენობა, დაფინანსებას არ მიიღებენ.
მუხლი 4. დარჩენილი თანხის გადანაწილება
1. თუ ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდება მე-2 მუხლით განსაზღვრულ იმ კატეგორიის სტუდენტებს, სადაც დაფინანსების მსურველთა რაოდენობა აღემატება დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობას.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალი ს წინებული გადანაწილების შემდეგ ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე გადაუნაწილდებათ იმ სტუდენტებს, რომლებ იც განეკუთვნებიან ”2012-2013 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ”საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის №300დადგენილები ს მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას და აღნიშნული დადგენილების ფარგლებში ვერ მოიპოვეს დაფინანსება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება გადანაწილდება ”2012-2013 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ”საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის №300 დადგენილები ს შესაბამისად.
მუხლი 5. განცხადების წარდგენა
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტი ქართულ ენაზე თარგმნილ და ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს განცხადებას თან ერთად წარადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2012 წლის8 ოქტომბრის ჩათვლით.
მუხლი 6. პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა
პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, სამინისტრო უზრუნველყოფს ამ ბრძანების მიწოდებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ასევე ინფორმაციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებას.