⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.08.2014)
გაუქმებულია:

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენისა და ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.08.2012
ძალის დაკარგვა 05.08.2014
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016140
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/09/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,067 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.08.2012 მიღება
05.08.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ უნგიაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენისა და ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №45 2012 წლის 31 აგვისტო დ. ჩოხატაური  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენისა და ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენისა და ცნობის გაცემის წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემიხეილ უნგიაძე                                                                                   დანართი ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენისა და ცნობის გაცემის წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო1. ეს წესი ადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რწმუნებულთა (შემდგომში – რწმუნებული) მიერ აქტის შედგენისა და ცნობის გაცემის სამართლებრივ ურთიერთობებს.2. რწმუნებულის ან მისი უფლებამოსილების შემსრულებელი პირის მიერ აქტის შედგენა და  ცნობის გაცემა სრულდება ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. რწმუნებულის ფუნქციები და ვალდებულებები1. რწმუნებულის ძირითადი ფუნქციები და ვალდებულებები განისაზღვრება ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 აპრილის №22 დადგენილების შესაბამისად.2. რწმუნებული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში უწევს მომსახურებას პირებს, რომლებიც მიმართავენ მას როგორც წერილობითი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში (ავადმყოფობის, ადგილზე არყოფნის შემთხვევაში), ასევე ზეპირი ფორმით.3. რწმუნებული წინამდებარე დადგენილი წესით ინახავს გაცემული დოკუმენტების პირებს და სხვა აქტებს.4. რწმუნებული უფლებამოსილებათა შესრულებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. მუხლი 3🔗. რწმუნებულის უფლებები რწმუნებულის უფლებებია.ა) გამოითხოვოს და მიიღოს უფლებამოსილების შესასრულებლად აუცილებელი ცნობები და დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;ბ) უფლებამოსილების შესრულების პროცესში შესაბამისი აქტის შედგენისას დაეყრდნოს მოწმეთა ჩვენებას;გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებით, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის. მუხლი 4🔗. უარი რწმუნებულისთვის უფლებამოსილებით მინიჭებული მოქმედების შესრულებაზე1. რწმუნებულს ეკრძალება უსაფუძვლო უარის თქმა უფლებამოსილებით მინიჭებული მოქმედების შესრულებაზე და/ან სხვა კანონით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე.2. უფლებამოსილებით მინიჭებული მოქმედების შესრულებაზე და/ან სხვა კანონით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე უარის გაცხადებისას, რწმუნებული ვალდებულია გამოსცეს წერილობით განმარტება, რომელშიც მიეთითება  საქმის გარემოებები და უარის თქმის საფუძვლები. თავი II უფლებამოსილებათა შესრულების ზოგადი დებულებები მუხლი 5🔗. ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტები1. რწმუნებული  ადასტურებს ფაქტობრივ მდგომარეობას, თუ იგი უშუალოდ ესწრებოდა ამ ფაქტის დადგომას, ან უშუალოდ აღიქვამს უკვე დამდგარ ფაქტს. რწმუნებული ვალდებულია ზუსტად აღწეროს ის ფაქტი, რომლის დადგომის ან არსებობის ნამდვილობასაც ამოწმებს.2. ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით, რწმუნებული უფლებამოსილია შეადგინოს შესაბამისი აქტი, რომელიც შედგენილი უნდა იქნეს მოწმეთა თანდასწრებით (არანაკლებ ორი მოწმისა). რწმუნებული ამოწმებს მომთხოვნი პირისა და მოწმეთა ვინაობას,  ფაქტობრივი მდგომარეობის ნამდვილობას შესაძლებლობის ფარგლებში.3. რწმუნებული ადგენს აქტის შედგენის მონაწილე (განმცხადებელი პირი, მოწმეები) ფიზიკური პირების პირადობას მათ მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით.4. თუ რწმუნებულს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, რწმუნებული ვალდებულია უარი თქვას აქტის შედგენაზე.5. რწმუნებული ვალდებულია აქტის შედგენისას მონაწილეებს განუმარტოს აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.6. აქტში ასახული უნდა იყოს როგორც მომთხოვნი პირის, ისე მოწმეთა პირადობის მოწმობის მონაცემები (პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი).7. რწმუნებულს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მოწმეთა მიერ ცრუ დამოწმების ფაქტის დადგენის შემთხვევაში. მუხლი 6🔗. საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემა1. საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში რწმუნებული გასცემს ცნობებს ნოტარიუსის ან ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების ან რწმუნებულის მიერ შედგენილი ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტის საფუძველზე.2. ცნობაში მითითებული უნდა იყოს მისი გაცემის საფუძველი – შესაბამისი დოკუმენტის ან აქტის ნომერი, გამოცემის თარიღისა და გამომცემი ორგანოს მითითებით.3. ცნობაში მითითებული უნდა იქნეს მისი მოქმედების ვადა.4. ცნობა გაიცემა შესაბამის ტიტულიან ბლანკზე და იგი მოწმდება რწმუნებულის ხელმოწერითა და ბეჭდით ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორანოების ბეჭდის ნიმუშისა და რწმუნებულთა მიერ მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აგვისტოს N52 დადგენილების შესაბამისად.5. სანოტარო მოქმედება არ სრულდება იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც არის ამოშლილი, ამოფხეკილი, და/ან გადახაზული (გადაშლილი) სიტყვები, წინადადებები და მსგავსი გადასწორებანი და აღნიშნული შესწორებანი არ არის დათქმული. არ მიიღება, აგრეთვე, ფანქრით შედგენილი დოკუმენტები. მუხლი 7🔗. დოკუმენტების (აქტი, ცნობა) შედგენის ტექნიკური წესები1. დოკუმენტები უნდა შედგეს მკაფიო და ნათელი ენით ისე, რომ გამოირიცხოს მისი არაერთგვაროვანი განმარტება.2. დოკუმენტები უნდა დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან უნდა დაიწეროს ხელით (ხელნაწერი დოკუმენტი). ხელით დაწერისას ან ხელმოწერების შესრულებისას გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ბურთულიანი, სინათლემედეგი და წყალმედეგი მელნის ავტოკალამი.3. დასაშვებია დამადასტურებელი წარწერის კომბინირებული საშუალებით (ტექნიკური საშუალების და ხელნაწერის ერთდროული გამოყენებით) შედგენა.4. საბუთები, რომელთა საფუძველზე შედგა აქტი და რომლებიც უნდა დარჩეს რწმუნებულთან, დაერთვის აქტის იმ ეგზემპლარს, რომელიც ინახება რწმუნებულთან რეესტრში. მუხლი 8🔗. ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტებისა და ცნობების ენა1. აქტი და ცნობა უნდა შედგეს სახელმწიფო ენაზე. ამასთანავე, აქტის მონაწილის (მონაწილეების) მიერ სახელმწიფო ენის ან მისი დამწერლობის არცოდნისას, რწმუნებული ოქმის შედგენას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით.2. თარჯიმანი უნდა აირჩიოს აქტის მონაწილემ. მუხლი 9🔗. ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველ აქტზე ხელმოწერის წესი აქტს ტექსტის ბოლოს ხელი უნდა მოაწეროს აქტის ყველა მონაწილემ (მხარე, მოწმე, თარჯიმანი) რწმუნებულის თანდასწრებით. ხელმოწერა უნდა შეიცავდეს ხელმომწერის სახელსა და გვარს. სახელი და გვარი უნდა დაიწეროს სრულად და გარკვევით. აქტის ყველა მონაწილის მიერ ხელმოწერის შემდეგ აქტს ხელს აწერს და შესაბამისი ბეჭდით ამოწმებს რწმუნებული. თავი III რწმუნებულის მიერ გაცემულ დოკუმენტაციათა რეესტრი მუხლი 10🔗. დოკუმენტაციათა რეესტრი1. რწმუნებული ვალდებულია აწარმოოს რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება შემოსული განცხადებები და მის მიერ შედგენილი ყველა დოკუმენტი.2. რეესტრში სავალდებულო წესით მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:ა) შემოსული განცხადებების თარიღი (რიცხვი, თვე და წელი);ბ) დოკუმენტის რეგისტრაციის თარიღი და დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი;გ) ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტის მომთხოვნის და/ან პირის, რომელზეც გაცემულია ცნობა: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული ან გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი. თავი IV ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობები მუხლი 11🔗. ცნობა საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ1. საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ ცნობა შესაძლებელია იყოს როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესახებ, ასევე ნებისმიერი მოძრავი ქონების (მაგ. შინაური ცხოველები და ფრინველები, ნივთები, გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა) შესახებ. ცნობა გაიცემა ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტის საფუძველზე. ცნობაში მიეთითება სასოფლო-სამურნეო პროდუქციის სავარაუდო მაქსიმალური ოდენობა. მოქმედების ვადა განისაზღვრება 3 დღით.2. ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა გაიცემა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ №96 ბრძანების შესაბამისად. მუხლი 12🔗. ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ1. ოჯახის წევრად ითვლება: მშობელი, მეუღლე, შვილი ან გერი და მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.2. ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტი ოჯახის შემადგენლობის შესახებ შედგება ამ წესის II თავის შესაბამისად. ოჯახის წევრების ნათესაური კავშირი აქტში ჩაიწერება განმცხადებელთან მიმართებით.3. ცნობის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით. მუხლი 13🔗. ცნობა  ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე1. ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პირი ცხოვრობს ტერიტორიული ორგანოს ტერიტორიაზე ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.2. ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ შედგება ამ წესის II  თვის შესაბამისად. აქტში მითითებული უნდა იყოს კონკრეტული თარიღი, რომელი წლიდანაც ცხოვრობს განმცხადებელი აღნიშნულ მისამართზე. სასურველია, თუ დადგინდება თვე და რიცხვიც.3. ცნობის მოქმედების ვადა განისაზღვრება 10 დღით.   მუხლი 14🔗. აქტი ქონების  მოვლა/პატრონობის შესახებ1. აქტი ქონების (უძრავი ქონება, გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა) მოვლა/პატრონობის თაობაზე შედგება ამ წესის II თავის შესაბამისად.2. ცნობის მოქმედების ვადა განისაზღვრება 10 დღით.