„ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 12 აპრილი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
ა) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. კურორტზე არსებული სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ობიექტი – ობიექტი, სადაც დამსვენებელთა სამედიცინო მომსახურება, მკურნალობა და რეაბილიტაცია ხორციელდება უპირატესად ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების (კლიმატი, მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახი და სხვა) საშუალებით.“;
ბ) მე-8–16 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-9–17 პუნქტებად;
გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ტურისტული პროდუქტი, ტურისტული მომსახურების პაკეტი (შემდგომში – პაკეტი) – ტურისტული მომსახურების ძირითად ფორმათა (კვება, ღამის თევა განთავსების სხვადასხვა საშუალებებში, სატრანსპორტო მომსახურება, ექსკურსიები, ტურისტული ლაშქრობები და ა.შ.) არანაკლებ ორი კომპონენტისაგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც აუცილებელია ტურისტის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და რომლის ღირებულება შედის ტურისტული საგზურის ფასში.“;
დ) 21-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22–26-ე პუნქტები:
„22. ექსკურსია – ღირსშესანიშნავი ადგილის დათვალიერება, გასეირნება ან გამგზავრება შემეცნებითი, სპორტული ან დასვენების მიზნით.
23. ექსკურსანტი – ექსკურსიაში მონაწილე ფიზიკური პირი.
24. ექსკურსიამძღოლი – ექსკურსიის ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს ექსკურსანტებისათვის განსაზღვრულ მარშრუტზე არსებული ღირსშესანიშნავი ობიექტების ჩვენებას და მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი ტურისტული სუბიექტის მიერ დამტკიცებული მეთოდური დოკუმენტაციის მიხედვით.
25. ტურისტული ლაშქრობა – დასვენების, მოგზაურობისა და გაჯანსაღების პროცესი, რომლის აუცილებელი კომპონენტებია კვება, ღამის თევა, ექსკურსია და აქტიური საშუალებებით (ფეხით, ცხენით, ველოსიპედით, თხილამურებით და ა.შ.) გადაადგილება.
26. ტურისტული მოგზაურობა – ტურიზმის ფორმა, რომლის აუცილებელი კომპონენტებია კვება, ღამის თევა და ექსკურსია.“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 8 ნოემბერი.
№583–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.08.2000.
- როდის იქნა მიღებული „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.08.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №583. სარეგისტრაციო კოდი — 460.070.000.05.001.000.834.
- სად არის „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.08.2000 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე, №583, 11.08.2000, სარეგისტრაციო კოდი 460.070.000.05.001.000.834 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.08.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/17356/