სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1204/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1204/ო

2012 წლის 1 აგვისტო

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი ა) შესაბამისად , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ,,აჭარის სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგურის ” (მის .: ქ.ბათუმი, პუშკინის ქ.162) ,,საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა №003188, ბრძანება №357/ნ, 24.12.2004წ.) .

2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.

3.ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს ,,აჭარის სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგურის ” მთავარი ექიმის განცხადება: №60336, 01.08.2012წ.

სააგენტოს უფროსი                                                         გ. თვალავაძე