„მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №43
2012 წლის 3 სექტემბერი
ქ. მცხეთა
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის № 4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 03.09. №5426 მომართვის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. „მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის № 4 დადგენილებით (სსმ, 010260020.35.153.016032, 01/02/2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.1. დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება უზრუნველყოფს:
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებასა და დასუფთავება-გატანაზე ზედამხედველობას, ორგანიზაციებთან და ცალკეულ იურიდიულ პირებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას. ახორციელებს კონტროლს შესაბამისი თანხების ამოღებაზე. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 1461 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას, აღრიცხვის ჟურნალის წარმოებასა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი გ . ატაშვილი