შპს „საზღვაო ტექსერვისის“ სახსრებით სხვადასხვა საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ ნაწილების, ტექნიკა დანადგარებისა და სპეციფიკური მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.09.2012
ძალის დაკარგვა 06.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №358
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.017031
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „საზღვაო ტექსერვისის“ სახსრებით სხვადასხვა საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ ნაწილების, ტექნიკა დანადგარებისა და სპეციფიკური მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.Default, li.Default, div.Default {mso-style-name:Default; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; color:black;}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:21.3pt 37.9pt 56.7pt 63.8pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №358
2012 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „საზღვაო ტექსერვისის“ სახსრებით სხვადასხვა საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ‑ნაწილების, ტექნიკა‑დანადგარებისა და სპეციფიკური მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „საზღვაო ტექსერვისის“ სახსრებით სხვადასხვა საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ‑ნაწილების, ტექნიკა‑დანადგარებისა და სპეციფიკური მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
მუხლი 2🔗. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 6 თვის განმავლობაში.
მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი
. მერაბიშვილი
შპს „
საზღვაო ტექსერვისის“ სახსრებით სხვადასხვა საზღვაო ტრანსპორტის
მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების, ტექნიკა‑დანადგარებისადა
სპეციფიკური მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. შპს „საზღვაო ტექსერვისის
“ სახსრებით სხვადასხვა საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების, ტექნიკა‑დანადგარებისა და სპეციფიკური მომსახუ
რების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „
ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „საზღვაო ტექსერვისის
“ სახსრებით სხვადასხვა საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების, ტექნიკა‑დანადგარებისა და სპეციფიკური მომსახურების შესყიდვები
ს სპეციალურ წესს. ამ წესის მიზანია სხვადასხვა საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების, ტექნიკა–დანადგარებისა და სპეციფიკური მომსახურების შესყიდვები
ს პროცედურების გამარტივება, კომპანიის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.
2. შპს „საზღვაო ტექსერვისის
“ მიერ განსახორციელებელ სხვა დანარჩენ შესყიდვაზე ვრცელდება საქართველოს კანონი „
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
3. შესყიდვის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე არის
რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტი. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტები არ არიან შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა სუბიექტების შესყიდვის პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
4. სხვადასხვა საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების, ტექნიკა‑დანადგარებისა და სპეციფიკური მომსახურების შესყიდვები
ს შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესყიდვა – შპს „საზღვაო ტექსერვისის
“ მიერ სხვადასხვა საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების, ტექნიკა‑დანადგარებისა და სპეციფიკური მომსახუ
რებისშესყიდვა;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „საზღვაო ტექსერვისი
“;
გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი სხვადასხვა საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილები, ტექნიკა‑დანადგარები და სპეციფიკური მომსახუ
რება;
დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლებ
ის) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები.
შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „
შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით
;
ე) საქონელი – სხვადასხვა საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილები
როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;
ვ) სპეციფიკური
მომსახურება – სხვადასხვა საზღვაო ტრანსპორტის მომსახუ
რება
;
ზ
) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შპს „საზღვაო ტექსერვისთან
“ დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ.
მუხლი 3🔗. შპს „საზღვაო ტექსერვისის“ უფლება-მოვალეობები
1. შპს „საზღვაო ტექსერვისი
“უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;
ბ
) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ აღნიშნული შესყიდვა შპს „საზღვაო ტექსერვისისათვის
“ წამგებიანი აღმოჩნდება;
გ
) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
დ
) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.
2. შპს „საზღვაო ტექსერვისი
“ვალდებულია:
ა) რაციონალურად, შემსყიდველი ორგანიზაციისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს შესყიდვის პროცედურები მის მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;
ბ) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლისა და მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები
1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში,
შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (შპს „საზღვაო ტექსერვისის
“ თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდებულია წერილობითი უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ.
2. დაუშვებელია, რომ შპს „საზღვაო ტექსერვისის
“ მიერ
შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დაე
კისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მიწვეულ იქნეს
პირი, თუ იგი:
ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის, თანამშრომლის ან უშუალო მონაწილის ახლო ნათესავი;
ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან;
გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან.
3. დაუშვებელია, შესყიდვაში მონაწილეობა მიიღონ იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ შესყიდვის მოსამზადებელ სამუშაოებში.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე:
ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირების მიმართ;
ბ) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით
შესყიდვის განხორციელების შესახებ მოლაპარაკების მონაწილე პირების მიმართ.
მუხლი 5🔗. შესყიდვების დაგეგმვა
1.
შპს „საზღვაო ტექსერვისი
“ შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული
წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს შპს „საზღვაო ტექსერვისის
“ დირექტორი.
2.
შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებული
უნდა იქნეს:
ა) შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა;
ბ) შესყიდვის ობიექტთა ერთგვაროვნება;
გ) მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება;
დ) შესყიდვის ობიექტის განსაზღვრა (საქონელი, მომსახურება), მათი ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები, როგორიცაა ხარისხი, ფუნქციონირება, უსაფრთხოება, ზომები, შეფუთვა, ნიშანდება და მარკირება, წარმოების მეთოდები და პროცესები, სიმბოლოები, ტერმინოლოგია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნები და ა.შ., ასევე მიწოდების ვადები და ადგილი;
ე) პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის შედეგები;
ვ) შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები;
ზ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა ან გასაწევი მომსახურების მოცულობა,
არსებული მარაგების გათვალისწინებით;
თ) შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულება;
ი) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები;
კ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისათვის;
ლ) დასადები ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები;
მ) შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.
3
. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესას
ყიდი სხვადასხვა საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების, ტექნიკა‑დანადგარებისა და სპეციფიკური მომსახუ
რების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც
ეტაპობრივად, ისე ერთჯერადად
.
მუხლი 6🔗. შესყიდვის საშუალებები
1. სხვადასხვა საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების, ტექნიკა‑დანადგარებისა და სპეციფიკური მომსახუ
რების შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის
საშუალებით.
2
. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სხვადასხვა საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების, ტექნიკა‑დანადგარებისა და სპეციფიკური მომსახუ
რების შესყიდვა ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, „
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 7🔗
. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი
1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-5
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილი
უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი პირობები:
ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;
ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულისა
და მთლიანი ღირებულება;
გ) ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);
დ
) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადები და ადგილი;
ე
) საქონლის, მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი;
ვ
) ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი და ადგილი;
ზ
) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
თ
) დავების გადაწყვეტის წესი;
ი
) ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების პირობები.
3.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის
გადაწყვეტილებით,
შეიძლება დადგინდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის ვალდებულება, რომელიც, გამოყენების შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს ხელშეკრულების დადებამდე და/ან ხელშეკრულების ამოქმედებამდე.
4
. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის
გადაწყვეტილებით,
შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობებისაგან
განსხვავებული აუცილებელი პირობები.
5
. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო
ინტერნეტით გამოწერის გზით, გამარტივებული შესყიდვის
საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას.
მუხლი 8🔗. ანგარიშის წარდგენა
შპს„საზღვაო ტექსერვისი
“ სხვადასხვა საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების, ტექნიკა‑დანადგარებისა და სპეციფიკური მომსახუ
რების შესყიდვის მიზნით დადებული ხელშეკრულების ასლებსა და წლიურ
ანგარიშს წარუდგენს სსიპ – კონკურენციისა და
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სისტემის გამოყენების გარეშე
.
მუხლი 9🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.