საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.09.2012
ძალის დაკარგვა 13.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №738
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016152
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/09/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.11.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:Verdana; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; mso-style-link:"khelmocera_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-33.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.khelmoceraxmlChar {mso-style-name:"khelmocera_xml Char"; mso-style-link:khelmocera_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text";}
span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-weight:bold;}
p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 {mso-style-name:abzacixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in 1.0in .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №7
38
2012 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”
საქართველოს კანონის მე-18
მუხლის მე-2
პუნქტის,
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტის 2004
წლის 5
აპრილის №119
ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3
მუხლის მე-3
პუნქტის „პ”
ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-
ე მუხლის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანება.
მუხლი 3🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შიდა უწყებრივი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სამინისტროს გენერალური ინსპექციის (შემდგომ – გენერალური ინსპექციის) ფუნქციებსა და ამოცანებს, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების უფლებებსა და მოვალეობებს, კანონმდებლობის შესაბამისად.
2. გენერალური ინსპექცია არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც სამინისტროს სისტემაში ახორციელებს შიდა უწყებრივ კონტროლს.
3. გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, ამ დებულებით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. გენერალური ინსპექცია უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. დაუშვებელია მის საქმიანობაში სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა.
5. გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და საჯაროობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, პატივისა და ღირსების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.
6. გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს მინისტრის ან გენერალური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, დავალებები ან მითითებები, გენერალური ინსპექციის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, ცნობები სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი კანონდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები, მასმედიისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოქვეყნებული მასალები, ცხელი ხაზითა და ელექტრონული ფოსტით მიღებული ინფორმაციები, ცალკეულ პირთა განცხადებები.
7. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შესახებ ინფორმაცია აისახება გენერალური ინსპექციის სპეციალურ რეესტრში.
8. გენერალურ ინსპექციას აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდებითა და საქართველოს გერბის გამოსახულებით, გააჩნია აგრეთვე ემბლემა, შესაბამისი შტამპი და ბლანკი.
მუხლი 2🔗. გენერალური ინსპექციის ფუნქციები და ამოცანები
1. გენერალური ინსპექციის ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომ – სამინისტროს სისტემა) ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება (გარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა და მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული დანაყოფების/ქვედანაყოფების,
მათ შორის, სახმელეთო ჯარებისა)
, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა სუბიექტების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კონტროლი კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთა/თანამშრომელთა (შემდგომ – მოსამსახურე) მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ ჩადენილი კანონდარღვევების სამსახურებრივი შემოწმება და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა სუბიექტების
საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კანონიერების დაცვის სამსახურებრივი შემოწმება და ანალიზი;
დ) სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების (მათ შორის, გრანტების) მოთხოვნის, დაგეგმვის, განაწილებისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის ინსპექტირება კომპლექსური და თემატური შემოწმების მეშვეობით;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. გენერალური ინსპექციის ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მხრიდან კანონიერების დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და ინფორმაციებზე რეაგირება;
ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ კანონიერების დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების გატარება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
დ) სამინისტროს „ცხელი ხაზით“ მომსახურება;
ე) მინისტრისა და გენერალური ინსპექციის უფროსის სპეციალურ დავალებათა შესრულება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და
სხვა ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗. გენერალური ინსპექციის უფლება-მოვალეობები
1. გენერალურ ინსპექციას უფლება აქვს:
ა) სამინისტროს სისტემიდან გამოითხოვოს (წერილობით ან სიტყვიერად) და დაუბრკოლებლად მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, დადგენილი ვადებისა და ფორმის დაცვით;
ბ) საკითხის სრულყოფილად შესწავლის უზრუნველსაყოფად, მოიწვიოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი მოსამსახურე, მიიღოს მისგან წერილობითი ან სიტყვიერი განმარტება და მათ კომპეტენციას განკუთვნებულ სპეციფიკურ საკითხებზე შესაბამისი წერილობითი დასკვნა. ამასთან, სამინისტროს სისტემის მოსამსახურე ვალდებულია გენერალური ინსპექციის თანამშრომელს აღმოუჩინოს დახმარება და უზრუნველყოს ფუნქციონალური მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულება;
გ) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების წარმოებისას, განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების შემუშავების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, მოიწვიოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურე ან/და სხვა სპეციალისტი, აგრეთვე ითანამშრომლოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
დ) მინისტრთან შეთანხმებით ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს და განიხილოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ფოსტით შემოსული ინფორმაციები;
ვ) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მოპოვებული მასალების ანალიზის საფუძველზე, მინისტრს წარუდგინოს ინფორმაცია გამოვლენილ კანონდარღვევებსა და სამსახურებრივ გადაცდომებზე, აგრეთვე წინადადებები მათი აღმოფხვრის თაობაზე. ასევე, ცალკეულ დანაყოფთა მეთაურებს გადაუგზავნოს მასალები დარღვევათა აღმოფხვრის მიზნით;
ზ) ჩატარებული ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგების მიხედვით, მინისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის წინაშე დააყენოს კანონდამრღვევი და სამსახურებრივი გადაცდომის ჩამდენი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;
თ) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია ან თავად მიიღოს გადაწყვეტილება მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნის შესახებ;
ი) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. გენერალური ინსპექცია ვალდებულია:
ა) აწარმოოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის შემთხვევების სტატისტიკა, რეგულარულად მოახდინოს მისი კომპლექსური და თემატური ანალიზი, მოამზადოს სათანადო რეკომენდაციები მინისტრისათვის, აგრეთვე პროფილაქტიკური ხასიათის მითითებები სამინისტროს სისტემისა და მის მოსამსახურეთა მიმართ;
ბ) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმებები კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;
გ) სხვა ორგანოებთან, არა სამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა სამინისტროს სისტემაში კანონიერების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი ქმედებების აღმოფხვრისაკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებაში;
დ) წელიწადში ერთხელ (არაუგვიანეს 31 დეკემბრისა), წარუდგინოს მინისტრს განზოგადებული ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ;
ე) უზრუნველყოს სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლი;
ვ) შეასრულოს ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
3. დაკისრებულ ფუნქციებს გენერალური ინსპექცია ახორციელებს ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების მეშვეობით.
4. სამსახურებრივი შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს. გამონაკლის შემთხვევებში, გენერალური ინსპექციის უფროსთან შეთანხმებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ოთხ თვემდე.
5. სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირი ვალდებულია მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს გენერალურ ინსპექციას.
6. პირის მიერ გენერალური ინსპექციისათვის ამ დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობა, თუ ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის გარემოებებიდან, ასეთი ინფორმაციის ხასიათისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, იწვევს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
7. გენერალური ინსპექცია ინფორმაციას გასცემს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. გენერალური ინსპექციის სტრუქტურა
1. გენერალურ ინსპექციაში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) ინსპექტირების სამმართველო;
ბ) ფინანსური კონტროლის სამმართველო.
2. ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემაში გამოვლენილ კანონდარღვევებზე და სამსახურებრივ გადაცდომებზე რეაგირება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
ბ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
გ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შეიარაღებული ძალების განთავსების ადგილებში საყაზარმო და საცხოვრებელი ფონდის, ყველა სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობების, სამხედრო ქალაქების მდგომარეობისა და მათი კომუნალური მომსახურების მდგომარეობის კონტროლი;
ზ) ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის დაქვემდებარებული სამსახურების მიერ გაწეული მუშაობის მდგომარეობის კონტროლი;
თ) სამინისტროს სისტემაში საშემსრულებლო დისციპლინის მდგომარეობის კონტროლი;
ი) ცალკეულ შემთხვევებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საქმიანობის შესწავლა, მათი დაკავებულ თანამდებობაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით;
კ) სხვადასხვა სახის დარღვევებზე, იურიდიულ და ფიზიკურ პირთა წერილებსა და განცხადებებზე, აგრეთვე ცხელი ხაზით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული, შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე სამინისტროს სისტემის შესაბამისი დანაყოფების მხრიდან განხორციელებული რეაგირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
მ) სამართლებრივი შეფასების მიზნით, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით წარმოდგენილ მასალებზე სათანადო დასკვნების შემუშავება;
3. ფინანსური კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) მინისტრისა და გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებების საფუძველზე, სამინისტროს სისტემაში საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში კანონიერების დაცვის სამსახურებრივი შემოწმება და ანალიზი, სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების (მათ შორის, გრანტების) მოთხოვნის, დაგეგმვის, განაწილებისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის ინსპექტირება კომპლექსური და თემატური შემოწმების მეშვეობით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმებისა და ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევა/ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების გაანალიზება და რეაგირების მიზნით, შესაბამისი მოხსენებითი ბარათის წარდგენა გენერალური ინსპექციის უფროსისათვის, აგრეთვე სათანადო რეკომენდაციების შემუშავება მინისტრისათვის;
გ) მინისტრის ცალკეული დავალებების საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 5🔗. გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის უფროსი (შემდგომ – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. უფროსი:
ა) მოქმედებს მინისტრის სახელით და წარმოადგენს გენერალურ ინსპექციას ადმინისტრაციულ ორგანოებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) წარმართავს და ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის მუშაობას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს გენერალური ინსპექციის ქვედანაყოფებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ხელს აწერს გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს წლის განმავლობაში გეგმურ შემოწმებათა გრაფიკს;
ვ) იღებს გადაწყვეტილებებს არაგეგმური, თემატური ან/და მიზნობრივი შემოწმების ჩატარების შესახებ, განსაზღვრავს მათ ვადებს;
ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს გენერალური ინსპექციის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის შესახებ. აგრეთვე, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
თ) შუამდგომლობს მინისტრთან იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა გენერალური ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად;
ი) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
კ) გენერალური ინსპექციის მიერ მომზადებულ დასკვნას დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან რეკომენდაცია სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს სისტემის ნებისმიერი ქვედანაყოფის (ერთეულის) ხელმძღვანელისთვის.
4. უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე და ერთი თანაშემწე, რომლებსაც უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს უფროსს ინსპექციის ფუნქციონალური ამოცანების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) ასრულებს უფროსის დავალებებს, ახდენს ჩატარებული შემოწმების შედეგების წინასწარ განხილვასა და ვიზირებას უკეთებს შედგენილ დასკვნას;
გ) უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის უფლებამოსილებას.
6. გენერალური ინსპექციის ქვედანაყოფის უფროსი:
ა) გეგმავს, ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობას უწევს ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) იხილავს ქვედანაყოფში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;
გ) ამზადებს და უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით უფროსს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს ჩასატარებელი შემოწმების შესახებ;
დ) ანაწილებს დავალებებს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და განკარგულებებს;
ე) ახორციელებს კონტროლს ინსპექციის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
ვ) ეცნობა ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ წარმოდგენილ დასკვნას ან მოხსენებით ბარათს, აკეთებს ვიზირებას და უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს უფროსს;
ზ) ვიზირებას უკეთებს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) აკონტროლებს შემოწმების მიმდინარეობის მდგომარეობას და ამის თაობაზე მოახსენებს უფროსს;
ი) უფროსთან შუამდგომლობს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
კ) ქვედანაყოფის უფროსის სხვა დამატებით უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს უფროსი.
7. შემოწმების პერიოდში გენერალური ინსპექციის ქვედანაყოფის უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან რეკომენდაცია სავალდებულოა შესასრულებლად შესამოწმებელი ქვედანაყოფის (ერთეულის) ხელმძღვანელისათვის და მისი გასაჩივრება შეიძლება უფროსთან.
8. გენერალური ინსპექციის ქვედანაყოფის უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი უფროსის წარდგინებით.
9. გენერალური ინსპექციის თანამშრომლები სარგებლობენ სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, სადაც მითითებულია პირის მიერ დაკავებული თანამდებობის სრული სახელწოდება. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების მიზნით, ინსპექციის თანამშრომლებს შესამოწმებელ ობიექტებზე აქვთ დაუბრკოლებლად შესვლის უფლება.
10. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე:
ა) ატარებს სამინისტროს სისტემის ინსპექტირებასა და სამსახურებრივ შემოწმებას, შეისწავლის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საქმიანობასა და მათი მხრიდან ჩადენილი დარღვევების გამომწვევ მიზეზებს;
ბ) შემოწმების დაწყების მომენტში შესამოწმებელი ობიექტისაგან მოითხოვს საჭირო დოკუმენტურ მასალასა და ინფორმაციას;
დ) შემოწმების დასრულების შემდეგ, უფროსთან ერთად, განსახილველად შეიმუშავებს წინადადებებს დამრღვევ პირთა მიმართ შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ. აფორმებს დასკვნას ან მოხსენებით ბარათს და ხელმოწერის შემდეგ წარუდგენს უფროსს, ქვედანაყოფის უფროსის მეშვეობით;
ე) ჩატარებული შემოწმების შედეგების გაანალიზების გზით, შეიმუშავებს და უფროსს, ქვედანაყოფის უფროსის მეშვეობით, წარუდგენს სარეკომენდაციო წინადადებებს შემოწმებული ობიექტისა და თანამშრომელთა საქმიანობაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ;
ვ) პერსონალურადაა პასუხისმგებელი ჩატარებული შემოწმების შედეგებზე, მათ სრულყოფაზე.
11. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე ასრულებს ამ დებულებით, მინისტრის ბრძანებითა და უფროსის დავალებებით განსაზღვრულ საქმიანობას.
12. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე ვალდებულია უზრუნველყოს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვა.
13. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის სხვა დამატებით ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს უფროსი.