საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.09.2012
ძალის დაკარგვა 25.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №154
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016362
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/09/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 988 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.09.2012 მიღება
25.03.2014 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.FooterChar { } span.HeaderChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.saxexmlChar { font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.abzacixmlChar { } span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 45.0pt 1.0in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №154 2012 წლის 6 სექტემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 სექტემბრის №779 ბრძანებულების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის (შემდგომში – პროგრამების ცენტრი ) არის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. პროგრამების ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. პროგრამების ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ. 4. პროგრამების ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5 . პროგრამების ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №24ა.     მუხლი 2🔗. პროგრამების ცენტრის ფუნქციები პროგრამების ცენტრის ფუნქციებია : ა) საქართველოში დანაშაულის პრევენცია და ამ მიზნით დანაშაულის პირველად პრევენციათან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, ასევე რისკ ჯგუფებთან მუშაობა და დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა ; ბ) კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია; არსებული პროგრამების ფარგლებში რეფერალის სისტემის შემუშავება და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) საგრანტო პროგრამის განვითარება, კოორდინაცია და მონიტორინგი, სამინისტროს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად საგრანტო საქმიანობის განხორციელება; დ) დანაშაულის მოწმეებსა და დაზარალებულებზე ზრუნვა; არსებული პროგრამების ფარგლებში, მათთვის დახმარების გაწევა; ე) განრიდების და მედიაციის პროგრამის მართვა და განვითარება; მედიათეკების განვითარება და კოორდინაცია; სოფლის განვითარების მხარდაჭერა; არასრულწლოვნების დასაქმების ხელშეწყობა; სოციალური მეწარმეობის განვითარება; ვ) სამინისტროს სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე და ინოვაციური პროექტების განხორციელება.     მუხლი 3🔗. პროგრამების ცენტრის ხელმძღვანელობა პროგრამების ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.     მუხლი 4🔗. პროგრამების ცენტრის დირექტორი პროგრამების ცენტრის დირექტორი : ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს პროგრამების ცენტრის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს პროგრამების ცენტრს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მისი ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე, იწვევს სპეციალისტებს კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით; დ) კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პროგრამების ცენტრის თანამშრომლებს; ე) პროგრამების ცენტრის თანამშრომლების მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს აწერს საბიუჯეტო და ბუღალტრულ დოკუმენტაციას, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შედგენილ შესაბამის დოკუმენტებს, მიღება-ჩაბარების აქტებს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებს; ზ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს პროგრამების ცენტრში მომზადებულ დოკუმენტებს; ი) ამტკიცებს პროგრამების ცენტრის შინაგანაწესს; კ) ანაწილებს მოვალეობებს პროგრამების ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 5🔗. პროგრამების ცენტრის ქონება 1.  პროგრამების ცენტრს ქონება გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. პროგრამების ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.     მუხლი 6🔗. პროგრამების ცენტრის ფინანსები პროგრამების ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.     მუხლი 7🔗. პროგრამების ცენტრის სახელმწიფო კონტროლი 1. პროგრამების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს სამინისტრო ახორციელებს საქართველოს მთავარი პროკურატურის მეშვეობით, რომელიც ზედამხედველობს პროგრამების ცენტრის საქმიანობის კანონიერებას , მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას , აჩერებს ან აუქმებს მის არამართლზომიერ გადაწყვეტილებას. 2. პროგრამების ცენტრის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი. 3. პროგრამების ცენტრმა მაკონტროლებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, პროგრამების ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე პროგრამების ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები პროგრამების ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 5. პროგრამების ცენტრს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასხვისოს ან გადასცეს სარგებლობის უფლებით. 6. პროგრამების ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 8🔗. პროგრამების ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია პროგრამების ცენტრის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.