"ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინალური სერთიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№361
სარეგისტრაციო კოდი
340030000.10.003.017034
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2012

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№361

2012 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილის ი

 „ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის№430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველთა, მეც­ხოვე­ლე­ობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გა­მოსა­ყენე­ბელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გა­ცე­მის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 14/01/2011, 340030000.10.003.016172) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-6 მუხლის 22 და 23 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. სანაშენე და საკლავი ცხოველების ექსპორტის დროს ცხოველთა ჯანმრთელობის კლინიკურად დადგენის მიზნით, კარანტინში განთავსების ვადა განისაზღვრება 5 დღით, ხოლო წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის 48 საათით, თუ იმპორტიორი მხარე ან განმცხადებელი არ ითხოვს უფრო ხანგრძლივ საკარანტინო ვადას.

23. სანაშენე და საკლავი ცხოველების ექსპორტის დროს ცხოველთა ჯანმრთელობის დადგენის მიზნით, კარანტინში განთავსების ვადა განისაზღვრება 1 დღით, თუ იმპორტიორი მხარე ან განმცხადებელი არ ითხოვს უფრო ხანგრძლივ საკარანტინო ვადას და განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნება ვეტერინარი ექიმის მიერ დამოწმებული ინფორმაცია, რომ:

ა) სანაშენე და საკლავი ცხოველების ექსპორტის დროს ცხოველი დანომრილია ცხოველებისათვის განკუთვნილი საყურე ნიშნით, რომლითაც შესაძლებელია ცხოველის იდენტიფიკაცია და მიკვლევადობა;

ბ) დანომრილ სანაშენე და საკლავ ცხოველებს ბოლო 6 თვის განმავლობაში და არანაკლებ ბოლო 21 დღისა, ჩაუტარდათ თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ან/და ბოლო 14 დღის განმავლობაში ლაბორატორიული გამოკვლევა არასტრუქტურულ პროტეინებზე (N SP), რომლის ანალიზის პასუხი უარყოფითია;

გ) დანომრილ სანაშენე და საკლავ ცხოველებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში და არანაკლებ ბოლო 14 დღისა, ჩაუტარდათ ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;

დ) დანომრილ სანაშენე და საკლავ ცხოველებს ჩაუტარდათ ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ან/და ბოლო 14 დღის განმავლობაში ლაბორატორიული გამოკვლევა, რომლის ანალიზის პასუხი უარყოფითია.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24 და 25 პუნქტები:

„24. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე საკარანტინო ვადა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ საერთო საკარანტინო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 21 დღეს.

25. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, კარანტინში განთავსების ვადა გრძელდება ანალიზის პასუხის მიღებამდე.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ი . მერაბიშვილი