,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010240060.57.069.016010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2012

დოკუმენტის ტექსტი

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №10

2012 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.  ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით (ვებ პორტალი, 08.04.2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-12 მუხლის:

ა) მე-8 და მე-9 პუქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარმოდგენა შემსყიდველ ორგანიზაციაში ხდება სისტემის მეშვეობოთ.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით წარმოდგენის ვალდებულება პრეტენდენტს წარმოეშობა ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის. პრეტენდეტის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაცის ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.“;

ბ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნ ე ს.

2. მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება მხოლოდ სატენდერო კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის შემდეგ, სატენდერო კომისიის დამსწრე წევრების მიერ ხელმოწერისთანავე ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებით და შეცვლილი/დამატებული ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით. შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.“.

3. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნ ს.

4. 262 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ინფორმაცია მიმწოდებლის ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ (მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი მიმწოდებლის შემთხვევაში).“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტ. ურჯუმელაშვილი