ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.09.2012
ძალის დაკარგვა 12.07.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016090
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,176 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.2012 მიღება
12.07.2018 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:13.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:13.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml0, li.muxlixml0, div.muxlixml0 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml0, li.tavixml0, div.tavixml0 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.25in 19.3pt 35.95pt .25in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2012 წლის 5 სექტემბერი ქ. ზუგდიდი           ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:        მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულება თანახმად №1 დანართისა;     მუხლი 2🔗.    ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 თებერვლის №2 დადგენილება;      მუხლი 3🔗. მიღებული დადგენილება გადაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას; მუხლი 4🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს  თავმჯდომარე  ლ. კონჯარია დანართი 1 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახური 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახური (შემდგომში ,,სამსახური“) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით განსახორციელებელ შესყიდვებს. 2.  სამსახური შექმნილია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 3.  სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. 4.  სამსახური მდებარეობს: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №90.  თავი 2.  სამსახურის ფუნქციები       მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. მუნიციპალური შესყიდვების სამსახური კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს: ა)  სახელმწიფო შესყიდვებს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) კონსულტაციების გაწევას სატენდერო კომისიის წევრებისათვის სახელმწიფო  შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით; გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულებების, ინფორმაციის და სხვა მასალების მომზადებას, მათ დროულად წარდგენას სააგენტოში;     დ)      სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას მასალების მომზადებას; ე)  სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ან/და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და კონკურსის საშუალებით განხორციელებისას მასალების მომზადებას; ვ) მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის, მასში ცვლილებების (კორექტირებული) პროექტების მომზადებას; ზ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადებას; თ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;  ი) კონკურსისა და ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას; კ) მუნიციპალიტეტის სატენდერო და საკონკურსო კომისიების გადაწყვეტილებების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას; ლ) შესყიდვის პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას; მ) შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას;  ნ) შესყიდვის პროცედურის კანონიერების დაცვას, შესყიდვის მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას; ო) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების პირობების ცვლილებებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტების მომზადებას; პ)  კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევას; ჟ)  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას; რ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას გამგეობის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; ს)  ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და ფორმირებაში მონაწილეობას; ტ)  მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.       მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. 2. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსისა და მთავარი სპეციალისტებისაგან. 3. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4.  სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი. 5.       სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მოხელეებისაგან, განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.  6.      სამსახურის საჯარო მოხელეებს „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.   7.  სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელსაც დადგენილი წესით გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.     8.   სამსახური ანგარიშვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.    9.  სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან:   1) დაგეგმვის, აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს: ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულებების, ინფორმაციის და სხვა მასალების მომზადებას და სააგენტოში მათ დროულად გადაგზავნას;  ბ) სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას მასალების მომზადებას; გ)  სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ან/და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და კონკურსის საშუალებით განხორციელებისას მასალების მომზადებას; დ)     მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის, მასში ცვლილებების (კორექტირებული) პროექტების მომზადებას; ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადებას; ვ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;  ზ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების პირობების ცვლილებებთან დაკავშირებით  შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტების მომზადებას; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სამსახურებრივ უფლებამოსილებებს. თავი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი     მუხლი 4🔗.  სამსახურის უფროსი 1. ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. 2. წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ 3. უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას და დაგეგმვას, მოსამსახურეთა თანამდებობრივი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებას დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. 4. წარუდგენს გამგებელს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. 5. ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტებს. 6. ორგანიზებას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას. 7. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.     მუხლი 5🔗. განყოფილების უფროსი  1. განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:  ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის უფროსის დავალებათა შესრულებაზე; გ) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტებს. ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამსახურეობრივ ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს; დ) განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის    უფროსის წინაშე; ე) სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს განყოფილების უფროსი.     მუხლი 6🔗.  სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ: 1. გააჩნდეთ შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლონ სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით. 2. თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვონ და მიიღონ ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან 3. უარი თქვან ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მათ სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. მიიღონ თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები. 5. აუნაზღაურდეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯები. 6. ისარგებლონ ყოველწლიური შვებულებით. 7. ისარგებლონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.     მუხლი 7🔗.  სამსახურის მოხელე ვალდებულია 1. საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები. 3. დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი, გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას. 4. შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები. 5. სამსახურის უფროსს დადგენილი პერიოდულობით და წესის შესაბამისად წარუდგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ. 6. იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე. 7. შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურებრივი მოვალეობები. თავი 4. დასკვნითი დებულებანი   მუხლი 8🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2.  დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.