„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3 2
2012 წლის 5 სექტემბერი
ქ. ზუგდიდი
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ1“ , ,,ჰ2“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 მარტის №16 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 21.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.105.016076) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება კერძოდ, ადგილობრივი (ქონების) გადასახადების განაკვეთების დანართ №1-ს დაემატოს მე-7 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ1“ და ,,ჰ2“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტების მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:
ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;
ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;
გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური და იურიდიული პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობი.“.
მუხლი 2. მიღებული დადგენილება გადაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. კონჯარია