განჩინება-გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11180-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

2012 წლის 30 აგვისტო                        

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი – სს ,,ბანკი ქართუ’’

საიდენტიფიკაციო კოდი – 204891652

გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე – ნატო ხაინდრავა

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა

 

სასამართლომ განიხილა სს ,,ბანკი ქართუს’’ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2012 წლის 27 ივლისს განცხადებით მომართა სს ,,პირიმზის’’ დირექტორმა ციცინო გობეჯიშვილმა და მოითხოვა სს ,,პირიმზის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

2012 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით სს ,,პირიმზის’’ დირექტორს უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით სს ,,პირიმზეს’’ არ გააჩნდა არავითარი ქონება, არ გააჩნდა ფულადი თანხები ანგარიშზე, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.

ამავე განჩინებით განმცხადებელს მიეთითა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2012 წლის 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს ,,ბანკი ქართუს’’ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ნატო ხაინდრავამ.

როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, კრედიტორის მიერ მოვალისაგან მოთხოვნილი თანხის ოდენობა, 2012 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით მორიგების აქტიდან გამომდინარე, შეადგენს 6,577,822.44 აშშ დოლარს, საიდანაც 4,695,081.82 აშშ დოლარი წარმოადგენს ძირითად თანხას, 910,970.64 აშშ დოლარი – დარიცხულ პროცენტს და 971,769.98 აშშ დოლარი – დარიცხულ პირგასამტეხლოს. ხოლო გენერალური ხელშეკრულების პირობების დარღვევიდან გამომდინარე, დავალიანება სრულად შეადგენს 2,364,257.66 აშშ დოლარს, საიდანაც 1,800,000 აშშ დოლარი წარმოადგენს ძირითად თანხას, 197,424.03 აშშ დოლარი – დარიცხულ პროცენტს და 366,833.63 აშშ დოლარი – დარიცხულ პირგასამტეხლოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა სს ,,პირიმზის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,ბანკი ქართუს’’ განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, მე-20, 21- ე, 25- ე, 26- ე, 27- ე, 29- ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285- ე მუხლებით,

:

1. განმცხადებლის _ სს ,,ბანკი ქართუს’’ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის ნატო ხაინდრავას ( ს/ კ 204891652) განცხადება მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში;

2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო ( შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

3. მოვალეს მეურვის თანხმობის გარეშე აეკრძალოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/ და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე. მოვალესა და მეურვეს განემარტოთ, რომ მათ შორის გარიგების დადების ან/ და დადებული გარიგების შეწყვეტის თაობაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საკითხს წყვეტს სასამართლო;

4. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების ( მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო) დარიცხვა- გადახდა;

5. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;

6. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია, მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით, იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.

7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ, თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით, განემარტოს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 ( ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების უფლება აქვთ აგრეთვე კრედიტორებს, მათვე განემარტოთ, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა, იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.

9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 19 ოქტომბერს, 13:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ( თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №29);

10. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ არა უგვიანეს 2012 წლის 10 სექტემბრამდე, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge ;

11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე               თ. ჭუნიაშვილი