თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2012 წლის 10სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლომ
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „ხოხობი”(ს/კ 202239620)
წარმომადგენელი: თამაზ კაპანაძე (დირექტორი)
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2012 წლის 7 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს ”ხოხობის” დირექტორმა თამაზ კაპანაძემ და ითხოვა შპს ”ხოხობის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განცხადების ავტორი განმარტავს, რომ შპს „ხოხობს” აქვს დავალიანება 2 (ორი) პირის მიმართ, მათგან ერთ-ერთია მოვალის დირექტორი თამაზ კაპანაძე და მისი მოთხოვნის ოდენობა ა 3250 ლარი, ხოლო მეორეა მერაბ ყუფუნია და მისი მოთხოვნის ოდენობა 980862 ლარს შეადგენს . ჯამში შპს ”ხოხობის” შეუსრულებელ ვალდებულებათა ოდენობაა 984112 ლარი.
განცხადების ავტორის მტკიცებით, შპს „ხოხობს” არ აქვს უძრა ვ-მოძრავ ი ქონება და არც ფულადი სახსრები. შპს „ხოხობი” არის გადახდისუუნარო, მოკლებულია შესაძლებლობას , დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები, მას შეწყვეტილი აქვს ვალების გადახდა, წარმოების პროცესი და საზოგადოება ამჟამად რაიმე სახის შემოსავალს არ იღებს.
სა სა მართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მი ი ჩნ ევს , რომ შპს „ხოხობის” განცხადება არ უნდა იქნეს მიღებული სასამართლო წარმოებაში შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის
მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ი
მა ვე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პ
უ ნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის ი
ნ ფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
შპს „ხოხობის” უქონლობის და სამტკიცებლად , სასამართლოს წარედგინა სს „პროკრედიტ ბანკის” თბილისის გამსახურდიას ფილიალის მიერ 2012 წლის 7 სექტემბერს გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ შპს „ხოხობს” ანგარიშებზე თანხები არ გააჩნია. ასევე წარმოდგენილია სსიპ _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2012 წლის 6 სექტემბერს გაცემული ცნობა მასზედ, რომ შპს „ხოხობის” სახელზე არაა რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 5 სექტემბრის ცნობა, რომ თბილისის სარეგისტრაციო ზონაში შპს „ხოხობი ” უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. ამ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლოს უჩნდება რწმენა, რომ შპს „ხოხობი” უქონელია, რაც გამორიცხავს მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში არა თუ ასეთი წარმოების მიზნის მიღწევას, არამედ საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობას. ასეთი ვითარებაში „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადება არ მიიღება სასამართლო წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ხოხობს” (ს/კ 202239620) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს ”ხოხობის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს ”ხოხობი” გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც , თავის მხრივ განაპირობებს მოვალე შპს ”ხოხობის” რეგისტრაციის გაუქმებას.
3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება არა უგვიანეს 2012 წლის 13 სექტემბრისა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს „ხოხობმა”.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ ი მავ ე წესით კრედიტორებმაც განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე ბ . სისვაძე