„საჯარო სამართლის იურიდიული პირის- შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№374
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017047
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№374

2012 წლის 12  სექტემბერი

 ქ. თბილის ი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული  პირის   – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა :

1. 1 4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების/­ ქვედანაყოფების მიერ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“54-ე, 57-ე, 59-ე 64-ე, 66-ე         და 86-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 68-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„68

„თბილისის“გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის),„ბათუმის“გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(ქ. ბათუმში, ი.გოგებაშვილის ქ.№11-ში მდებარე გაფორმების ადგილზე), „ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან საბაჟო გამშვებ პუნქტ„ბათუმის                პორტში“,ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული        

3000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება

 

ერთ საბაჟო დეკლარაციაზე

– 20 ლარი“.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ი . მერაბიშვილი