საექიმო სპეციალობათა ნუსხისა და მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 13.09.2012
ძალაში შესვლა 01.01.2013
ძალის დაკარგვა 06.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-64/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016181
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/09/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | შინაგანი სნეულებები |
| 2 | ალერგოლოგია-იმუნოლოგია |
| 3 | კარდიოლოგია |
| 4 | გასტროენტეროლოგია |
| 5 | დერმატოლოგია |
| 6 | ენდოკრინოლოგია |
| 7 | ინფექციური სნეულებები |
| 8 | ფთიზიატრია-პულმონოლოგია |
| 9 | ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია |
| 10 | ნეფროლოგია |
| 11 | რევმატოლოგია |
| 12 | პროფესიული სნეულებები |
| 13 | ჰემატოლოგია |
| 14 | სპორტის მედიცინა |
| 15 | კლინიკური ტოქსიკოლოგია |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.04.2007
დოკუმენტის ტექსტი
საექიმო სპეციალობათა ნუსხისა და მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.normal, li.normal, div.normal { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.Normal0, li.Normal0, div.Normal0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.PlainTextChar { }
span.abzacixmlChar { }
span.sataurixmlChar { font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:27.0pt 42.5pt 28.35pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-6
4/ნ
2012 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
საექიმო სპეციალობათა ნუსხისა და მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61- ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) საექიმო სპეციალობათა ნუსხა (დანართი №1);
ბ) მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა ნუსხა (დანართი №2);
2. ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით საექიმო სპეციალობათა ნუსხითა და მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა ნუსხით გათვალისწინებული ღონისძიებები დარეგულირდეს №3 დანართით განსაზღვრული ინსტრუქციის შესაბამისად.
3.ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №136/ნ ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.
ზ. ჭიაბერაშვილი
დანართი №1
საექიმო
სპეციალობათა
ნუსხა
1
შინაგანი სნეულებები
2
ალერგოლოგია-იმუნოლოგია
3
კარდიოლოგია
4
გასტროენტეროლოგია
5
დერმატოლოგია
6
ენდოკრინოლოგია
7
ინფექციური სნეულებები
8
ფთიზიატრია-პულმონოლოგია
9
ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
10
ნეფროლოგია
11
რევმატოლოგია
12
პროფესიული სნეულებები
13
ჰემატოლოგია
14
სპორტის მედიცინა
15
კლინიკური ტოქსიკოლოგია
16
ონკოლოგია
17
სამედიცინო გენეტიკა
18
საოჯახო მედიცინა
19
ფსიქიატრია
20
ნარკოლოგია
21
ნევროლოგია
22
ბავშვთა ნევროლოგია
23
გადაუდებელი მედიცინა
24
რეანიმატოლოგია-ანესთეზიოლოგია
25
პედიატრია
26
ნეონატოლოგია
27
ზოგადი ქირურგია
28
პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია
29
ბავშვთა ქირურგია
30
კარდიო-თორაკალური ქირურგია
31
ნეიროქირურგია
32
სისხლძარღვთა ქირურგია
33
უროლოგია
34
ტრანსპლანტოლოგია
35
ოტორინოლარინგოლოგია
36
ოფთალმოლოგია
37
ორთოპედია-ტრავმატოლოგია
38
მეანობა-გინეკოლოგია
39
რეპროდუქტოლოგია
40
სამედიცინო რადიოლოგია
41
რადიაციული თერაპია
42
ნუკლეარული მედიცინა
43
პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგია
44
სასამართლო მედიცინა
45
ლაბორატორიული მედიცინა
46
სტომატოლოგია
47
ყბა-სახის ქირურგია
48
ორთოდონტია
დანართი №2
მომიჯნავე
საექიმო
სპეციალობათა
ნუსხა
1
შინაგანი სნეულებები
ალერგოლოგია-იმუნოლოგია
კარდიოლოგია
გასტროენტეროლოგია
დერმატოლოგია
ენდოკრინოლოგია
ინფექციური სნეულებები
ფთიზიატრია-პულმონოლოგია
ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
ნეფროლოგია
რევმატოლოგია
პროფესიული სნეულებები
ჰემატოლოგია
სპორტის მედიცინა
საოჯახო მედიცინა
კლინიკური ტოქსიკოლოგია
გადაუდებელი მედიცინა
ონკოლოგია
სამედიცინო გენეტიკა
2
ალერგოლოგია-იმუნოლოგია
შინაგანი სნეულებები
კარდიოლოგია
გასტროენტეროლოგია
დერმატოლოგია
ენდოკრინოლოგია
ინფექციური სნეულებები
ნეფროლოგია
რევმატოლოგია
პროფესიული სნეულებები
ჰემატოლოგია
საოჯახო მედიცინა
გადაუდებელი მედიცინა
3
კარდიოლოგია
შინაგანი სნეულებები
ალერგოლოგია-იმუნოლოგია
გასტროენტეროლოგია
დერმატოლოგია
ენდოკრინოლოგია
ინფექციური სნეულებები
ფთიზიატრია-პულმონოლოგია
ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
ნეფროლოგია
რევმატოლოგია
პროფესიული სნეულებები
ჰემატოლოგია
საოჯახო მედიცინა
გადაუდებელი მედიცინა
პედიატრია
4
გასტროენტეროლოგია
შინაგანი სნეულებები
ალერგოლოგია-იმუნოლოგია
კარდიოლოგია
დერმატოლოგია
ენდოკრინოლოგია
ინფექციური სნეულებები
ფთიზიატრია-პულმონოლოგია
ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
ნეფროლოგია
რევმატოლოგია
პროფესიული სნეულებები
ჰემატოლოგია
საოჯახო მედიცინა
გადაუდებელი მედიცინა
ონკოლოგია
პედიატრია
5
დერმატოლოგია
შინაგანი სნეულებები
ალერგოლოგია-იმუნოლოგია
კარდიოლოგია
გასტროენტეროლოგია
ენდოკრინოლოგია
ინფექციური სნეულებები
ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
ნეფროლოგია
რევმატოლოგია
პროფესიული სნეულებები
ჰემატოლოგია
გადაუდებელი მედიცინა
ონკოლოგია
6
ენდოკრინოლოგია
შინაგანი სნეულებები
ალერგოლოგია-იმუნოლოგია
კარდიოლოგია
გასტრო-ენტეროლოგია
დერმატოლოგია
ინფექციური სნეულებები
ფთიზიატრია-პულმონოლოგია
ნეფროლოგია
რევმატოლოგია
პროფესიული სნეულებები
ჰემატოლოგია
საოჯახო მედიცინა
გადაუდებელი მედიცინა
ონკოლოგია
რეპროდუქტოლოგია
პედიატრია
7
ინფექციური სნეულებები
შინაგანი სნეულებები
ალერგოლოგია-იმუნოლოგია
კარდიოლოგია
გასტროენტეროლოგია
დერმატოლოგია
ენდოკრინოლოგია
ფთიზიატრია-პულმონოლოგია
ნეფროლოგია
რევმატოლოგია
პროფესიული სნეულებები
ჰემატოლოგია
საოჯახო მედიცინა
გადაუდებელი მედიცინა
პედიატრია
8
ფთიზიატრია-პულმონოლოგია
შინაგანი სნეულებები
ალერგოლოგია-იმუნოლოგია
კარდიოლოგია
გასტროენტეროლოგია
დერმატოლოგია
ენდოკრინოლოგია
ინფექციური სნეულებები
ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
ნეფროლოგია
რევმატოლოგია
პროფესიული სნეულებები
ჰემატოლოგია
საოჯახო მედიცინა
გადაუდებელი მედიცინა
ონკოლოგია
პედიატრია
9
ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
სპორტის მედიცინა
საოჯახო მედიცინა
10
ნეფროლოგია
შინაგანი სნეულებები
ალერგოლოგია-იმუნოლოგია
კარდიოლოგია
გასტროენტეროლოგია
დერმატოლოგია
ენდოკრინოლოგია
ინფექციური სნეულებები
ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
რევმატოლოგია
პროფესიული სნეულებები
ჰემატოლოგია
საოჯახო მედიცინა
გადაუდებელი მედიცინა
ონკოლოგია
პედიატრია
11
რევმატოლოგია
შინაგანი სნეულებები
ალერგოლოგია-იმუნოლოგია
კარდიოლოგია
გასტროენტეროლოგია
დერმატოლოგია
ენდოკრინოლოგია
ინფექციური სნეულებები
ფთიზიატრია-პულმონოლოგია
ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
ნეფროლოგია
პროფესიული სნეულებები
ჰემატოლოგია
საოჯახო მედიცინა
გადაუდებელი მედიცინა
პედიატრია
12
პროფესიული სნეულებები
13
ჰემატოლოგია
შინაგანი სნეულებები
ალერგოლოგია-იმუნოლოგია
კარდიოლოგია
გასტროენტეროლოგია
დერმატოლოგია
ენდოკრინოლოგია
ინფექციური სნეულებები
ნეფროლოგია
რევმატოლოგია
პროფესიული სნეულებები
საოჯახო მედიცინა
გადაუდებელი მედიცინა
ონკოლოგია
პედიატრია
14
სპორტის მედიცინა
ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
15
კლინიკური ტოქსიკოლოგია
შინაგანი სნეულებები
პროფესიული სნეულებები
საოჯახო მედიცინა
გადაუდებელი მედიცინა
პედიატრია
რეანიმატოლოგია-ანესთეზიოლოგია
16
ონკოლოგია
ჰემატოლოგია
საოჯახო მედიცინა
პედიატრია
შინაგანი სნეულებები
რადიაციული თერაპია
17
სამედიცინო გენეტიკა
ლაბორატორიული მედიცინა
18
საოჯახო მედიცინა
ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
სპორტის მედიცინა
19
ფსიქიატრია
ნარკოლოგია
20
ნარკოლოგია
ფსიქიატრია
21
ნევროლოგია
ბავშვთა ნევროლოგია
საოჯახო მედიცინა
გადაუდებელი მედიცინა
ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
22
ბავშვთა ნევროლოგია
ნევროლოგია
საოჯახო მედიცინა
ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
გადაუდებელი მედიცინა
პედიატრია
ნეონატოლოგია
23
გადაუდებელი მედიცინა
კლინიკური ტოქსიკოლოგია
კლინიკური ტოქსიკოლოგია
სპორტის მედიცინა
24
რეანიმატოლოგია-ანესთეზიოლოგია
გადაუდებელი მედიცინა
კლინიკური ტოქსიკოლოგია
25
პედიატრია
ნეონატოლოგია
კლინიკური ტოქსიკოლოგია
გადაუდებელი მედიცინა
კარდიოლოგია
ენდოკრინოლოგია
გასტროენტეროლოგია
ფთიზიატრია-პულმონოლოგია
ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
სპორტის მედიცინა
რევმატოლოგია
ჰემატოლოგია
ნეფროლოგია
საოჯახო მედიცინა
ბავშვთა ნევროლოგია
სამედიცინო გენეტიკა
26
ნეონატოლოგია
პედიატრია
გადაუდებელი მედიცინა
ბავშვთა ნევროლოგია
საოჯახო მედიცინა
27
ზოგადი ქირურგია
პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია
ბავშვთა ქირურგია
კარდიო-თორაკალური ქირურგია
ნეიროქირურგია
გადაუდებელი მედიცინა
ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
სისხლძარღვთა ქირურგია
ტრანსპლანტოლოგია
უროლოგია
28
პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია
ზოგადი ქირურგია
ბავშვთა ქირურგია
გადაუდებელი მედიცინა
სისხლძარღვთა ქირურგია
29
ბავშვთა ქირურგია
ზოგადი ქირურგია
პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია
გადაუდებელი მედიცინა
ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
ტრანსპლანტოლოგია
სისხლძარღვთა ქირურგია
30
კარდიო-თორაკალური ქირურგია
ზოგადი ქირურგია
ბავშვთა ქირურგია
ტრანსპლანტოლოგია
გადაუდებელი მედიცინა
31
ნეიროქირურგია
ზოგადი ქირურგია
ბავშვთა ქირურგია
ტრანსპლანტოლოგია
გადაუდებელი მედიცინა
32
სისხლძარღვთა ქირურგია
ზოგადი ქირურგია
პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია
ბავშვთა ქირურგია
გადაუდებელი მედიცინა
33
უროლოგია
ზოგადი ქირურგია
ბავშვთა ქირურგია
ტრანსპლანტოლოგია
გადაუდებელი მედიცინა
ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
34
ტრანსპლანტოლოგია
ზოგადი ქირურგია
ბავშვთა ქირურგია
კარდიო-თორაკალური ქირურგია
ნეიროქირურგია
გადაუდებელი მედიცინა
ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
უროლოგია
35
ოტორინოლარინგოლოგია
36
ოფთალმოლოგია
37
ორთოპედია-ტრავმატოლოგია
სპორტის მედიცინა
ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
38
მეანობა-გინეკოლოგია
რეპროდუქტოლოგია
სამედიცინო გენეტიკა
39
რეპროდუქტოლოგია
სამედიცინო გენეტიკა
ენდოკრინოლოგია
40
სამედიცინო რადიოლოგია
რადიაციული თერაპია
ნუკლეარული მედიცინა
41
რადიაციული თერაპია
სამედიცინო რადიოლოგია
ნუკლეარული მედიცინა
ონკოლოგია
42
ნუკლეარული მედიცინა
სამედიცინო რადიოლოგია
რადიაციული თერაპია
ონკოლოგია
43
პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგია
44
სასამართლო მედიცინა
45
ლაბორატორიული მედიცინა
46
სტომატოლოგია
ყბა-სახის ქირურგია
ორთოდონტია
47
ყბა-სახის ქირურგია
სტომატოლოგია
ორთოდონტია
48
ორთოდონტია
სტომატოლოგია
ყბა-სახის ქირურგია
დანართი №3
საექიმო სპეციალობათა ნუსხისა და მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა
ნუსხის გამოყენების ინსტრუქცია
მუხლი 1🔗
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა ნებადართულია მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართულ სპეციალობა(ებ)ში, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა.
2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა მომიჯნავე საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად უნდა გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დადგენილი კურსი და ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა.
3. ამ ბრძანების ამოქმედებამდე (2013 წლის 1 იანვრამდე) გაცემული სახელმწიფო სერტიფიკატები ძალაშია განუსაზღვრელი ვადით.
4. საექიმო სპეციალობათა ნუსხით (დანართი №1) განსაზღვრულ სპეციალობებში, რომლებშიც დიფერენცირებულია ბავშვთა და მოზრდილთა სპეციალობები, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე სუბიექტებს უფლება აქვთ, ასევე, განახორციელონ 15-დან 18 წლამდე ასაკის კონტინგენტის სამედიცინო მომსახურება.
5. ექიმებს, რომელთაც 2008 წლის 1 მაისამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი „ზოგადი პროფილის ექიმის“ შესაბამის სპეციალობაში, მიეცეთ გადამზადების უფლება (დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დადგენილი კურსის ნაწილის გავლის გზით) დანართი 3.1
-ით განსაზღვრულ სპეციალობებში; გადამზადების პროგრამის მოცულობასა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომში – საბჭო); სხვა საექიმო სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების მიზნით მათ უნდა გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამა.
6. სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელ პირს უფლება აქვს, მოიპოვოს სახელმწიფო სერტიფიკატი იმ საექიმო სპეციალობით, რომელშიც გავლილი აქვს:
ა) დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება)/სარეზიდენტო პროგრამა;
ბ) კლინიკური ორდინატურა – 1999 წლამდე, კლინიკური ასპირანტურა – „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დოქტორანტურის პროგრამით სწავლებაზე სრულად გადასვლის ვადამდე, ინტერნატურის ან სპეციალიზაციის (1999 წლამდე) კურსი და გააჩნია შესაბამისი საექიმო სპეციალობით მუშაობის არანაკლებ რეზიდენტურის ხანგრძლივობის სამუშაო გამოცდილება. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვება მოხდება საბჭოს მიერ დადგენილი პროფესიული რეაბილიტაციის წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
7. უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულ დიპლომირებულ პირს, რომელსაც ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცებამდე მინიჭებული აქვს „ექიმი ლაბორანტის“ კვალიფიკაცია, უფლება აქვს, გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) საექიმო სპეციალობებში „ლაბორატორიული მედიცინა“ და „პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია“ და მოიპოვოს სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში.
8. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულს უფლება აქვს, გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) საექიმო სპეციალობაში „ფსიქიატრია“ და მოიპოვოს სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში.
9. ექიმები, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე (2013 წლის 1 იანვრამდე) მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „დერმატო-ვენეროლოგია“, აგრძელებენ ხსენებული სპეციალობით დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას. ამასთან, მათ აქვთ უფლება, დამატებით მიიღონ სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში – „დერმატოლოგია“.
10. ექიმები, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე (2013 წლის 1 იანვრამდე) მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია“, აგრძელებენ ხსენებული სპეციალობით დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას. ამასთან, მათ აქვთ უფლება, დამატებით მიიღონ სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში – „ჰემატოლოგია“.
11. ექიმები, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე (2013 წლის 1 იანვრამდე) მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „კარდიოქირურგია”, აგრძელებენ ხსენებული სპეციალობით დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას. ამასთან, მათ აქვთ უფლება, დამატებით მიიღონ სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „კარდიო-თორაკალური ქირურგია“.
12. ექიმები, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე (2013 წლის 1 იანვრამდე) მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „სამედიცინო რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა“, აგრძელებენ ხსენებული სპეციალობით დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას. ამასთან, მათ აქვთ უფლება, დამატებით მიიღონ სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში – „სპორტის მედიცინა“.
13. ექიმები, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე (2013 წლის 1 იანვრამდე) მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „ბავშვთა ფსიქიატრია“, აგრძელებენ ხსენებული სპეციალობით დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას. ამასთან, მათ აქვთ უფლება, დამატებით მიიღონ სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „ფსიქიატრია“.
14. ექიმები, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე (2013 წლის 1 იანვრამდე) მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „რადიოიზიტიპური გამოკვლევა“, აგრძელებენ ხსენებული სპეციალობით დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას. ამასთან, მათ აქვთ უფლება, დამატებით მიიღონ სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „ნუკლეარული მედიცინა“.
15. ექიმები, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე (2013 წლის 1 იანვრამდე) მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობებში „თერაპიული სტომატოლოგია“, „ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგია“, „ორთოპედიული სტომატოლოგია“, „ქირურგიული სტომატოლოგია“, „ბავშვთა ქირურგიული სტომატოლოგია“, აგრძელებენ ხსენებული სპეციალობით დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას. ამასთან, მათ აქვთ უფლება, დამატებით მიიღონ სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „სტომატოლოგია“.
16. ექიმებს, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე (2013 წლის 1 იანვრამდე) მინიჭებული ჰქონდათ სუბსპეციალობის მოწმობა - „გადაუდებელი მედიცინა“, მიეცეთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორცილების უფლება საექიმო სპეციალობაში - „გადაუდებელი მედიცინა“, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGE
NCY) მიმართულებით არანაკლებ 1 წლის სამუშაო სტაჟის არსებობის შემთხვევაში.
17. ექიმებს, რომელთაც 2007 წლის 18 აპრილამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატები სპეციალობებში „ქირურგიული სტომატოლოგია“, „ბავშვთა ქირურგიული სტომატოლოგია“, შესაბამისი პროფესიული ასოციაციის რეკომენდაციით, დამატებით მიეცეთ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში – „ყბა-სახის ქირურგია“ (ხსენებული ვრცელდება მხოლოდ იმ ექიმებზე, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედებისათვის (2013 წლის 1 იანვარი) აქვთ არანაკლებ 5 წლის სამუშაოსტაჟი ყბა-სახის ქირურგიის მიმართულებით).
18. ექიმებს, რომელთაც 2007 წლის 18 აპრილამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „ონკოლოგია“, შესაბამისი პროფესიული ასოციაციის რეკომენდაციით, დამატებით მიეცეთ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში - „რადიაციული თერაპია“, „ზოგადი ქირურგია“, „მეანობა-გინეკოლოგია“, „უროლოგია“, „ბავშვთა ქირურგია“ (ხსენებული ვრცელდება მხოლოდ იმ ექიმებზე, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედებისათვის (2013 წლის 1 იანვარი) აქვთ არანაკლებ 5 წლის სამუშაო სტაჟი შესაბამის სპეციალობაში).
19. ექიმებს, რომელთაც 2007 წლის 18 აპრილის შემდეგ მიენიჭათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „ონკოქირურგია“, შესაბამისი პროფესიული ასოციაციის რეკომენდაციით, დამატებით მიეცეთ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში – „ზოგადი ქირურგია“, „მეანობა-გინეკოლოგია“, „უროლოგია“, „ბავშვთა ქირურგია“ (ხსენებული ვრცელდება მხოლოდ იმ ექიმებზე, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედებისათვის (2013 წლის 1 იანვარი) აქვთ სათანადო სამუშაო სტაჟი შესაბამის სპეციალობაში).
20. ექიმები, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე (2013 წლის 1 იანვრამდე) მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „ქიმიოთერაპია“, აგრძელებენ ხსენებული სპეციალობით დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას. ამასთან, მათ აქვთ უფლება, დამატებით მიიღონ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „ონკოლოგია“.
21. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე სუბიექტი, რომელსაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე (2013 წლის 1 იანვრამდე) მიენიჭა სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში, რომელიც წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული არ არის საექიმო სპეციალობად და/ან გაერთიანდა სხვა სპეციალობასთან, აგრძელებს ხსენებული სპეციალობით დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას. ამასთან, მას აქვს უფლება, დამატებით მოიპოვოს სახელმწიფო სერტიფიკატი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დადგენილი კურსის (რომლის მოცულობასა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს შესაბამისი პროფესიული ორგანიზაცია და აღიარებს საბჭო) დასრულებისა და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების საშუალებით შემდეგ შესაბამის სპეციალობაში:
ა) „ფთიზიატრია“–„ფთიზიატრია-პულმონოლოგია“;
ბ) „პულმონოლოგია“–„ფთიზიატრია-პულმონოლოგია“;
გ) „ანგიოლოგია“–„კარდიოლოგია“, „სისხლძარღვთა ქირურგია“;
დ) „ფიზიკური მედიცინა და კურორტოლოგია“–„ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია“;
ე) „სამედიცინო რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა“–„ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია“;
ვ) „სამედიცინო პარაზიტოლოგია“–„შინაგანი მედიცინა“, „ინფექციური სნეულებები“;
ზ) „ჰომეოპათია“–„შინაგანი მედიცინა“;
თ) „ბავშვთა ინფექციური სნეულებები“–„პედიატრია“, „ინფექციური სნეულებები“;
ი) „სექსოლოგია“ – „ფსიქიატრია“, „რეპროდუქტოლოგია“, „უროლოგია“;
კ) „ფსიქოთერაპია“, „ბავშვთა ფსიქოთერაპია“–„ფსიქიატრია“;
ლ) „ანესთეზიოლოგია“, „ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია“, „კრიტიკული მედიცინა“–„რეანიმატოლოგია-ანესთეზიოლოგია“;
მ) „ბავშვთა ალერგოლოგია-იმუნოლოგია“–„პედიატრია“, „ალერგოლოგია-იმუნოლოგია“;
ნ) „ბავშვთა გასტროენტეროლოგია“ - „პედიატრია“, „გასტროენტეროლოგია“;
ო) „ბავშვთა ენდოკრინოლოგია“–„პედიატრია“, „ენდოკრინოლოგია“;
პ) „ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგია“–„პედიატრია“, „კარდიოლოგია“;
ჟ) „ბავშვთა ნეფროლოგია“- „პედიატრია“, „ნეფროლოგია“;
რ) „ბავშვთა ფთიზიატრია“–„პედიატრია“, „ფთიზიატრია-პულმონოლოგია“;
ს) „ბავშვთა პულმონოლოგია“–„პედიატრია“, „ფთიზიატრია-პულმონოლოგია“;
ტ) „ბავშვთა ტოქსიკოლოგია“–„პედიატრია“, „კლინიკური ტოქსიკოლოგია“;
უ) „ბავშვთაჰემატოლოგია“–„პედიატრია“, „ჰემატოლოგია“;
ფ) „პროქტოლოგია“–„ზოგადი ქირურგია“;
ქ) „ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა“ - სამედიცინო რადიოლოგია;
ღ) „სასამართლო ფსიქიატრია“–„ფსიქიატრია“;
ყ) „ტრანსფუზიოლოგია“ – „ჰემატოლოგია“;
შ) „რეფლექსოთერაპია“ – „შინაგანი მედიცინა“, „ნევროლოგია“, „ბავშვთა ნევროლოგია“.
22. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამებში ჩარიცხვა 2013 წლის 1 დეკემბრიდან განხორციელდეს ახალი საექიმო სპეციალობათა ნუსხის შესაბამისად მომზადებული სარეზიდენტო პროგრამების ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობით აღიარებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში.
23. 2013 წლის 1 დეკემბრამდე ჩარიცხული საექიმო სპეციალობების მაძიებელთა/რეზიდენტთა მზადება გაგრძელდეს იმ პროგრამების ფარგლებში, რომლითაც დაიწყეს მზადება, თუ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობა არ აღემატება 22 თვეს (2 წელიწადს).
24. 2013 წლის 1 დეკემბრამდე ჩარიცხული საექიმო სპეციალობების მაძიებელთა/რეზიდენტთა მზადება გაგრძელდეს ახალი, ადაპტირებული პროგრამების ფარგლებში, თუ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/ სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობა აღემატება 22 თვეს (2 წელიწადს). ამასთან, ძველი სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში გავლილი კურსის შინაარსი და ხანგრძლივობა ჩაითვალოს ახალი, ადაპტირებული პროგრამის შემადგენელ ნაწილად.
25. 2013 წლის 1 დეკემბრამდე დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) 22 თვეზე (2 წელიწადი) მეტი ხანგრძლივობის იმ სპეციალობების პროგრამების ფარგლებში ჩარიცხულთა მზადება, რომლებიც განსაზღვრული არ არის საექიმო სპეციალობად (გაერთიანდნენ სხვა სპეციალობებთან), გაგრძელდეს იმ სპეციალობის განახლებული პროგრამების ფარგლებში, რომელშიც გაიარეს საბაზისო მზადება – 11 თვე (გარდა სპეციალობებისა: „ფთიზიატრია და პულმონოლოგია“, რომლებიც მზადებას გააგრძელებენ სპეციალობით – „ფთიზიატრია-პულმონოლოგია“, „ფიზიკური მედიცინა და კურორტოლოგია“ – „ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია“, „სამედიცინო რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა“ – „სპორტის მედიცინა“).
26. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამებში 2013 წლის 1 დეკემბრამდე ჩარიცხულ საექიმო სპეციალობის მაძიებელს/რეზიდენტს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის დასრულების შემდეგ მიეცეს უფლება, მოიპოვოს სახელმწიფო სერტიფიკატი იმ სპეციალობაში, რომელშიც გაიარა მზადება.
27. ექიმებს, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე (2013 წლის 1 იანვრამდე) მინიჭებული ჰქონდათ სუბსპეციალობის მოწმობა – „ტრანსპლანტოლოგია“, უფლება აქვთ, დამატებით მიიღონ სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში – „ტრანსპლანტოლოგია“.
მუხლი 2🔗. გარდამავალი დებულებები
1. სამედიცინო პროფესიულმა ასოციაციებმა უზრუნველყონ წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრულ სპეციალობებში ახალი სარეზიდენტო პროგრამების მომზადება 2013 წლის 1 აპრილამდე და საბჭოსათვის მათი წარდგენა.
2. საექიმო სპეციალობათა კომპეტენციები და შესაბამისი სუბსპეციალობები და მათი კომპეტენციები დადგინდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
3. ყველა ის საკითხი, რაც განსაზღვრული არ არის წინამდებარე ბრძანებით, დარეგულირდეს საბჭოს მიერ.
დანართი 3.1.
სპეციალობების ჩამონათვალი, რომლებშიც ზოგადი პროფილის ექიმებს აქვთ გადამზადების უფლება
№
ზოგადი პროფილის ექიმის სპეციალობა
საექიმო სპეციალობა
1.
ზოგადი პროფილის ექიმი მკურნალი - 3 წლის სამუშაო სტაჟით
შინაგანი სნეულებები
საოჯახო მედიცინა
2.
ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი - 3 წლის სამუშაო სტაჟით
პედიატრია
საოჯახო მედიცინა
3.
ზოგადი პროფილის ექიმი სტომატოლოგი - 1 წლის სტაჟით
სტომატოლოგია
4.
ზოგადი პროფილის ექიმი სამხედრო ექიმი - 3 წლის სამუშაო სტაჟით
შინაგანი სნეულებები
საოჯახო მედიცინა
5.
ზოგადი პროფილის ექიმი ლაბორანტი - 2 წლის სამუშაო სტაჟით
ლაბორატორიული მედიცინა
6.
ზოგადი პროფილის ექიმი ფსიქოთერაპევტი - 2 წლის სამუშაო სტაჟით
ფსიქიატრია