„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№810
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016640
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №810

2012 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №6, მუხ. 35) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  11.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში:

ა) პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

ბ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური  ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

გ) ევროინტეგრაციის  დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

დ) ევრო პ ულ  საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

ე) ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

ზ) საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძ ღ ვანელი  და მისი მოადგილე;

თ) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

ი) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

კ) დიპლომატიური პროტოკოლის დეპ ა რტამენტის  ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

ლ) საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

მ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

ნ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

ო) შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

პ) დსთ-ი ს  ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

ჟ) აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის  ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

რ) იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან  ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

ს) მინისტრის სამდივნოს ხელმძ ღ ვანელი;

ტ) საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს ხელმძღვანელი;

უ) სხვა სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს  წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;

ფ) გენერალური კონსული, კონსული, საკონსულო სააგენტოს ხელმძღვანელი;

ქ) საგანგებო დავალებათა ელჩი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ . სააკაშვილი