„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №2–71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2- 178
2012 წლის 12სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 მარტი ს №2–71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 მარტი ს №2-71 ბრძანებით დამტკიცებულ შინაგანაწეს ში (სსმ III, 26.03.2009, №37, მუხ. 424) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე და და 73-ე მუხლების შესაბამისად და განსაზღვრავს შემდეგს:
ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;
ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე, ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;
დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;
ე) ხელფასისა და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი;
ვ) მოსამსახურის მივლინების წესი;
ზ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
თ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი“.
2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ხელფასისა და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი
1. სამინისტროში ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ (ყოველი თვის მესამე დეკადაში) და მისი დარიცხვა მოხდება სპეციალურ საბანკო ანგარიშზე, საბანკო დაწესებულებათა მეშვეობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. მოსამსახურის სამივლინებო თანხების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ შინაგანაწესით დადგენილი ნორმებით.“.
3. შინაგანაწესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61. მოსამსახურის მივლინების წესი
1. მოსამსახურის მივლინება ფორმდება ბრძანებით, რომლის საფუძველია მოხსენებითი ბარათი. ბრძანებაში მითითებული უნდა იქნეს მივლინების დრო და ადგილი, ასევე, უნდა შეიცავდეს მითითებას მივლინებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ, ხოლო რამდენიმე მოსამსახურის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ერთდროულად მივლინების შემთხვევაში, ასევე, ცალ-ცალკე უნდა მიეთითოს პირთა ვინაობა, მივლინების მიზანი და შესაბამის ქვეყანაში ყოფნის პერიოდი.
2. მივლინების თაობაზე მოხსენებით ბარათში მითითებული უნდა იქნეს: ინფორმაცია მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების), მივლინების მიზნის, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღის, მივლინების ადგილის (ადგილების), სამივლინებო თანხების დაფინანსების შესახებ, აგრეთვე, მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების თაობაზე.
3. მოსამსახურისათვის სამივლინებო თანხების ავანსად გაცემა, ასევე, მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურება, ხორციელდება მივლინების თაობაზე გამოცემული ბრძანების შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ქვეყნის შიგნით მივლინებიდან დაბრუნებულმა მოსამსახურემ დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მივლინებაში ყოფნის პერიოდში შესრულებული დავალების შესახებ მოხსენებითი ბარათი (მინისტრის, მინისტრის მოადგილეების და მათი მძღოლების გარდა) და მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებიდან დაბრუნებულმა მოსამსახურემ - ქვეყნის ფარგლებს გარეთ მგზავრობისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ . გოროზია