პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.09.2012
ძალის დაკარგვა 11.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №812
სარეგისტრაციო კოდი 140080000.08.002.016642
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/09/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,414 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.09.2012 მიღება
11.03.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:27.0pt 46.45pt 1.0in .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №812 2012 წლის 13 სექტემბერი ქ. თბილისი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკა დანართის შესაბამისად . 2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სასჯელაღსრულების ორგანოების სისტემის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 მაისის №296 ბრძანებულება. 3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდეგში – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი) ემბლემა არი ს მწვანე მრგვალი ფარი , რომლის ველზეც ვერცხლისფერკანტიანი სიმბოლური ფარია გამოსახული. ფარის მწვანე ველზე გამოსახულია სტილიზებული ვერცხლის ლომი (პროფილში). ლომს წინა თათებით უპყრია ვერცხლის გაშლილი გრაგნილი, რომელზეც გამოსახულია გადაშლილი მწვანე წიგნი. წიგნის თითოეულ გვერდზე თითო გასაღებია მოთავსებული. მარცხენა გასაღების გამღები ნაწილი ზემოთ არის მიმართული, მარჯვენისა კი - ქვემოთ. წიგნის ქვემოთ (ვერცხლის გრაგნილზე) სასწორის პინები ისეა გამოსახული, რომ სასწორის ფუნქციას სიმბოლურად წიგნის ქვედა მხარე ასრულებს. ფარს ორი ვერცხლის ქობა შემოყვება. კიდეზე შემოყოლებული ქობა სისქით ორჯერ აღემატება უფრო სიღრმეში შემოყოლებულ ქობას. ორ ქობას შორის მწვანე ველზე გამოსახულია ვერცხლისფერი წარწერა: „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო”, ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტი“. პლანშეტი №1 1. ყოველდღიური ფორმა - ლურჯი შარვალი, ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი), ლურჯი წინაფრიანი ქუდი, რუხი (წყლისფერი) პერანგი, შავი ჰალსტუხი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. 2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი რუხი შარვალი, მუქი რუხი პიჯაკი (ფრენჩი), მუქი რუხი წინაფრიანი ქუდი, რუხი (წყლისფერი) პერანგი, შავი ჰალსტუხი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.   ყოველდღიური ფორმა               გამოსასვლელი ფორმა პლანშეტი №2 რუხი (წყლისფერი) გრძელმკლავიანი პერანგი (მოკლემკლავიანი პერანგი გახსნილი საყელოთი), შავი ჰალსტუხი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.                     პერანგი პლანშეტი №3 1. ზამთრის ყოველდღიური ფორმა – ლურჯი შარვალი, ლურჯი მოკლე პალტო, ლურჯი წინაფრიანი ქუდი, რუხი (წყლისფერი) პერანგი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. 2. ზამთრის გამოსასვლელი ფორმა – მუქი რუხი შარვალი, მუქი რუხი მოკლე პალტო, მუქი რუხი წინაფრიანი ქუდი, რუხი (წყლისფერი) პერანგი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. ზამთრის ყოველდღიური ფორმა                         ზამთრის გამოსასვლელი ფორმა პლანშეტი №4 1. ყოველდღიური ფორმა – ლურჯი შარვალი, ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი), ლურჯი წინაფრიანი ქუდი, რუხი (წყლისფერი) პერანგი, შავი ჰალსტუხი; ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. 2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი რუხი შარვალი, მუქი რუხი პიჯაკი (ფრენჩი), მუქი რუხი წინაფრიანი ქუდი, რუხი (წყლისფერი) პერანგი, შავი ჰალსტუხი; ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. ყოველდღიური ფორმა                             გამოსასვლელი ფორმა პ ლანშეტი №5 1. ყოველდღიური პერანგი – რუხი (წყლისფერი) მოკლემკლავიანი პერანგი გახსნილი საყელოთი, ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. 2. გამოსასვლელი პერანგი – რუხი (წყლისფერი) გრძელმკლავიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი , ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. 3. სპორტული პერანგი – რუხი (წყლისფერი) მოკლემკლავიანი სპორტული პერანგი გახსნილი საყელოთი, ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. ყოველდღიური პერანგი                გამოსასვლელი პერანგი       სპორტული პერანგი პლანშეტი №6 ლურჯი მოკლე ქურთუკი, ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.                    ქურთუკი პლანშეტი №7 ზამთრის გამოსასვლელი ფორმა – მუქი რუხი შარვალი, მუქი რუხი მოკლე პალტო, მუქი რუხი წინაფრიანი ქუდი, რუხი (წყლისფერი) პერანგი, შავი ჰალსტუხი; ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. ზამთრის გამოსასვლელი ფორმა პლანშეტი №8 1. ყოველდღიური ფორმა – ლურჯი შარვალი, ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი), ლურჯი ქუდი (ბერეტი) , რუხი (წყლისფერი) პერანგი; შავი ჰალტუხი, ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. 2. გამოსასვლელი ფორმა – მუქი რუხი ქვედა კაბა , მუქი რუხი პიჯაკი (ფრენჩი), მუქი რუხი წინაფრიანი ქუდი , რუხი (წყლისფერი) პერანგი, მუქი რუხი ჰალსტუხი; ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.  ყოველდღიური ფორმა                             გამოსასვლელი ფორმა პლანშეტი №9 1. ყოველდღიური პერანგი – რუხი (წყლისფერი) მოკლემკლავიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი , ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. 2. გამოსასვლელი პერანგი – რუხი (წყლისფერი) გრძელმკლავიანი პერანგი, მუქი რუხი ჰალსტუხი , ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.  ყოველდღიური პერანგი                                                              გამოსასვლელი პერანგი პლანშეტი №10 ზამთრის ფორმა – ლურჯი ქვედა კაბა , ლურჯი მოკლე პალტო, ლურჯი ქუდი (ბერეტი) , რუხი (წყლისფერი) პერანგი, შავი ჰალსტუხი; ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.        ზამთრის ფორმა პლანშეტი №11 1. ყოველდღიური- გამოსასვლელი ფორმა – ლურჯი შარვალი, ლურჯი კეპი, ლურჯი მოკლე ქურთუკი, რუხი (წყლისფერი) პერანგი, შავი ჰალსტუხი; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. 2. ყოველდღიური- გამოსასვლელი ფორმა – ლურჯი შარვალი, ლურჯი კეპი, რუხი (წყლისფერი) გრძელმკლავიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. 3. ყოველდღიური- გამოსასვლელი ფორმა – ლურჯი შარვალი, ლურჯი კეპი, რუხი (წყლისფერი) მოკლემკლავიანი პერანგი გახსნილი საყელოთი ; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.                                      3 პლანშეტი №12 1. ყოველდღიური- გამოსასვლელი ფორმა – ლურჯი შარვალი, ლურჯი კეპი, რუხი (წყლისფერი) პერანგი, შავი ჰალსტუხი; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. 2. ყოველდღიური გამოსასვლელი ფორმა – ლურჯი ქვედა კაბა, ლურჯი კეპი, ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი), რუხი (წყლისფერი) პერანგი, შავი ჰალსტუხი; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. 3. ყოველდღიური- გამოსასვლელი ფორმა – ლურჯი შარვალი, ლურჯი კეპი, ლურჯი მოკლე ქურთუკი, რუხი (წყლისფერი) პერანგი, შავი ჰალსტუხი; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.  1                                                    2             3 პლანშეტი №13 1. საველე ფორმა – დამცავი ფერის (კომუფლირებული) კეპი, დამცავი ფერის (კომუფლირებული) ქურთუკი, დამცავი ფერის (კომუფლირებული) შარვალი, შავი მაისური; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. 2. საველე ფორმა – შავი კეპი, შავი ქურთუკი, შავი შარვალი, შავი მაისური; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. 3 . საველე ფორმა – დამცავი ფერის (კომუფლირებული) კეპი, დამცავი ფერის (კომუფლირებული) შარვალი, დამცავი ფერის (კომუფლირებული) მოკლემკლავიანი მაისური; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. 4 . საველე ფორმა – შავი კეპი, შავი შარვალი, შავი მოკლემკლავიანი მაისური; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.        1                       2                3           4 პლანშეტი №14 1. გენერლის ქუდის ემბლემა (კოკარდა) – ვაზის წნულის ოქროსფერი ორნამენტი. სტილიზებული ვარსკვლავი წითელ და ოქროს ფერებში. 2. გენერლის ქუდის წინაფრის ორნამენტი. 3. გენერლის ქუდი. 4 . ოფიცრის ქუდის ემბლემა (კოკარდა) – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ემბლემა . 5. ოფიცრის ქუდი. 6 . რიგითის ქუდის ემბლემა – მართკუთხა ყვითელკანტიან შავ ფონზე ოქროსფერი სტილიზებული წარწერა: ,,სად”. გენერლის ქუდის ემბლემა (კოკარდა)                გენერლის ქუდის წინაფრის ორნამენტი                         გენერლის ქუდი                                                        ოფიცრის ქუდის ემბლემა         ოფიცრის ქუდი                                                         რიგითის ქუდის ემბლემა პლანშეტი №15 1. იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტით, ერთი ვარსკვლავით. 2. იუსტიციის გენერალ-მაიორის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტით, ორი ვარსკვლავით. 3. იუსტიციის პოლკოვნიკის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტით, სამი ვარსკვლავით (მცირე). 4. იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტით, ორი ვარსკვლავით (მცირე). 5. იუსტიციის მაიორის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტით, ერთი დიდი ვარსკვლავით. 6. იუსტიციის კაპიტნის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ოთხი ოქროსფერი ვარსკვლავით (მცირე). 7. იუსტიციის უფროსი ლეიტენანტის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) სამი ოქროსფერი ვარსკვლავით (მცირე). 8. იუსტიციის ლეიტენანტის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ორი ოქროსფერი ვარსკვლავით (მცირე). 9. იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ერთი ოქროსფერი ვარსკვლავით (მცირე). 10. იუსტიციის ზემდეგის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ერთი ოქროსფერი ფართო ზოლით. 11. იუსტიციის უფროსი სერჟანტის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) სამი ოქროსფერი ზოლით (მცირე). 12. იუსტიციის სერჟანტის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ორი ოქროსფერი ზოლით (მცირე). 13. იუსტიციის უმცროსი სერჟანტის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი) ერთი ოქროსფერი ზოლით (მცირე). 14. იუსტიციის რიგითის სამხრე – შავი სამხრე (მანჟეტი). იუსტიციის                        იუსტიციის გენერალ-მაიორი                გენერალ-ლეიტენანტი          იუსტიციის მაიორი           იუსტიციის                 იუსტიციის პოლკოვნიკი                                           ვიცე-პოლკოვნიკი იუსტიციის                        იუსტიციის                 იუსტიციის                  იუსტიციის კაპიტანი უმცროსი ლეიტენანტი     ლეიტენანტი              უფროსი ლეიტენანტი  იუსტიციის               იუსტიციის             იუსტიციის          იუსტიციის                 იუსტიციის  რიგითი                 უმცროსი სერჟანტი     სერჟანტი              უფროსი სერჟანტი     ზემდეგი პლანშეტი №16 1. სამკლავური ემბლემა – კვადრატის ფორმის მწვანე ოთხკუთხედში გამოსახულია სტილიზებული ვერცხლისფერი ორნამენტი. მწვანე ველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ემბლემის დეტალი – საბრძოლველად შემართული ვერცხლისფერი ლომი. 2. გენერლის ღილკილო – ვაზის წნულის ოქროსფერი ორნამენტით, ოქროსფერი წარწერით : ,,სად“ . 3. ქამრის ბალთა – ოქროსფერი წარწერით: ,,სად”. 4. ჰალსტუხის სამაგრი. 5. ღილები – ოქროსფერი; ვერცხლისფერი; 6. ავტომანქანის ემბლემა – მწვანე წარწერა: ,,სად”. სამკლავური ემბლემა                              გენერლის ღილკილო               ქამრის ბალთა                                                        ჰალსტუხის სამაგრი                                                        ღილები                                ავტომანქანის ემბლემა