„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 მაისის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1 86/ნ
2012 წლის 11სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 მაისის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 მაისის №89/ნ ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 08/05/2012, 010320020.22.022.016355) დამტკიცებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;”
ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ”
გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, მისი თანამშრომლების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ წინადადებების მინისტრისათვის წარდგენა;”
დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ჩაატაროს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინსპექტირება, მოამზადოს ინსპექტირების დასკვნა და წარუდგინოს მინისტრს;”
ე) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“, ”ლ”, ”მ” და ”ნ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს მითითება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებს, სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს, სამინისტროს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დაიცვან სამართლებრივი აქტების მოთხოვნები;
ლ) მინისტრს წარუდგინოს წინადადება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირების, სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, მათი თანამშრომლების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
მ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებს, სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს, სამინისტროს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართოს წარდგინებით სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტების და ხარვეზების გამოსწორების, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე;
ნ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს წარუდგინოს მოთხოვნა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების შესახებ;”
ვ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში დეპარტამენტის მოსამსახურეები საშვგამტარი ან სხვა შემზღუდავი რეჟიმის გვერდის ავლით დაუყოვნებლივ შევიდნენ სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში;”
ზ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის, სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების, სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პასუხისმგებელია დეპარტამენტის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულებასა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეპარტამენტში სრულყოფილი ანგარიშისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენაზე. ”
თ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინსპექტირების ჩატარების, შეწყვეტის, შეჩერების, გაგრძელების გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.”
ი) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები/თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ დეპარტამენტს ინფორმაცია კანონდარღვევის იმ ფაქტების შესახებ, რომელთა განხილვა დეპარტამენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება. ”
კ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინსპექტირების დასკვნა ეგზავნება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, ტერიტორიულ ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, სამინისტროს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც ჩატარდა ინსპექტირება.”
ლ) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების, სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ინსპექტირების დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულებასა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეპარტამენტში სრულყოფილი ანგარიშისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენაზე. ”
მ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;”
ნ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების გამოვლენა;”
ო) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულება
დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე, რაც განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.”
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ.დეკანოიძე