“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №162
2012 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებ ით (სსმ, ვებგვერდი, 13.07.2012 წ., 040030000.22.027.016330) დამტკიცებულ ი დებულე ბის მე-2 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ზუგდიდის, თელავის, გურჯაანის, ოზურგეთის, ფოთის, ახალციხის, მესტიის, რუსთავის და მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
8. ახალქალაქის, ბოლნისის, მცხეთის, ნინოწმინდის, გორის, ხელვაჩაურის, აბაშის, ადიგენის, ასპინძის, ახმეტის, ბორჯომის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, თეთრიწყაროს, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, მარტვილის, საგარეჯოს, სენაკის, სიღნაღის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, წალკის, ხაშურის, ხობის, ქობულეთის, ქედის, ხულოს, შუახევის, ამბროლაურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, ლენტეხის, ონის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ცაგერის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
ზ. ადეიშვილი