„საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO) შორის UNESCO–სა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარების შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 21.09.2012
ძალაში შესვლა 21.08.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №205/20
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016110
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/09/2012
დამატებითი მეტამონაცემები (13)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის სახელით 9ხელმოწერილია) |
| საქმიანობები | იხილეთ პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის დეტალური აღწერა |
| საქმიანობა | თანხა აშშ დოლარებში |
| E. მენეჯმენტის სფეროში უნარ-ჩვევების განმტკიცება | 7,500 |
| მუზეუმთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, მათ შორის ადმინისტრაციული. | 30,000 |
| UNESCO-ს და ექსპერტთა მონიტორინგის/ შეფასებითი მისიები | 8,000 |
| UNESCO-ს შტაბ-ბინის მიერ უზრუნველყოფილი ზედამხედველობა/კოორდინაცია, მენეჯმენტი და ადმინისტრაცია | 105,000 |
| ბიუჯეტის კომპონენტი | რაოდენობა |
| 10’ UNESCO-ს პერსონალის მონიტორინგის/შეფასებითი მისიები (2 პირი 1 წელს/1 პირი მე-2 და მე-3 წელს) | 1 |
| სულ ბიუჯეტი | 429,739 |
| დაფინანსების წყარო | თანხა აშშ დოლარებში |
| UNESCO/ნორვეგიის სატრასტო ფონდი | 100 |
| სულ, ოპერაციული ხარჯების ჩათვლით | 429,739 |
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO) შორის UNESCO–სა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარების შესახებ“ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO) შორის და საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და UNESCO–ს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარების შესახებ
ვინაიდან საქართველოს მთავრობამ (შემდგომში წოდებული, როგორც „მთავრობა”) მოითხოვა დახმარება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისაგან (შემდგომში წოდებული, როგორც “UNESCO”) პროექტისათვის – „გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული ღია ცის ქვეშ მუზეუმის აღდგენისა და რეაბილიტაციის პროგრამა: მოძრავი ობიექტების კოლექციის კონსერვაცია და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერაბა: ფაზა III;
ვინაიდან UNESCO-ს გენერალური დირექტორი გენერალური კონფერენციის მიერ უფლებამოსილია დონორებისაგან მიიღოს სახსრები იმ საქმიანობების განხორციელების მიზნისათვის, რომლებიც შესაბამისობაშია ორგანიზაციის მიზნებთან, პოლიტიკასთან და საქმიანობებთან;
ვინაიდან UNESCO-სთან დადებული შეთანხმების საფუძველზე, ნორვეგიის მთავრობა UNESCO-ს გამოუყოფს ფულად სახსრებს იმისათვის, რომ UNESCO-მ შეძლოს მთავრობის დახმარება წინამდებარე შეთანხმების დანართში მოცემული პროექტის განხორციელებაში;
ამიტომ, მთავრობა და UNESCO თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი I
მიზანი და აღწერა
1. პროექტის მთავარი მიზნებია:
i) ხალხური რეწვის პროგრამის გაძლიერება და გაფართოება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში რეწვის და საგანმანათლებლო საქმიანობის სფეროში ახალი ეროვნული სტანდარტების დანერგვას;
ii) საზოგადოებრივ-პროპაგანდისტული პროგრამების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საგანმანათლებლო სტრატეგიების განხორციელებას;
iii) მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების დაცვა;
iv) მუზეუმში პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება ობიექტების კონსერვაციის, კოლექციების მართვის, გამოფენების ორგანიზების, მენეჯმენტისა და ადმინისტრაციის სფეროში;
V) მუზეუმის პროფილის პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე, ასევე მისი კოლექციების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ელექტრონული საინვენტარიზაციო რეესტრის და პერმანენტული გამოფენის საშუალებით.
2. პროექტის დეტალური აღწერილობა, შესაბამისი ბიუჯეტის განაწილების ჩათვლით, თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას.
მუხლი II
მთავრობის ვალდებულებები
მთავრობამ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს პროექტისათვის სათანადო დახმარების გაწევა, კერძოდ:
ა) დანიშნოს ეროვნულ დონეზე პროექტის მენეჯერი საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომელიც ეროვნულ დონეზე უზრუნველყოფს პროექტის საერთო მეთვალყურეობას და სამუშაოს კოორდინაციას ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოსთან (ICOMOS), საქართველოსა და UNESCO-სთან კონსულტაციების მეშვეობით;
ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა და, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ექსპერტების მისიების ორგანიზების მხარდაჭერისა და მატერიალური პირობების უზრუნველყოფის ჩათვლით და პროექტს სათანადო დახმარება გაუწიოს ისეთ საქმეში, როგორიცაა: ხის რესტავრაციის საამქროსათვის სივრცის გამოყოფა, საოფისე ფართითა და შეხვედრების/ტრენინგების ოთახებით უზრუნველყოფა, ხის რესტავრაციისა და კონსერვაციისათვის შესაფერისი პირობების შექმნა, კომპიუტერული, აუდიო-ვიზუალური აპარატურისა და აღჭურვილობის შესანახი ოთახების გამოყოფა, მათი შენახვა, მოვლა და ა.შ., პროექტის დამხმარე პერსონალით, ერთჯერადი გამოყენების აღჭურვილობით, მასალებითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, ასევე სხვა ინსტიტუციონალური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, რომლებიც არ შედის UNESCO-ს დახმარებაში;
გ) უზრუნველყოს მონიტორინგისა და პერიოდული შეფასების განხორციელება სამუშაო გეგმის შესაბამისად.
მუხლი III
UNESCO-ს ვალდებულებები
1. პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში და 429.739 აშშ-ის დოლარით განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში (პროგრამის მხარდაჭერის ხარჯის 13%-ის ჩათვლით), როგორც ეს არის მოცემული წინამდებარე შეთანხმების დანართში, UNESCO-მ უნდა:
ა) უზრუნველყოს ექსპერტების მომსახურებით, რაც წინამდებარე შეთანხმების დანართით არის გათვალისწინებული;
ბ) მოამარაგოს აღჭურვილობით და მასალებით როგორც ხელმისაწვდომია, როგორც ეს არის წარმოდგენილი წინამდებარე შეთანხმების დანართში;
გ) მოამზადოს საკონტრაქტო პირობები პროექტის განხორციელებისათვის და მონიტორინგისათვის;
დ) უზრუნველყოს მონიტორინგი პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
ე) უზრუნველყოს სხვა ტექნიკური და ადმინისტრაციული მხარდაჭერით, რაც აუცილებელია პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული UNESCO-ს დახმარება დამოკიდებულია ნორვეგიის მთავრობისაგან ფულადი სახსრების მიღებაზე და UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებაზე და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს UNESCO-ს წესების, ნორმების და პროცედურების შესაბამისად.
3. ამ შეთანხმების შესაბამისად, მთავრობის მიერ გამოუყენებელი UNESCO-ს ნებისმიერი ფულადი სახსრები და პროექტის დასრულებისას ან შეწყვეტისას დარჩენილი დაუხარჯავი ფულადი სახსრები, UNESCO-ს ხელთ არსებული სარეზერვო ფონდებთან ერთად უკან დაუბრუნდეს ნორვეგიის მთავრობას.
მუხლი IV
აღჭურვილობა, მასალები და მარაგი
1. ამ შეთანხმების შესაბამისად მოწოდებული ყველა აღჭურვილობა, მასალები და მარაგი ექსკლუზიურად უნდა იქნეს განკუთვნილი პროექტის განხორციელებისათვის. მრავალჯერადი გამოყენების აღჭურვილობა, რომლის ღირებულებაც აღემატება 1000 აშშ დოლარს რჩება UNESCO-ს საკუთრებაში და შეტანილი უნდა იქნეს აღნიშნული პროექტის ინვენტარის რეესტრში. პროექტის შეწყვეტისას, UNESCO-მ ნორვეგიის მთავრობასთან კონსულტაციით, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ აღჭურვილობაზე ოფიციალური უფლების გადაცემაზე. უფლება სხვა დანარჩენ აღჭურვილობაზე, მასალებსა და მარაგზე მიიჩნევა გადაცემულად მთავრობისათვის, როდესაც ისინი მიტანილი იქნება პროექტის განხორციელებისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილ ადგილას.
2. UNESCO-ს მიერ მასალებისა და მარაგის სახით გაწეული დახმარების შემთხვევაში, მთავრობამ UNESCO-ს ექსპერტებთან კონსულტაციებით, უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა იმისათვის, რომ უზრუნველყოს და დაფაროს მათი იმპორტირების, მიღების, ტრანსპორტირების, დამუშავების და შემოსვლის პორტიდან პროექტის განხორციელებისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილ ადგილზე მიტანის შემდეგ, მათი უსაფრთხო შენახვის, მომსახურების და დაზღვევის და, საჭიროების შემთხვევაში, მათი დამონტაჟების, აგების და შეცვლის ხარჯები.
მუხლი V
სხვა პირობები
1. UNESCO-ს მიერ დახმარების გაწევა მთავრობას ხელს არ უნდა უშლიდეს მიიღოს დამატებითი დახმარება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა სპეციალიზებული დაწესებულებებისგან, ორმხრივი პროგრამებისა და კერძო ფონდებისაგან.
2. მთავრობამ UNESCO-ს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ამგვარი დახმარების მოთხოვნის ან მიღების შესახებ.
მუხლი VI
ინფორმაცია და მოხსენებები
1. მთავრობამ UNESCO-ს უნდა მიაწოდოს იმგვარი ინფორმაცია, რომელიც UNESCO-მ შესაძლოა მოითხოვოს პროექტთან დაკავშირებით.
2. ზემოთ ხსენებული დებულების შეუზღუდავად, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არის პროექტის აღმასრულებელი, ყოველ ექვს თვეში უნდა წარმოადგინოს მიმდინარეობის შესახებ ანგარიში, რომელიც შეიცავს ფინანსურ ანგარიშგებას, ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოს მონაცემებს და მომდევნო პერიოდისათვის დაგეგმილი სამუშაოს დეტალებს.
3. პროექტის განხორციელების არსის, ხარისხისა და მოცულობის შემოწმების და დადასტურების მიზნით, მთავრობამ UNESCO-სა და მის მიერ დანიშნული წარმომადგენლებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს პროექტის განხორციელების ადგილი და ნებისმიერი სათანადო ფინანსური აღრიცხვები და დოკუმენტაცია. აღნიშნული აღრიცხვები და დოკუმენტები მთავრობამ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს UNESCO-სათვის და უზრუნველყოს მათი შენახვა პროექტის დასრულებიდან და შეწყვეტიდან სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში მაინც.
მუხლი VII
პრივილეგიები და იმუნიტეტები
1. მთავრობამ UNESCO-ს, მისი ქონების, ფონდების და აქტივების და მისი ოფიციალური პირებისა და მისი ექსპერტების მიმართ, რომლებიც მსახურობენ მისი სახელით, უნდა გამოიყენოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული დაწესებულებების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენციის და მისი IV დანართის დებულებები. მხედველობაში მიიღება, კონკრეტულად ის, რომ UNESCO-ს და მისი ოფიციალური პირებისა და მისი ექსპერტებისათვის, რომლებიც მსახურობენ მისი სახელით ამ პროექტთან დაკავშირებით, მათი მოქალაქეობის მიუხედავად, არ უნდა იქნეს დაწესებული რაიმე შეზღუდვა საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე, დროებით ყოფნაზე და დატოვებაზე.
2. ამ შეთანხმების ფარგლებში საქონლის მიმართ ნებისმიერი სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისათვის საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან, მოსაკრებლებისაგან, საფასურისაგან და სხვა სახის და გადასახდელებისაგან.
3. მთავრობამ უნდა მიიღოს იმგვარი ზომები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელებას და UNESCO-ს და მისი ოფიციალური პირებისა და მისი ექსპერტების მიმართ, რომლებიც მსახურობენ მისი სახელით, უნდა შეუქმნას პირობები, რაც აუცილებელია შეთანხმების სწრაფი და ეფექტური შესრულებისათვის. კერძოდ, მან უნდა მიანიჭოს შემდეგი უფლებები და პირობები:
ა) სამუშაო ადგილზე შესვლის და გავლის ყველა აუცილებელი უფლება, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით;
გ) წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული აღჭურვილობის, მასალების და მარაგის შემოტანის და მათი შემდგომი გატანის აუცილებელი ნებართვები;
დ) ნებისმიერი ნებართვები, რომლებიც აუცილებელია იმ ქონების შემოტანისათვის, რომლებიც არის UNESCO-ს და მისი ოფიციალური პირებისა და მისი ექსპერტების კუთვნილება, რომლებიც მსახურობენ მისი სახელით და განკუთვნილია მათი პირადი გამოყენებისათვის ან მოხმარებისათვის და ამ ქონების შემდგომი გატანისათვის.
4. მთავრობა ვალდებულია მოაგვაროს ნებისმიერი დავა, რომელიც შესაძლოა მესამე მხარის მიერ იქნეს წარმოებული UNESCO-ს, მისი ქონების და მისი ოფიციალური პირებისა და მისი ექსპერტების მიმართ, რომლებიც მსახურობენ UNESCO-ს სახელით და უნდა უზრუნველყოს, რომ UNESCO, მისი ქონება, მისი ოფიციალური პირები და მისი ექსპერტები, რომლებიც მსახურობენ UNESCO-ს სახელით, უვნებელი იყოს ნებისმიერი დავის ან ვალდებულებების შემთხვევაში, რომლებიც გამოწვეულია წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის შედეგად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც UNESCO და მთავრობა თანხმდება, რომ ეს დავები და ვალდებულებები წარმოიშვა ამ ოფიციალური პირებისა და ექსპერტების გაუფრთხილებლობით ან განზრახი ქმედებით.
მუხლი VIII
დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როცა UNESCO მთავრობის მხრიდან მიიღებს შეტყობინებას მისი ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუკი ნორვეგიის მთავრობა არ გამოყოფს ფულად სახსრებს, UNESCO დროულად შეატყობინებს საქართველოს მთავრობას აღნიშნულის შესახებ და წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას პროექტიდან გამოსვლისა და შეთანხმების შეწყვეტის გრაფიკს.
3. წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
4. წინამდებარე შეთანხმება შეიძლება შეწყვეტილ იქნეს UNESCO-ს ან მთავრობის მიერ მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინებით და შეწყდება ამგვარი შეტყობინების მიღებიდან ოთხმოცდაათი (90) დღის შემდეგ, იმ პირობით, რომ ამ შეწყვეტამ გავლენა არ უნდა იქონიოს წინამდებარე შეთანხმების მიხედვით მხარეების ვალდებულებებზე, რომლებიც ამ შეწყვეტამდე კეთილსინდისიერად არის ნაკისრი რომელიმე მათგანის მიერ.
5. წინამდებარე შეთანხმება რჩება ძალაში ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვადის გასვლის ან შეწყვეტის შემდეგ იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია UNESCO-ს პერსონალის გაყვანისათვის, ფონდების და ქონების გატანისათვის და მხარეებს შორის ანგარიშსწორებისათვის.
შესრულებულია 2011 წლის 15 ივლისს, ქ. პარიზში , ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის სახელით
9ხელმოწერილია)
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია
ნაწილი I - ძირითადი ინფორმაცია
1.1. სათაური: გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული ღია ცის ქვეშ მუზეუმის აღდგენისა და რეაბილიტაციის პროგრამა: მოძრავი ობიექტების კოლექციის კონსერვაცია და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება: ფაზა III
1.2. როექტის ხანგრძლივობა: 36 თვე
1.3. დაფინანსების წყარო: ნორვეგია
1.4. ბიუჯეტი: 429,739 აშშ დოლარი (13% პროგრამის ოპერაციული ხარჯების ჩათვლით)
1.5. პასუხისმგებელი ორგანო: კულტურის სექტორი/მუზეუმებისა და კულტურის ობიექტების განყოფილება
1.6. პროექტის ოფიცრის სახელი: სუზან ოგი, მუზეუმებისა და კულტურის ობიექტების განყოფილება, UNESCO-ს შტაბ-ბინა
1.7. პარტნიორები (გარეშე და გაეროს ფარგლებში):
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია: რესტავრაციისა და არქიტექტურის ფაკულტეტი
ICOMOS საქართველო
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი
მაიჰაუგენის მუზეუმი (ლილეჰამერი, ნორვეგია)
სურათი 1: გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ტრადიციული საცხოვრებლის ინტერიერი.
ნაწილი II. ზოგადი ხასიათის მონაცემები და დასაბუთება
2.1. ზოგადი ხასიათის მონაცემები/კონტექსტი
წინამდებარე წინადადება ასახავს UNESCO/ნორვეგიის ტრასტ ფონდის პროექტის „გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული ღია ცის ქვეშ მუზეუმის აღდგენა და რეაბილიტაცია” მესამე ფაზას (შემდგომში _ მუზეუმი ან OAM). პროექტი, რომლის განხორციელებაც ამჟამად მეორე ფაზაშია, ფოკუსირებული იყო შემდეგ სფეროებზე: მუზეუმში არსებული ტრადიციული საცხოვრებლების დაცვა; ქართველ სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლება ხის არქიტექტურის რესტავრაციისა და კონსერვაციის სფეროში; მუზეუმის კოლექციების ინვენტარიზაცია და ხალხური რეწვის პროგრამის შემუშავება. ICOMOS საქართველო, რომელიც კონსერვაციის საკითხებში პროექტის მთავარი ეროვნული პარტნიორია, პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობისას პასუხისმგებელი იყო ტრადიციული საცხოვრებლების დოკუმენტურ აღრიცხვაზე, ასევე გამაგრებით და სარესტავრაციო სამუშაოებზე. საერთაშორისო დონეზე, პროექტს ჰყავდა ორი ნორვეგიელი პარტნიორი: მაიჰაუგენის მუზეუმი ქ. ლილეჰამერში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ხალხური რეწვის პროგრამის შემუშავებაში და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი (შემდგომში მოიხსენიება ნორვეგიული სახელით Riksantikvaren), რომელმაც უზრუნველყო ექსპერტთა კვალიფიციური მომსახურება პროექტის ფარგლებში განხორციელებულ კონსერვაციის ღონისძიებებში.
პროექტის როგორც პირველი (2006/2007), ისე მეორე (2007/2009) ფაზის განხორციელებაში Riksantikvaren-ის მონაწილეობა გამოიხატა შემდეგში: კონსერვაციის სფეროში ნორვეგიული გამოცდილების გაზიარება, ქართველი რეწვის ოსტატებისა და კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობის მიცემა, UNESCO/ნორვეგიის ტრასტ ფონდის მიერ გამოყოფილი სახსრების გარდა, მუზეუმში დაცული საცხოვრებლებისთვის დამატებითი სარესტავრაციო სამუშაოების დაფინანსება. აღნიშნული მონაწილეობის შედეგად 2008 წელს დამყარდა ორმხრივი თანამშრომლობა ერთის მხრივ Riksantikvaren-ს, ხოლო მეორეს მხრივ OAM-ს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს (რომელიც უზრუნველყოფს OAM-ის ადმინისტრირებას) და ICOMOS საქართველოს შორის.
პროექტის მეორე ფაზის დასრულება ნავარაუდევია 2009 წლის სექტემბერში. Riksantikvaren-ს განზრახული აქვს გააგრძელოს OAM-თან თანამშრომლობა 2009 წლის განმავლობაში და შესაძლოა შემდგომაც, მუზეუმში დაცული საცხოვრებლების კონსერვაციისა და ხის არქიტექტურის რესტავრაციის სფეროში ქართველ სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. აღნიშნული თანამშრომლობის გარდა, პროგრამის II ფაზის მიმდინარეობისას OAM-სა და ლილეჰამერში მაიჰაუგენის მუზეუმს შორის დამყარებულმა პარტნიორობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მუზეუმის ფარგლებში ხალხური რეწვის პროგრამის განვითარებას. პროექტის III ფაზის განმავლობაში დაგეგმილია აღნიშნული პარტნიორობის გაფართოება, რაც OAM-ს მენეჯმენტის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
2008 წლის მაისში, UNESCO-ს ოფიცერმა, რომელიც პასუხისმგებელია პროგრამის I და II ფაზების განხორციელებაზე, შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ოსლოში. შეხვედრაზე განიხილეს OAM-ისთვის პროგრამის გაგრძელების შესაძლებლობები. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა ინტერესი III ფაზის შესახებ წინადადების მიღებასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ Riksantikvaren-ი მომავალი წლის განმავლობაში დაკავებული იქნება იმ თანხების მოზიდვით, რომლებიც მუზეუმის არქიტექტურული სტრუქტურების კონსერვაციას მოხმარდება, UNESCO-ს წინადადებით, პროექტის მესამე ფაზის მიმდინარეობისას, აქცენტი უნდა გაკეთდეს გარკვეული სახის მიმდინარე ღონისძიებებზე და ასევე ახალ ღონისძიებებზე ისეთ სფეროებში, რომლებიც უზრუნველყოფს ინსტიტუციონალური მდგრადობის უფრო მაღალ ხარისხს.
აქედან გამომდინარე, აღნიშნული წინადადების ამოსავალ წერტილს წარმოადგენს უფრო მდგრად ინსტიტუტად ჩამოყალიბების მიზნით მუზეუმისთვის დახმარების გაწევა, რაც ითვალისწინებს იმ ღონისძიებათა განხორციელებას, რომელიც განისაზღვრა OAM-ის მმართველებთან და საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტის კოორდინატორთან ხანგრძლივი კონსულტაციების საფუძველზე. ქვემოთ მოცემული სიის პირველი ორი პუნქტი განხორციელდა II ფაზის ფარგლებში:
i) ხალხური რეწვის პროგრამის შემუშავების პროცესის გაგრძელება, ხუროებისა და ქვისმთლელებისთვის სასწავლო პროგრამის გაფართოება და იმ საზოგადოებრივ-პროპაგანდისტული და საგანმანათლებლო ღონისძიებების განსაზღვრა, რომელთა სამიზნეს წარმოადგენს რეგიონებში სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობა და განსაკუთრებით საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალი პირები;
ii)პროექტის I და II ფაზების ფარგლებში შექმნილი ელექტრონული ინვენტარიზაციის პროგრამის შემდგომი სრულყოფა მუზეუმის კოლექციებისა და ტრადიციული რეწვის პროდუქციის აღრიცხვის მიზნით;
iii) მუზეუმში დაცული მოძრავი ეთნოგრაფიული ობიექტების იმ კოლექციების კონსერვაცია, რომელთა მდგომარეობა სავალალოა;
iv) კოლექციების მენეჯმენტისა და გამოფენების ორგანიზების უნარ-ჩვევების სრულყოფა;
v) მუზეუმის ყოვლისმომცველი მენეჯმენტის შესაძლებლობათა გაუმჯობესება.
პროექტის მეორე ფაზა მესამე ფაზას 5 თვის განმავლობაში გადაფარავს (ეს გამოწვეულია იმით, რომ პროექტის II ფაზა გახანგრძლივდა 2008 წლის დეკემბრიდან 2009 წლის სექტემბრამდე, რაც დამტკიცდა დონორის მიერ, UNESCO/ნორვეგიის ტრასტ ფონდის ფარგლებში კულტურული პროექტების ყოელწლიური განხილვის მიზნით 2008 წლის 4 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე). შექმნილი მდგომარეობა პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის უწყვეტად გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა.
უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს 2008 წლის ნოემბერში დონორისთვის წარდგენილი წინადადების შესწორებულ ვერსიას, რომელიც დამტკიცებულ იქნა დონორის მიერ 2008 წლის დეკემბერში. წინადადებით გათვალისწინებული თავდაპირველი ბიუჯეტი შეადგენდა 658,451 აშშ დოლარს. დონორის მოთხოვნით, პროექტის ბიუჯეტი შემცირდა და შეადგინა წელიწადში სულ 1,000,000 ნორვეგიული კრონა (2008/2009/2010). მიუხედავად დაფინანსების შეკვეცისა, UNESCO-ს პროექტის მენეჯერმა და საქართველოში პროექტის ეროვნულმა კოორდინატორმა გადაწყვიტეს შეენარჩუნებინათ თავდაპირველ წინადადებაში შეტანილი პროექტის ამოცანები და ყველა ძირითადი კომპონენტი, მხედველობაში მიიღეს რა დაგეგმილი საქმიანობის კომპლექსური ხასიათი და თითოეული ღონისძიების მნიშვნელობა მუზეუმის მდგრადი განვითარებისთვის. დაფინანსების შემცირების კვალდაკვალ, აუცილებელი გახდა დაგეგმილი საქმიანობის ინტენსიურობის შეზღუდვაც (მაგალითად, შეიკვეცა ექსპერტთა მისიების შემადგენლობა და მათი მივლინების ხანგრძლივობა). გარემოებათა გამო, საჭირო გახდა პროექტის კიდევ ერთი კომპონენტის გაუქმება, კერძოდ, მუზეუმის პერსონალისთვის საზღვარგარეთ საერთაშორისო სასწავლო მივლინებები/სტაჟირებები. მიუხედავად ამისა, UNESCO მიესალმება მუზეუმის ძალისხმევას მოიპოვოს დამოუკიდებელი სახსრები/სტიპენდიები და ამ მიზნით მიაწვდის მას საჭირო კოორდინატებს მთელი პროექტის განმავლობაში.
2.2. მიზნები
i) ხალხური რეწვის პროგრამის გაძლიერება და გაფართოება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში რეწვის და საგანმანათლებლო საქმიანობის სფეროში ახალი ეროვნული სტანდარტების დანერგვას;
ii) საზოგადოებრივ-პროპაგანდისტული პროგრამების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საგანმანათლებლო სტრატეგიების განხორციელებას;
მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების დაცვა;
მუზეუმის პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება ობიექტების კონსერვაციის, კოლექციების მართვის, გამოფენების ორგანიზების, მენეჯმენტისა და ადმინისტრაციის სფეროში;
მუზეუმის პროფილის პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე, ასევე მისი კოლექციების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ელექტრონული საინვენტარიზაციო რეესტრის და პერმანენტული გამოფენის საშუალებით.
2.3. პროექტის დასაბუთება
A) ხალხური რეწვის პროგრამის განვითარება.
მუზეუმის ხალხური რეწვის პროგრამა ითვალისწინებს მნიშვნელოვან სტრუქტურას თაობებს შორის ხალხური რეწვის უნარ-ჩვევების გაზიარებისა და საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო და პროპაგანდისტული საქმიანობის განვითარების მიზნით. ეს სრულიად ახალი პროგრამა ვითარდება მაიჰაუგენის მუზეუმისა და ნორვეგიის ხალხური რეწვის კავშირის მხარდაჭერით. მიუხედავად ამისა, უფრო მნიშვნელოვანი დახმარებაა საჭირო, რათა შემუშავდეს ხალხური რეწვის ოსტატების ტრეინინგის მექანიზმები და საქართველოს რეგიონებში დაინერგოს შემოსავლის მომტან ხელობათა შესწავლის პროგრამები. საქართველოში ხალხური რეწვის ოსტატების მოსამზადებელი ფორმალიზებული პროგრამების ნამდვილი ნაკლებობაა. ამასთან, არ არსებობს მუზეუმებთან დაკავშირებული ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს _ სადურგლო საქმის და ქვისმთლელობის ტრადიციული უნარ-ჩვევების შემდგომი თაობებისთვის გადაცემის პრაქტიკა. როგორც პროექტის I და II ფაზების მიმდინარეობისას აღინიშნა, არქიტექტურული მემკვიდრეობის კონსერვაციას მთავარ პრობლემას უქმნის არქიტექტურული ძეგლების რესტავრაციის სფეროში სათანადო კვალიფიკაციის არარსებობა. პროექტის II ფაზის ფარგლებში შემუშავებული ხალხური რეწვის პროგრამა და ხელობათა შესწავლის პროგრამა უნიკალური მნიშვნელობისაა და ქმნის საქართველოში ამ ორი სფეროს ფორმალიზების რეალურ შესაძლებლობას.
არსებობს შეთავაზება, რომ მესამე ფაზის ფარგლებში გამოყოფილ იქნეს დამატებითი სახსრები აღნიშნულ საქმიანობათა გაფართოების მიზნით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან (არქიტექტურის სკოლა) და განათლების სამინისტროს პროფესიული სასწავლებლებისა და პროფესიული სწავლების განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით. მუზეუმში ხალხური რეწვის პროგრამისა და ხელობათა შესწავლის პროგრამის მდგრად და ხანგრძლივ საფუძველზე დანერგვისა და საქართველოს კულტურის სექტორზე მისი ოპტიმალური ზემოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, პროექტის მთავარი მიზანია ეროვნულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან ურთიერთობათა ფორმალიზება და სამთავრობო სტრატეგიებში/პროგრამებში ჩართვა.
b) საინვენტარიზაციო რეესტრის შექმნა:
პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში შექმნილი საინვენტარიზაციო რეესტრი წარმოადგენს ნივთებისა და მუზეუმში დაცული საცხოვრებლების, და მათ აღდგენასა და რესტავრაციასთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკის (კერძოდ, სადურგლო საქმის, ქვისმთლელობის სფეროში არსებული ცოდნის; ხელსაწყოების, სხვ. და ასევე სახლების გამოყენების, არქიტექტურული მოტივების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის) დოკუმენტურად აღრიცხვის ინსტრუმენტს. აუცილებელია, რომ ამგვარი რეესტრი უზრუნველყოფდეს აღნიშნული მასალების დაწვრილებით აღრიცხვას და ხანგრძლივი დროით შენახვას. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ საინვენტარიზაციო რეესტრში შეტანილ იქნას ის მოძრავი ობიექტები, რომლებიც ამჟამად აღრიცხულია მხოლოდ ქაღალდის მოძველებულ სარეგისტრაციო წიგნებში, რაც ზრდის ამგვარი ნივთების უნებლიეთ დაკარგვის ან მოპარვის რისკს. აღნიშნული სრულ თანხვედრაშია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ამჟამად მოქმედ ეროვნულ სტრატეგიასთან, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ყველა ძეგლის ინვენტარიზაციას. რაც შეეხება ხალხური რეწვის პროგრამას, პროექტის ამოცანაა სამინისტროსთან კავშირების განმტკიცება საინვენტარიზაციო რეესტრის შექმნისა და ამ სფეროში გამოცდილების დაგროვების მიზნით.
C) მოძრავი ნივთების კოლექციის კონსერვაცია: შესაძლებლობათა გაძლიერება, შენახვა და უსაფრთხოება
მუზეუმში დაცულია მოძრავი ობიექტების ვრცელი კოლექცია. ეს კოლექცია მოიცავს ტრადიციულ ავეჯს, საოჯახო დანიშნულების ნივთებს, საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტებს და სხვა ნივთებს, რომელთაგან ბევრი წამოღებულია თავდაპირველი სახლიდან და ყველა მათგანი გვაწვდის მნიშვნელოვან ეთნოგრაფიულ ინფორმაციას შესაბამისი ეთნოგრაფიული რეგიონის კულტურისა და ყოფა-ცხოვრების შესახებ. ისევე როგორც მუზეუმში დაცული ბევრი საცხოვრებელი, ეს ობიექტებიც წამოღებულ იქნა საქართველოს იმ დასახლებებიდან, სადაც ტრადიციული ცხოვრების წესი დაკნინებულია ან ზოგ შემთხვევაში აღარ არსებობს საბჭოთა პერიოდში სამრეწველო განვითარების, მოდერნიზაციის, ასევე დღეს მიმდინარე გლობალიზაციისა და ურბანულ ცენტრებში მიგრაციის პროცესების შედეგად.
არსებობს კონსერვაციის საერთაშორისოდ დადგენილ სატანდარტულ უნარ-ჩვევებში მუზეუმის პერსონალის მომზადების აუცილებლობა. პროფესიონალიზმის დაბალი დონე იწვევს მთელ რიგ პრობლემებს, როგორიცაა გაუმართლებელი, თუმცა კეთილი განზრახვით განხორციელებული ქმედებები, რაც ობიექტების დაზიანებას იწვევს (გამოუსადეგარი ქიმიური ნივთიერებების, გაწმენდის და შენახვის არასწორი მეთიდების გამოყენება სხვ). არასწორად შენახვა წარმოშობს ნივთების მწერებისგან, მტვრისგან და კლიმატური პირობებისგან დაზიანების საფრთხეს. უსაფრთხოების არაადეკვატური საშუალებები ნივთების მოპარვის საშიშროებას ქმნის - ეს საფრთხე სულ უფრო მეტად მატულობს კულტურის ობიექტთა უკანონო ბაზრის ზრდის ფონზე. უსაფრთხოების საშუალებათა განახლების საჭიროებასთან ერთად, არსებობს მუზეუმის პერსონალის - როგორც მუზეუმის მმართველთა, ისე ზედამხედველთა უსაფრთხოების ახალ ზომებში მომზადების აუცილებლობა.
D) კოლექციის მენეჯმენტი/მოვლა-შენახვა და პერმანენტული გამოფენის დიზაინი/შექმნა:
კოლექციის მენეჯმენტი და მოვლა-შენახვა: აუცილებელია, რომ მუზეუმის მმართველებს კოლექციის მენეჯმენტის სფეროში ტრეინინგი ჩაუტარდეთ რესტავრაციის და კონსერვაციის საკითხებზე ტრეინინგის კურსის პარალელურად. კოლექციის მენეჯმენტის სფეროში არაკომპეტენტურობა და მოვლა-შენახვის ყოველდღიური უნარ-ჩვევების არქონა არა მხოლოდ კოლექციის არსებობას უქმნის საფრთხეს, არამედ აფერხებს კოლექციის შენახვის, მისი გამოყენებისა და პრეზენტაციის პოლიტიკის შემუშავებას, ასევე აღნიშნულ სფეროებში ახალგაზრდა პერსონალის მომზადებას. ამ საჭიროებათა შესრულების გარეშე, მუზეუმი ვერ შესძლებს პერმანენტული გამოფენის ორგანიზებას ან მის პროფესიონალურ დონეზე და ხანგრძლივად მოვლა-შენახვას, რამდენადაც ობიექტების სწორად გამოფენა უშუალოდ არის დამოკიდებული მათ მენეჯმენტსა და მოვლა-შენახვაზე.
პერმანენტული გამოფენის პროექტირება/ორგანიზება: ბოლო ათი წლის განმავლობაში, მუზეუმმა გამართა რამდენიმე დროებითი გამოფენა, რომელთა ექსპონანტების უმეტესობა მუზეუმის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ ჩატარებულ ღონისძიებებსა და ფესტივლებში იქნა გამოყენებული. პერმანენტული გამოფენის არარსებობა აიხსნება ორი ფაქტორით: გამოფენის პროექტირებისა და ორგანიზების სფეროში გამოცდილების ნაკლებობა და იმ სახლების უმეტესობის სავალალო მდგომარეობა, სადაც უნდა გაიმართოს პერმანენტული გამოფენა. თუ მუზეუმს განზრახული აქვს პერმანენტული გამოფენის მოწყობა, მან უნდა უზრუნველყოს ტრადიციულ საცხოვრებელში ობიექტების (ავეჯი, საოჯახო დანიშნულების საგნები, სხვ) ექსპონირების შესაბამისი პირობები. მანამდე კი მუზეუმს არ შეუძლია საზოგადოებას შესთავაზოს მუზეუმის, მისი კოლექციების, ტრადიციული საცხოვრებელების, მათი დანიშნულების და მათთან ასოცირებული ტრადიციების ამსახველი უფრო სრულყოფილი სურათი. იმის გამო, რომ პროექტით უზრუნველყოფილი თანხები და მუზეუმის ადამიანური რესურსები არ იძლევა 70 საცხოვრებლის გაუმჯობესების საშუალებას იმ დონემდე, რომ თითოეულ მათგანში გაიმართოს პერმანენტული გამოფენა, პროექტი აქცენტს აკეთებს გამოფენის პროექტირების/ორგანიზების უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რომლებიც საჭირო გახდება სახლების მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი არ ფარავს საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ-პროპაგანდისტურ პროგრამებს. ამგვარ საქმიანობას ფარავს ის ერთობლივი პროგრამა, რომელსაც მუზეუმი ამჟამად ანხორციელებს სტოკჰოლმში სკანსენის ღია ცის ქვეშ მუზეუმთან ერთად. პერმანენტული გამოფენა გაიმართება სკანსენის ხელმძღვანელობით განსაზღვრულ საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად.
E) მენეჯმენტი:
მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ექვემდებარება, მისი ყოველდღიური მართვითი ფუნქციების განხორციელება OAM-ის კომპეტენციაა. და თუმცა ადმინისტრაციული პერსონალი უაღრესად მოტივირებულია გააუმჯობესოს მუზეუმის ფუნქციონირება, მათ აკლიათ მენეჯმენტის სფეროში პროფესიული გამოცდილება. თუ გავითვალისწინებთ მუზეუმის დიდ მოცულობას (დაახლოებით 70 საცხოვრებელი განლაგებულია 100 ჰექტარის ტერიტორიაზე მოძრავი ობიექტების ვრცელი კოლექციით, 20 პერმანენტული პერსონალით) ვიზიტორთა გაზრდილ ნაკადს, პროექტების დიდ რაოდენობას, მიუხედავად იმისა მათ გარეშე დონორები აფინანსებენ თუ თავად მუზეუმი, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ზემოაღნიშნულ სფეროებში მდგომარეობის გაუმჯობესებას, რათა დაწესებულებამ შესძლოს ეფექტური ფუნქციონირება ყველა მიმართულებით, იქნება ეს კოლექციების კონსერვაცია, თუ პერსონალსა და ვიზიტორებთან ყოველდღიური დამოკიდებულება. პარტნიორობა, რომელიც ჩამოყალიბდა მაიჰაუგენის მუზეუმსა და OAM-ს შორის, ითვალისწინებს მენეჯმენტის სფეროში ტრეინინგის ჩარჩოს შექმნას. პროექტი დახმარებას გაუწევს მაიჰაუგენის პერსონალს მისიების პერიოდში (წელიწადში ერთხელ) მათი მგზავრობისა და საცხოვრებელი ხარჯების დაფარვის გზით (იხილეთ ქვემოთ ნაწილი E: პროექტით გათვალისწინებული საქმიანობა).
შესაბამისობა საქართველიოს ეროვნულ პოლიტიკასთან/განვითარების საჭიროებებთან: პროექტი საფუძველს უყრის ხალხური რეწვისა და კონსერვაციის განვითარებას საქართველოში, სადაც დღესდღეობით არ არსებობს რაიმე შესაბამისი სახელმწიფო ან რეგიონული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ტრეინინგის ჩატარებას კონსერვაციისა და ხალხური რეწვის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით. აღნიშნულ სფეროებში პროექტით გათვალისწინებული საქმიანობა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს კულტურისა და განათლების სფეროში მოქმედ ეროვნულ სტრატეგიებთან, განსაკუთრებით რეგიონებში. Gგანხორციელდება ძალისხმევა კონსერვაციის სფეროში თანამშრომლობის გაზრდის მიზნით ეროვნულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან (პროექტის პარტნიორი II ფაზაში) რომელთანაც მუშაობა წარიმართება არქიტექტურული ძეგლების აღდგენის კუთხით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი უშუალოდ ეხმაურება კულტურის სამინისტროს ამჟამინდელ პრიორიტეტს, რომელიც შეეხება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციას. შესწავლილ იქნება ასევე UNDP-ის პროგრამებთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განათლებისა და შემოსავლის მომტანი საქმიანობების სფეროში. (აღნიშნული დოკუმენტის მომზადების მიზნით პროექტის ეროვნულმა კოორდინატორმა უკვე დაიწყო მონაცემების შეგროვება).
შესაბამისობა კულტურის სფეროში UNESCO-ს 34 C/5 მთავარ პროგრამასთან: მთლიანი პროექტი შესაბამისობაშია კულტურის პროგრამის 1 მთავარ სამოქმედო ხაზთან: „კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა განზომილების დაცვისა და კულტურული გამოხატვის ფორმების გაუმჯობესების გზით”. უფრო კონკრეტულად, პროექტის საქმიანობა უშუალოდ ეხმიანება მე-3 მთავარ სამოქმედო ხაზს: „კულტურული ობიექტების დაცვის, ამ ობიექტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის და მუზეუმების განვითარების შესახებ განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში”. პროექტი უშუალოდ პასუხობს მთავარი სამოქმედო ხაზის სავარაუდო შედეგს: „გაძლიერდა მოძრავი კულტურული ობიექტების სამართლებრივი და მატერიალური დაცვის და კონსერვაციის ეროვნული შესაძლებლობები” და მისი წარმატებული განხორციელების ინდიკატორებს:
უზრუნვეყოფილია ტრენინგი მუზეუმების მენეჯმენტისა და კოლექციების კონსერვაციის სფეროში;
კოლექციების საინვენტარიზაციო რეესტრების მომზადება და გავრცელება (კულტურის ობიექტების უკანონო იმპორტის, ექსპორტის და მათზე საკუთრების უფლების გადაცემის აკრძალვის და აღკვეთის საშუალებათა შესახებ UNESCO-ს 1970 წლის კონვენციით გათვალისწინებული მთავარი ზომა);
მუზეუმების განვითარება პარტნიორობათა და საერთაშორისო თანამშრომლობის ჩარჩოთა ფარგლებში.
შესაბამისობა UNESCO-სა და ნორვეგიას შორის „პროგრამის განხორციელების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებასთან (PCA)” მიმდინარე ორწლიანი პერიოდის განმავლობაში, კულტურის სფეროში: პროექტი დაკავშირებულია PCA-სთან რამდენიმე დონეზე, კერძოდ, ის ეხმიანება მის ყოვლისმომცველ პრინციპს: „იმ საქმიანობათა შერჩევა, რომლებიც მიზნად ისახავს შეაჯეროს რეგულარული პროგრამით გათვალისწინებული და არა-საბიუჯეტო ღონისძიებები, რაც გამომდინარეობს UNESCO-ს C/4 და C/5 დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებიდან და პრიორიტეტებიდან.
ქმედებებისა და შედეგების ურთიერთკავშირი
მიღწეული შედეგების ობიექტურად შემოწმებადი ინდიკატორები/სტანდარტები
შემოწმების წყაროები და საშუალებები
ვარაუდები და რისკები
განვითა
რების მიზანი (მიზნები)
შემდეგი სფეროების ხელშეწყობა:
საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;
საქართველოს კულტურის სექტორში ცოდნის გაღრმავება;
ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიების ამოცანები;
ინტერეთნიკური ურთიერთგაგების ხელშეწყობა მუზეუმის მიერ საქმიანობათა განხორციელების გზით.
ელექტრონული ინვენტარიზაციის რეესტრის შექმნა;
მუზეუმის პერსონალისა და საქართველოს ხალხური რეწვის ოსტატთა/მემკვიდრეობის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლება კონსერვაციის სფეროში;
ხალხური რეწვის პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობაში რეგიონების თემთა მონაწილეობა და ხალხური რეწვის ნიმუშების გაყიდვა მუზეუმში;
სამ ტრადიციულ საცხოვრებელში მუზეუმის პერმანენტული გამოფენების გამართვა.
ექსპერტთა ანგარიშები;
პროექტის დასრულებისას UNESCO-ს მიერ წარმოდგენილი შეფასება;
პროექტის დასრულების შემდეგ მუზეუმიდან მიღებული ახალ-ახალი ინფორმაციები
მონაცემები არ არის
უახლოესი ამოცა
ნები ან პროექტის მიზნები
ეფექტურად მართული კოლექციები ყველა სფეროში: დოკუმენტაცია, კონსერვაციის ღონისძიებები, უსაფრთხოება, გამოფენის პრეზენტაცია;
მუზეუმის პერსონალის პროფესიული მომზადება;
წარმატებული ხალხური რეწვის პროგრამა საერთაშორისო დაფინანსებისგან დამოუკიდებლად;
ახალი და მდგრადი პერმანენტული გამოფენა;
ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე რეგულარული და ხშირი ვიზიტები.
ინვენტარიზებული, კონსერვირებული, სათანადოდ შენახული ან გამოფენილი ობიექტები;
ხალხური რეწვის პროგრამა ხორციელდება დამოუკიდებლად და იზრდება (ფინანსურად და მენეჯმენტის თვალსაზრისით - მუზეუმის პერსონალის მიერ);
გახშირებული ვიზიტები
ექსპერტთა და UNESCO-ს ანგარიშები;
პროექტის ეროვნული კოორდინატორის მიერ წარმოდგენილი პროგრესის ამსახველი ანგარიშები;
მუზეუმის ვებგვერდი.
ამგვარი ინფორმაციის მოსაპოვებლად აუცილებელი მეთოდიკა: ექსპერტები და იუნესკოს მისიები პროექტის განმავლობაში, და ურთიერთობები მუზეუმის პერსონალთან პროექტის დასრულების შემდეგ.
პროექტის წარმატების
ძირითადი პირობაა
რეგულარული დაფინანსება
არა ნაკლებ სამი წლის
განმავლობაში: ეს პერიოდი საკმარისია იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას საგულდაგულო დაგეგმარება, პერსონალის უნარ-ჩვევების განმტკიცება (მუზეუმის
პერსონალს კვალიფიკაციის ამაღლების უფრო ხანგრძლივი პერსპექტივა აქვს),
და საქმიანობათა
განხორციელება იმ პერიოდში, რომლის განმავლობაშიც
შეიძლება მათი
რეგულირება და
გაუმჯობესება ექსპერტთა ხელმძღვანელობით.
რისკები: პოლიტიკური არასტაბილურობის ხარსიხის მკვეთრი ზრდით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენა.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ UNESCO-ს მანდატი
ითვალისწინებს ამგვარ
სიტუაციებში დახმარების
გაწევას.
მოსალო
დნელი შედეგები
პროდუქცია:
ცოდნა სხვადასხვა სფეროში, რომელსაც არეგულირებს პროექტი;
აპარატურა, მასალები და ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება კონსერვაციისა და უსაფრთხოების სფეროში მუზეუმის შესაძლებლობათა გაუმჯობესების მიზნით;
საქართველოს ხალხური რეწვის ოსტატთა და რესტავრატორთა (მათ შორის მუზეუმის პერსონალისა და მოწვეული სპეციალისტების) არსებობა.
მოსალოდნელი შედეგები:
მოძრავი ნივთების კოლექციის გაუმჯობესებული კონსერვაცია და მენეჯმენტი;
ხალხური რეწვის პროგრამის განვითარება;
გაუმჯობესებული მენეჯმენტი;
პერმანენტული გამოფენის შექმნა
ვიზიტების გახშირება და მუზეუმში საზოგადოების მონაწილეობა
მიღწეული შედეგების ინდიკატორები:
კოლექციების გაუმჯობესებული მდგომარეობა: შენახვა, კონსერვაცია და უსაფრთხოება;
მუზეუმის საჯარო/საგანმანათლებლო პროგრამებში სამოქალაქო საზოგადოების გაზრდილი მონაწილეობა;
ახალი პერმანენტული გამოფენები;
გახშირებული ვიზიტები.
შემოწმების წყაროები:
ექსპერტთა ანგარიშები;
UNESCO-ს მონიტორინგის/შეფასებითი მისიები;
მუზეუმის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები;
მუზეუმის ვებგვერდი
პროექტის დასრულების შემდეგ მუზეუმიდან მიღებული ახალ-ახალი ინფორმაციები.
მოსაზრებები, თუ როგორ
უნდა იქნას
უზრუნველყოფილი
საქმიანობათა განხორციელება გრაფიკის შესაბამისად
და ბიუჯეტის ფარგლებში:
თვალსაჩინო თანამშრომლობა UNESCO-ს შტაბ-ბინასა და მუზეუმს/პროექტის ეროვნულ კოორდინატორს შორის კონტრაქტების განხორციელებისა და ექსპერტთა მისიების ორგანიზების სფეროში (რასაც ადგილი ჰქონდა პროექტის I და II ფაზების განმავლობაში);
აშშ დოლარის ღირებულების მკვეთრი შემცირების ფაქტის არარსებობა;
ექსპერტთა მონაწილეობა სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ თითოეულ საქმიანობაში, რომელიც პროექტის დასაწყისში უნდა მომზადდეს.
რისკები: პოლიტიკური არასტაბილურობის ხარსიხის მკვეთრი ზრდით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენა.
საქმიანობები
იხილეთ პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის დეტალური აღწერა
საშუალებები:
ცოდნა სხვადასხვა სფეროში, რომელსაც არეგულირებს პროექტი;
მასალები, ინსტრუმენტები და აპარატურა, რომლებიც გამოიყენება კონსერვაციისა და ინვენტარიზაციის (მათ შორის შენახვისა და უსაფრთხოების საშუალებათა გაუმჯობესების) სფეროში;
მუზეუმის პერსონალისა და პროექტის ეროვნული კოორდინატორის არსებობა.
ხარჯები: იხილეთ ასევე დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი:
8,000USD: UNESCO-ს მონიტორინგის მისიები;
206,500USD: საერთაშორისო ექსპერტთა მონაწილეობა და UNESCO-ს პროექტის ზედამხეველობა, კოორდინაცია და მენეჯმენტი;
158,000USD: იმპლემენტაცია ადგილზე (ეროვნული დონე), ეროვნული პროექტის კოორდინაცია, მასალების/აპარატურის შესყიდვა, საქმიანობათა განხორციელება, მათ შორის გამოფენა, სასწავლო ტური, ვებგვერდი და დოკუმენტების მომზადება.
წინაპირობები:
იმის გარანტია, რომ არსებობს პროექტის კოორდინატორი, რომელიც დაიწყებს და ზედამხედველობას გაუწევს საქმიანობას;
კულტურის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვა პროექტის იმპლემენტაციასთან აკავშირებით.
ნაწილი IV_ საქმიანობათა აღწერა
4.1. საქმიანობათა დეტალური აღწერა
A. ხალხური რეწვის პროგრამის განვითარება
მუზეუმი გააგრძელებს პროგრამით გათვალისწინებული ძირითადი ფუნქციების რეგულარულ დაფინანსებას. ამასთან, საჭიროა დამატებითი სახსრებიც ქვემოთ მითითებულ იმ საქმიანობათა დაფინანსების მიზნით, რომლებიც განხორციელდება ნორვეგიის ხალხური რეწვის კავშირის ზედამხედველობით:
i) II ფაზის ფარგლებში შემუშავებული ხელობათა შესწავლის პროგრამის გაფართოება, რაც მიზნად ისახავს ხის არქიტექტურის რესტავრაციისა და კონსერვაციის სფეროში ტრეინინგის კურსების ორგანიზებას: გამომდინარე იქიდან, რომ მუზეუმს ჯერ არ გააჩნია საკმარისი სახსრები ხალხური რეწვის ოსტატების ახალ პოზიციებზე მუდმივად დასაქმების მიზნით, პროექტი ქართული ხალხური რეწვის ოსტატებისთვის დააფინანსებს ტრეინინგის პროგრამებს, რომლებსაც ჩაატარებენ მუზეუმის სპეციალისტები (ხუროები). ტრეინინგი გაგრძელდება 1-4 კვირის განმავლობაში და ითვალისწინებს ხუროებისთვის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებული დახმარების გაწევას. გაიცემა მინიმალური ანაზღაურება, ვინაიდან პროგრამა მონაწილეებისთვის წარმოადგენს ცოდნის მიღების, და არა დასაქმების შესაძლებლობას. მისასალმებელი იქნება პროგრამაში დაუსაქმებელი ახალგაზრდობის ჩართვა. ხის არქიტექტურის კონსერვაციის საკითხებზე პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში შემუშავებული სამუშაო დოკუმენტი შეასრულებს მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოს ფუნქციას (იხ. ქვემოთ iv პუნქტი). როგორც ზემოთ აღინიშნა, პროექტი მიზნად ისახავს ოფიციალური კავშირები დაამყაროს ხუროების მომზადების მიზნით შემუშავებულ ხელოსნების პროგრამასა და პროფესიული სკოლებისა და პროფესიული სწავლების შესახებ განათლების სამინისტროს პროგრამას შორის.
ii) ტრადიციული რეწვის მეთოდებისა და პრაქტიკის ამსახველი მიმდინარე დოკუმენტაცია (ადგილზე მოპოვებული, აუდიო-ვიზუალური) რომელიც დაკავშირებულია ტრადიციული ქართული აქრიტექტურული ძეგლების რესტავრაციასა და მოვლა-შენახვასთან, შესაბამის ინფორმაციასთან ერთად შევიდა ქვემოთ (B ნაწილში) მითითებულ ელექტრონულ საინვენტარიზაციო რეესტრში.
iii) საქართველოს რეგიონებში ხალხური რეწვის შემოსავლის მომტანი პროდუქტების წარმოების პილოტური პროექტების შემუშავება: მცირემასშტაბიანი პროექტები ფოკუსირებული იქნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალ ქალებზე. ტრეინინგი აქცენტს აკეთებს შალის პროდუქტების დამზადებაზე, როგორიცაა ტრადიციული ფარდაგები, ტანსაცმელი და სხვა ნივთები, რომლებიც შესაძლოა გაიყიდოს მუზეუმში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ხალიჩების მოქსოვის უნარ-ჩვევების აღდგენა-განვითარებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ხალიჩები დღემდე წარმოადგენს საქართველოს საყოფაცხოვრებო ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს. ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ქალი ფლობს ხალიჩების დამზადების ტრადიციულ უნარ-ჩვევებს (იხ. მე-3 და მე-4 სურათები, გვ. 8 და 10) და აუცილებელი მასალების შესაძენად საჭირო თანხებს. Aამგვარი ნაწარმის შექმნის უნარ-ჩვევების ათვისება ასევე მნიშვნელოვანია იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის, რადგან ამგვარი ხარისხიანი ქსოვილები დღემდე ფართოდ გამოიყენება მძიმე კლიმატურ პირობებში.
iv) მიმდინარე საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ-პროპაგანდისტული საქმიანობა: ფოკუსირებულია ძირითადად იძულებით გადაადგილებულ პირებსა და შედარებით ღარიბ თემებზე და ითვალისწინებს შორეულ სოფლებში მცხოვრები სასკოლო ჯგუფების ერთი დღე-ღამით მუზეუმში ვიზიტების დაფინანსებას, რეგიონული ეთნოგრაფიული მუზეუმების პერსონალთან ერთად, რომლებიც დაინტერსებულნი არიან აღნიშნულ სფეროში OAM-თან თანამშრომლობის განვითარებით. საქმიანობა მოიცავს ხალხური რეწვის პროდუქტების დამზადებასთან დაკავშირებული სემინარების მოწყობას (ყველა ასაკისთვის) და სასწავლო ვიზიტებს მუზეუმში დაცულ საცხოვრებლებში, რაც მიზნად ისახავს ქართული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესის გაღვივებას და ინფორმირებულობის დონის გაზრდას. Aასეთი პროგრამების მთავარი მიზანია შეაჩეროს ხელმოკლე ქალების, კერძოდ კი დედების, ღარიბი და იზოლირებული თემებიდან საქართველოს ქალაქებში და საზღვარგარეთ სამუშაოს მოძებნის მიზნით მიგრაციის პროცესი. Aამგვარი მიგრაცია უარყოფითად აისახება ოჯახებსა და სოციალურ კოჰერენტულობაზე. ხალხური რეწვის პროგრამა მიზნად ისახავს ქალებს მისცეს შინაურ პირობებში ხალხური რეწვის პროდუქტების დამზადების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს როგორც მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ტრადიციული უნარ-ჩვევების აღდგენას. Pპროგრამა ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოში ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ საზოგადოებრივი შეგნების, ინფორმატიულობის დონისა და პატივისცემის ამაღლებაზე, რისთვისაც ის ეყრდნობა მუზეუმის კოლექციებს ყველა რეგიონიდან, აფხაზეთისა და ოსეთის ჩათვლით, ყოველგვარი პოლიტიკური მოსაზრებების გარეშე.
v) ხის არქიტექტურის კონსერვაციის შესახებ სამუშაო დოკუმენტის ფინალიზება, რომელიც მომზადდა პროექტის II ფაზის ფარგლებში: ეს დოკუმენტი, რომელსაც მაღალი შეფასება მისცა Riksantikvaren-მა, მომზადდა OAM-ისა და UNESCO-ს მუზეუმებისა და კულტურის ობიექტების სამმართველოს მიერ, რათა უზრუნველყოფილ იქნას პროექტის განმავლობაში მიღებული გამოცდილების, კერძოდ კი ხის არქიტექტურის კონსერვაციასთან დაკავშირებული ცოდნის, დოკუმენტურად აღრიცხვა მომავალი გამოყენებისთვის. III ფაზის ფარგლებში დაგეგმილია ამ დოკუმენტის კორექტირება და სრულყოფა, მას მიეცემა სახელმძღვანელოს ფორმა, ის შედგენილ იქნება ქართულ და ინგლისურ ენებზე და ხალხური რეწვის სფეროში დაკავებულ პირების, მემკვიდრეობის სპეციალისტებისა და შესაბამისი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის შეასრულებს სასწავლო ინსტრუმენტის ფუნქციას. სახელმძღვანელო იქნება შემეცნებითი ხასიათის, მასში შევა ილუსტრაციები და ფოტო მასალა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოსცემს მას როგორც დაბეჭდილი სახით, ისე კომპაქტ დისკის ფორმატში, ასევე განათავსებს მას თავის ვებგვერდზე, რათა უზრუნველყოს მისი ფართო ხელმისაწვდომობა.
სურ.2. ქართველი ქალი, რომელიც წარმოადგენს ქსოვის ტექნოლოგიას მუზეუმში, ხალხური რეწვის ფესტივალზე, რომელიც ჩატარდა პროექტის II ფაზის ფარგლებში.
სურ.3. პროექტის II ფაზის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის მუზეუმში გამართული ხალხური რეწვის სემინარი.
B. საინვენტარიზაციო რეესტრის შექმნა
დღესდღეობით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაძლებელია შეიქმნას საინვენტარიზაციო რეესტრი, რომელიც იძლევა არა მხოლოდ კოლექციებთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, არამედ ონლაინ რეჟიმში მათი გაცნობის, საგანმანათლებლო დოკუმენტების შემუშავებისა და კოლექციების კვლევის შესაძლებლობას. Pპროექტი ითვალისწინებს II ფაზის ფარგლებში შექმნილი საინვენტარიზაციო რეესტრის შემდგომ სრულყოფას, რაც კვალიფიციური პერსონალის პირობებში უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული მრავალფეროვანი ფუნქციების ეფექტურად შესრულებას. როგორც ICOMOS საქართველო, ისე Riksantikvaren-ი მიწვეულ იქნებიან, რათა ხელი შეუწყონ სახლების ფიზიკურ კონსერვაციას და მასთან დაკავშირებული თეორიული ცოდნის გაღრმავებას, როგორიცაა ტრადიციული სარესტავრაციო მეთოდიკა, ინსტრუმენტები, ნოუ-ჰაუ (ასპექტები, რომლებიც მუშავდება პროექტის II ფაზის ფარგლებში). საინვენტარიზაციო რეესტრში შეტანილი არამატერიალური კულტურის ძეგლებთან დაკავშირებული ასპექტების შემდგომი დამუშავების მიზნით, პროექტი ითანამშრომლებს UNESCO-ს არამატერიალური კულტურის სამმართველოსთან, რათა მიიღოს ექსპერტთა კონსულტაციები საინფორმაციო სფეროების სრულყოფის მიზნით.
i) წელიწადში ერთხელ გაიმართება ერთი სემინარი, რომელიც ითვალისწინებს ტრეინინგის ჩატარებას საინვენტარიზაციო რეესტრის ოპერირებაზე პასუხისმგებელი OAM-ის მმართველის მომზადების მიზნით. პროგრამის II ფაზის ფარგლებში საინვენტარიზაციო რეესტრის შესაქმნელად განხორციელდა პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა. II ფაზის განმავლობაში განისაზღვრა მხოლოდ მისი ბაზისური ფორმატი. ტრეინინგი მიზნად ისახავს საინვენტარიზაციო რეესტრის სრულყოფას და მის საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტებთან მიახლოებას, ასევე მის აღჭურვას მულტიმედიური ფუნქციებით, ობიექტების სამგანზომილებიანი გამოსახულებებისა და დოკუმენტური ფილმების ნაწყვეტების ჩათვლით (როგორიცაა ინტერვიუები ხალხური რეწვის ოსტატებთან და სხვ.).
ii) ექსპერტი, რომელიც აირჩევა სემინარების ჩატარების მიზნით, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით მუზეუმს ასევე დახმარებას გაუწევს უნარ-ჩვევების უწყევეტად განვითარებაში.
C. მოძრავი ნივთების კოლექციის კონსერვაცია
ეს საქმიანობები, ისევე როგორც ქვემოთ მოცემული, D ნაწილში გათვალისწინებული საქმიანობები, განხორციელდება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტის მონაწილეობით. პროექტის ორივე კომპონენტის ფარგლებში, მთავარ მიზანს წარმოადგენს რესტავრაციის/კონსერვაციის სფეროში მუზეუმის და ასევე უნივერსიტეტის შესაძლებლობათა გაძლიერება. ამასთანავე, მუზეუმის რეგიონული პერსონალი მიწვეული იქნება მოძრავი ობიექტების კონსერვაციასთან დაკავშირებულ სასწავლო სემინარებში მონაწილეობის მისაღებად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოში პროექტის უფრო ყოვლისმომცველი ზემოქმედება.
i) პირველ ნაბიჯს წარმოადგენს კონსერვაციის საერთაშორისო სპეციალისტის მიერ მოსამზადებელი მისიის განხორციელება, მუზეუმის ეთნოგრაფიული კოლექციების საჭიროებათა, მათ შორის შენახვისა და უსაფრთხოების პირობების შეფასების მიზნით. ამ მისიის შედეგად შემუშავდება დოკუმენტი, რომელიც აანალიზებს კოლექციების მდგომარეობას, იძლევა რეკომენდაციას მათი დაჯგუფების მეთოდის შესახებ, განსაზღვრავს მუზეუმის კოლექციის მართვის სტრატეგიას (რომელიც მითითებულია ქვემოთ), მიუთითებს კონსერვაციის სფეროში OAM-ის პერსონალის კვალიფიკაციის დონეს, წარმოადგენს ტრეინინგის დროებითი პროგრამის მონახაზს, ასახელებს იმ ექსპერტებს, რომლებიც ატარებენ ტრეინინგს. ექსპერტი ასევე მოამზადებს კოლექციების კონსერვაციისთვის აუცილებელი მასალებისა და აპარატურის სიას და რეკომენდაციებს უსაფრთხოების საშუალებათა გაუმჯობესების მიზნით.
ii) შესყიდულ იქნება რესტავრაციისა და კონსერვაციის ძირითადი მასალები, აპარატურა და მოწყობილობები. (კლიმატის კონტროლის მონიტორების ჩათვლით)
iii) შენახვისა და უსაფრთხოების მოწყობილობათა მოდერნიზაციის მიზნით, შესყიდულ იქნება აპარატურა/აღჭურვილობა (თაროები, კეისები, საკეტები, ფანჯრის გისოსები, მოდერნიზებული ზღუდე, სიგნალიზაციის სისტემა). უზრუნველყოფილ იქნება, რომ მათი მოპოვება და ტექნიკური უზრუნველყოფა განხორციელდეს საქართველოში.
iv) წელიწადში ერთხელ განხორციელდება ერთი 7 დღიანი მისია ორი საერთაშორისო ექსპერტის მიერ: ერთი ექსპერტი დაკავდება კონსერვაციის სფეროში მენეჯმენტის საკითხებით, ხოლო მეორე _ მუზეუმის უსაფრთხოების სისტემებით. ეს ორი ექსპერტი ეთობლივ ზედამხედველობას გაუწევს საცავებში ახალი აპარატურის ინსტალირებას და უსაფრთხოების აპარატურის მოდერნიზებას (წელი I) და უზრუნველყოფს ტრენინგს/მონიტორინგს (II და III წელი).
v) წელიწადში ერთხელ ჩატარდება ერთი სასწავლო სემინარი რესტავრაციისა და კონსერვაციის პრიორიტეტულ საკითხებზე. ამ საკითხებს განსაზღვრავს ის ექსპერტი, რომელსაც ეკისრება მოსამზადებელი მისიის განხორციელება, OAM-ის მენეჯერთან და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან კონსულტაციის საფუძველზე (რათა ერთმანეთს არ დაემთხვეს ამ ტრენინგისა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ კონსერვაციის საკითხებზე გამართული ტრეინინგის ინიციატივები).
vi) ტრინინგის სესიებზე დასწრების მიზნით დაინტერესებული მონაწილეები შესაძლოა მიწვეულ იქნენ საქართველოს სხვა ინსტიტუტებიდანაც, რათა ტრენინგის შედეგები მაქსიმალურად იქნას გამოყენებული საქართველოს მუზეუმების ან კონსერვაციის სფეროში დაკავებული ორგანიზაციების სასიკეთოდ.
D. კოლექციის მენეჯმენტი/მოვლა-შენახვა და გამოფენის დაპროექტება და ორგანიზება:
შენიშვნა: ამ ორ სფეროს შორის დამყარდება მჭიდრო კოორდინაცია იმის გათვალისწინებით, რომ კოლექციის მენეჯმენტი მოიცავს ობიექტების მოვლასა და კონსერვაციას, და გადაწყვეტილებების მიღებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით უნდა იქნეს გამოყენებული კოლექციები პერმანენტულ გამოფენებზე: რომელი ობიექტები უნდა გამოიფინოს, როგორ უნდა იქნეს ისინი წარმოდგენილი, როგორი უნდა იყოს გამოფენის განმავლობაში მათი კონსერვაციის პირობები და სხვ. ამ ასპექტებზე სამუშაოდ გამოყოფილი ჯგუფი ითანამშრომლებს საერთაშორისო ექსპერტებთან და C ნაწილში მითითებულ ქართველ რესტავრატორებთან და კონსერვაციის სპეციალისტებთან. მუზეუმში დაცული საცხოვრებლების სავალალო მდგომარეობის გათვალისწინებით, აქცენტი გაკეთდება ქართული ხალხური არქიტექტურის და ხალხური რეწვის ნიმუშების ახალი პერმანენტული გამოფენის შექმნისა და დიზაინის კონცეფციაზე, რომელიც უნდა გაიმართოს ვიზიტორთა ახალ ცენტრში. მუზეუმის პერსონალი, საერთაშორისო ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე, შეიმუშავებს კონცეფციებს და გამართავს პერმანენტულ გამოფენებს მუზეუმის სამ საცხოვრებელში, სადაც კონსერვაციისა და უსაფრთხოებისთვის სათანადო პირობებია შექმნილი.
წინამდებარე ნაწილში მითითებული საქმიანობები განხორციელდება საქართველოს არქიტექტურულ ფირმასთან (ARCI) მჭიდრო თანამშრომლობით. ბოლო პერიოდში ამ ფირმასთან გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ფირმას დაევალა მუზეუმის შესასვლელში, სადაც გამოყოფილია ადგილი პერმანენტული გამოფენისთვის, ვიზიტორთა ახალი ცენტრის პროექტირება. საქმიანობები მოიცავს შემდეგს:
ორ საერთაშორისო ექსპერტს, ერთ კოლექციის მენეჯერს და ერთ გამოფენის დამპროექტებელს დაევალება მოსამზადებელი მისიის განხორციელება, რომელიც გულისხმობს საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და OAM-ის მონახულებას და მუზეუმის მენეჯმენტის, კონსერვაციისა და სხვა შესაბამის სფეროებში დაკავებულ პერსონალთან მუშაობას, რათა განისაზღვროს თითოეულ სფეროში კოლექციის მენეჯმენტის საჭიროებები და პერმანენტული გამოფენის მიზნები.
თითოეულ სფეროში შეიქმნება მუზეუმის პერსონალისგან შემდგარი ორი ჯგუფი, რომლებიც იმუშავებენ სამწლიანი პროექტის განამვლობაში კოლექციის მენეჯმენტის პოლიტიკისა და სახელმძღვანელო პრიინციპების შემუშავებისა და გამოფენის დაპროექტების/განვითარების მიზნით.
წელიწადში ერთხელ თითოეულ სფეროში მოეწყობა თითო სემინარი, სემინარების დღეები ერთმანეთს დაემთხვევა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ინტეგრირებული მიდგომა. ეს სემინარები ითვალისწინებს ეროვნული მონაწილეებისთვის ტრეინინგის ჩატარებას მათთვის დაკისრებული თითოეული ამოცანის შესრულების საკითხებზე, ასევე შესაბამისი დოკუმენტების შედგენას: i) კოლექციის მენეჯმენტის პოლიტიკა და სახელმძღვანელო პრინციპები და ii) გამოფენის კონცეფცია, პროექტირება და სამუშაო გეგმა.
Nიმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერ მუზეუმში პერმანენტული გამოფენების შესაქმნელად, და კერძოდ, OAM-ში მასშტაბური გამოფენის ორგანიზებისთვის გათვალისწინებულია ხანგრძლივი პერიოდი, გამოფენის პროექტირება და განვითარება განხორციელდება ნაბიჯ-ნაბიჯ, კერძოდ მოიცავს შემდეგს:
პერმანენტული გამოფენის კონცეფციის შემუშავება;
აუცილებელი კვლევის ჩატარება, გამოფენის ძირითადი “ხაზის” და გამოსაფენად შესაბამისი ობიექტების განსაზღვრა;
გამოფენის კონცეფციის შესაბამისობაში მოყვანა საგანმანათლებლო პროგრამებთან;
Gგამოფენის დაპროექტება საინტერპრეტაციო ცენტრისთვის და საცხოვრებლების გარკვეული რაოდენობისთვის.
აღნიშნული საქმიანობა განხორციელდება მაიჰაუგენის მუზეუმისა და საზღვარგარეთ სხვა ისეთი მუზეუმის მონაწილეობით, რომელსაც გააჩნია მაღალი კომპეტენცია გამოფენების ორგანიზების საკითხში: საქართველოს ეროვნული მუზეუმი და OAM-ი შეარჩევენ ყველაზე შესაფერის ინსტიტუტს UNESCO-ს დახმარებით.
E: მენეჯმენტი
მუზეუმის მენეჯმენტის სრულყოფისკენ მიმართული ძალისხმევა ითვალისწინებს მუზეუმის პერსონალისთვის მენეჯმენტისა და ადმინისტრაციის სფეროში UNESCO-სა და OAM-ის მიერ განსაზღვრული ექსპერტის მიერ ტრეინინგის ჩატარებას, ასევე OAM-ის მენეჯმენტის სფეროში სტაჟირებას უცხო ქვეყნის რომელიმე მუზეუმში. Pპროექტის II ფაზის ფარგლებში მაიჰაუგენის მუზეუმთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ეს უკანასკნელი მონაწილეობას მიიღებს მენეჯმენტის სფეროში მუზეუმის შესაძლებლობათა განვითარებასა და სასწავლო სესიების ჩატარებაში (უნდა აღინიშნოს ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მაიჰაუგენის მუზეუმის მიერ 2008 წლის ივნისში მომზადებული ანგარიში OAM-ის ორგანიზაციული სქემის შესახებ, რამდენადაც მასში ასახულია რეკომენდაციები მუზეუმის მენეჯმენტის გაუმჯობესებათან დაკავშირებით).
i) I წლის პირველ თვეებში, საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელდება მენეჯმენტის მეთოდებისა და პერსონალის არსებული სტრუქტურის შეფასება. მაიჰაუგენის მუზეუმის მენეჯმენტის სფეროში დასაქმებულ პერსონალს დაეკისრება კონსულტაციების გაწევა, ვინაიდან მათ კარგად ესმით მუზეუმის მენეჯმენტის პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები. შეფასების შედეგად შემუშავდება რეკომენდაციები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება ის ძირითადი საქმიანობები, რომლებიც უნდა განხორციელდეს პროექტის ამ ნაწილის შესაბამისად.
ii) I წლის განმავლობაში, საერთაშორისო ექსპერტები, OAM-ის მენეჯმენტის პერსონალთან და პროექტის კოორდინატორთან კონსულტაციების საფუძველზე, მოამზადებენ მენეჯმენტის გეგმასა და 10-წლიან სტრატეგიას. დოკუმენტი მომზადდება შორ მანძილზე კომუნიკაციის გზით, ამის შემდგომ პროექტის ექსპერტები (ასევე I წლის განმავლობაში) განახორციელებენ 5-დღიან მისიას დოკუმენტის განხილვისა და სრულყოფის, და ახალი პერსონალის საორგანიზაციო სქემის მომზადების მიზნით. Uუნდა აღინიშნოს, რომ მიზანშეწონილია 10-წლიანი გეგმის შედგენა, თუ გავითვალისწინებთ, რომ პროექტი სამწლიანია და სტაბილური შედეგების მისაღწევად მნიშვნელოვანია ხანგრძლივ მომავალზე მისი გათვლა.
iii) ტრეინინგის პროგრამა მენეჯმენტის სრულყოფის საკითხებზე (რომლის შინაარსიც განისაზღვრება ექსპერტთა მიერ) ითვალისწინებს წელიწადში ერთი სემინარის ჩატარებას, რომელთაგან თითოეული იქნება არანაკლებ 5 დღის ხანგრძლივობის.
F.გამოფენის ორგანიზება და კატალოგი
i) გამოფენის პროექტირებასთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, მუზეუმის ის ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კოლექციის მენეჯმენტსა და გამოფენის პროექტირებაზე, უზრუნველყოფენ მუზეუმში დაცულ სამ საცხოვრებელში პერმანენტული გამოფენების ინსტალირებას და აღნიშნულ საცხოვრებლებში ობიეტების შენახვისთვის უსაფრთხო პირობების შექმნას. აღნიშნული მოიცავს გამოფენის ინსტალირების ყველა ეტაპს, როგორიცაა ობიექტების განთავსება, საგამოფენო პანელების დამზადება, კლიმატის კონტროლი და უსაფრთხოების პირობების დაცვა. Gგამოფენის შექმნის კონცეფციაში ჩართული საერთაშორისო ექსპერტები ყველა ეტაპზე ითანამშრომლებენ მუზეუმის ჯგუფებთან ელ. ფოსტის თუ შორ მანძილზე კომუნიკაციის სხვა აუდიო-ვიზუალური საშუალებების გამოყენებით.
ii) საცხოვრებლების და მათი ექსპონანტების, ასევე მთლიანი სამუზეუმო კოლექციიდან შერჩეული ნიმუშების ამსახველი კატალოგები გამოიცემა როგორც დაბეჭდილი სახით, ისე კომპაქტ-დისკის ფორმატში. კატალოგი მოიცავს პროექტის გაცნობითი ხასიათის ინფორმაციას, პერმანეტული გამოფენის ორგანიზების საერთო მიზნებს და სტრატეგიებს. კატალოგში ასევე მოხსენიებული იქნება ნორვეგია/UNESCO-ს პორექტი, და მას მუზეუმი გამოიყენებს მუზეუმში დაცულ საცხოვრებლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომი დაფინანსებისა და პერმანენტული გამოფენის შემდგომი განვითარების მიზნით.
4.2. UNESCO-ს მიერ განსახორციელებელი ტექნიკური მომსახურებები: საერთაშორისო ექსპერტები
4.3. UNESCO-ს ვალდებულებები
UNESCO-ს მუზეუმებისა და კულტურული ობიექტების განყოფილება წარმოადგენს პროექტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია პროექტის მთლიან კოორდინაცია/ზედამხედველობასა და მენეჯმენტზე, და ექსპერტებთან და ბენეფიციარ ინსტიტუტებთან ერთად კონტრაქტის მომზადებაზე. UNESCO პასუხისმგებელი იქნება საქმიანობათა მიმდინარეობაზე მონიტორინგის გაწევასა და ბენეფიციარი ინსტიტუტის მიერ მიწოდებული ფინანსური და თემატური ანგარიშების შეფასებაზე, ასევე დონორისთვის საერთო ხასიათის ფინანსური და თემატური ანგარიშების წარდგენაზე.
4.4. პროექტის კოორდინაცია: პროექტის საერთო კოორდინაციას უზრუნველყოფს UNESCO-ს შტაბბინა, რომელიც ამ მიზნით დაიქირავებს ერთ კონსულტანტს. კონსულტანტი იმუშავებს არასრული განაკვეთით და მას ზედამხედველობას გაუწევს UNESCO-ს პერსონალის პროგრამის სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია პროექტზე. პროექტის ეროვნულ კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული მუზეუმის UNESCO-ს პროექტის კოორდინატორი. III ფაზის ფარგლებში, პროექტი დააფინანსებს ასევე პროექტის კოორდინატორის სრულ განაკვეთზე მომუშავე ასისტენტს, იმის გათვალისწინებით, რომ პროეექტით გათვალისწინებული საქმიანობები გამუდმებით ფართოვდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პოზიცია დასაქმების შესანიშნავ შესაძლებლობას სთავაზობს ქართული მემკვიდრეობის სპეციალისტს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორსიო დონეზე.
4.5. პროექტის მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება
i. პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე მონიტორინგს უზრუნველყოფს UNESCO-ს შტაბბინა.
ii) მისიის ამსახველ ანგარიშებს წარმოადგენენ ექსპერტები.
iii) პროექტის დასრულებისას, დონორს წარედგინება საბოლოო ანგარიში და ყველა ხარჯის ამსახველი ფინანსური ანგარიში.
4.6. პროექტის ასახვა
პროექტის ასახვას უზრუნველყოფს OAM-ისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ შექმნილი ბეჭდვითი და ელექტრონული მასალები, ამ უკანასკნელის ვებგვერდი და, ასევე, UNESCO-ს კულტურის სექტორის ამსახველი ვებგვერდი.
პერმანენტული გამოფენა, რომლის მოწყობაც გათვალისწინებულია OAM-ის ფარგლებში (მუზეუმის ისტორიის ამსახველი სექცია წარმოდგენილი იქნება საინტერპრეტაციო ცენტრში) ყურადღებას გაამახვილებს პროგრამის როლზე პოსტსაბჭოთა პერიოდში მუზეუმის განვითარებაში.
პერმანენტული გამოფენის ამსახველი კატალოგი და კომპაქტდისკი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პროექტის შესახებ, ფართოდ გავრცელდება როგორც საქართველოში, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კერძოდ, UNESCO მას მიაწვდის ქართული კულტურით დაინტერესებულ ინსტიტუტებს, ასევე ღია ცის ქვეშ მუზეუმებს და სხვა შესაბამის საგანმანათლებლო ინსტიტუტებს.
საქართველოს ხის არქიტექტურის კონსერვაციის სახელმძღვანელო ასევე ფართოდ გავრცელდება როგორც საქართველოში, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კონსერვაცის საკითხებით დაკავებულ შესაბამის ინსტიტუტებს შორის.
ნაწილი V _ მდგრადობა
სამწლიანი პროექტი ხელს შეუწყობს პროექტის მდგრად განვითარებას და ფოკუსირებული იქნება უშუალოდ პირველ და მეორე ფაზებზე, უზრუნველყოფს რა მიმდინარე საქმიანობათა გაძლიერებას და იმ ახალ ღონისძიებათა დაგეგმვას, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ მუზეუმმა შესძლოს ფუნქციონირება როგორც რეალიზებადი მიზნების მქონე დაწესებულებამ. საქმიანობათა განხორციელების მიზნით შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც პროექტის განმავლობაში იმუშავებენ საერთაშორისო ექსპერტების ზედამხედველობით. ეს ექსპერტები საქართველოში არყოფნის დროს შორი მანძილიდან გაუწევენ მონიტორინგს ქართული ჯგუფების მიერ შესრულებულ სამუშაოს. ამგვარი ზედამხედველობა განხორციელდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა სკაიპი (რომელიც მინიმალურ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამჟამად დანერგილია მუზეუმში), ელექტრონული ფოსტა, მუზეუმის ვებგვერდზე არსებული სპეციალური ბმული ექსპერტთა შორის დისკუსიებისთვის და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ტელეკონფერენციები (რომელიც უნდა დაფინანსდეს მუზეუმის ძირითადი ბიუჯეტიდან). Pპროექტის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო ექსპერტთა მოგზაურობის მინიმუმამდე დაყვანის საკითხი, თუ ეს პროექტზე ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს საჰაერო ტრანსპორტის მხრიდან გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება.
ამასთან, შერჩეული ექსპერტები იქნებიან მუზეუმების ის წარმომადგენლები, რომელთა მონაწილეობას პროექტში მკაფიოდ უჭერს მხარს მათი ხელმძღვანელობა. ეს უზრუნველყოფს ექსპერტთა მიერ ინსტიტუციონალური ურთიერთობების დამყარებას პროექტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, რაც OAM-ს და მის პერსონალს მისცემს მტკიცე ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობას ინსტიტუციონალური ჩარჩოს ფარგლებში. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა და OAM-მა პროექტი უნდა გამოყენონ, როგორც სასტარტო პუნქტი ახალ საქმიანობათა დაგეგმვისა და პროექტში ჩართულ პარტნიორებთან ორმხრივი თანაშრომლობის განვითარების მიზნით. მაგალითად, UNESCO მოუწოდებს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და OAM-ს მოიპოვოს შესაძლებლობათა განმტკიცებისა და სახსრების მიზიდვის დამატებითი რესურსები თავისი პერსონალისთვის. Aამ გზით შესაძლებელია დამყარდეს ისეთივე ხანგრძლივი და უშუალო ურთიერთობები, როგორც პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, OAM-სა და Riksantikvaren-ს შორის.
სურათი 4. ტრადიციული ქართული ფარდაგის ნიმუში, რომელიც შექმნილია შორეულ დასახლებაში მცხოვრები ქალების მიერ. ეს სწორედ ის ქსოვილია, რომელსაც პოპულარიზაციას გაუწევდა პროექტის ხალხური რეწვის პროგრამა.
ნაწილი VI - სამუშაო გეგმა და ბიუჯეტი
წინამდებარე წინადადებაში მოცემული სამუშაო გეგმა გათვალისწინებულია III ფაზის მხოლოდ პირველი წლისათვის. II და III წლების სამუშაო გეგმა შემუშავდება პირველ წელს განხორციელებული საქმიანობის საფუძველზე.
6.1. I წელი
საქმიანობა
თანხა აშშ დოლარებში
თვეები
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
IX
X
XI
XII
A. ხალხური რეწვის პროგრამის განვითარება: კოორდინატორთან დაკავშირებული ხარჯები, ხელოსნობის პროგრამა და რეგიონებში ხალხური რეწვის ნიმუშების წარმოება/საგანმანათლებლო საქმიანობა.
40,000
x
x
x
x
x
x
x
x
x
x
x
x
B. საინვენტარიზაციო რეესტრის შემუშავება (ტრეინინგი და ვებგვერდის შექმნა, სადაც განთავსდება ეთნოგრაფიული ობიექტების კოლექცია).
20,000
x
x
x
x
x
x
x
x
x
x
x
x
C. მოძრავი ობიექტების კოლექციის კონსერვაცია (ტრეინინგი, მასალები, აპარატურა) და მოვლა-შენახვა და უსაფრთხოება (ტრეინიგი, თაროებზე განთავსება, კლიმატის კონტროლი, სიგნალიზაციის სიტემა)
69,800
x
x
x
x
x
x
x
D. კოლექციის მენეჯმენტი და გამოფენის პროექტირება და განვითარება (ტრეინინგი/ექსპერტთა დოკუმენტის გამოქვეყნება)
60,000
x
x
x
x
x
x
E. მენეჯმენტის სფეროში უნარ-ჩვევების განმტკიცება
7,500
x
x
x
x
x
x
x
F. მოსამზადებელი სამუშაოები პერმანენტული გამოფენისთვის (მათ შორის პანელების, საგამოფენო დარბაზისა და სადემონსტრაციო სტენდის, სენსორული ეკრანების, სხვ შესყიდვა) და დოკუმენტაციის (კომპაქტ-დისკების და კატალოგის ) წარმოება.
40,000
x
x
x
x
მუზეუმთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, მათ შორის ადმინისტრაციული.
30,000
x
x
x
x
x
x
x
x
x
x
x
x
UNESCO-ს და ექსპერტთა მონიტორინგის/ შეფასებითი მისიები
8,000
x
UNESCO-ს შტაბ-ბინის მიერ უზრუნველყოფილი ზედამხედველობა/კოორდინაცია, მენეჯმენტი და ადმინისტრაცია
105,000
პროგრესის ამსახველი ანგარიშების წარდგენა
x
x
OAM-ს მიერ საბოლოო ანგარიშის წარდგენა: წელი 1
x
6.2 საბიუჯეტო ხარჯთაღრიცხვა ხარჯვითი მუხლების მიხედვით: აშშ დოლარი
ბიუჯეტის კომპონენტი
რაოდენობა
ერთეულის ფასი
წელი 1
წელი 2
წელი 3
სულ
10’ UNESCO-ს პერსონალის მონიტორინგის/შეფასებითი მისიები (2 პირი 1 წელს/1 პირი მე-2 და მე-3 წელს)
1
2,500
2,500
2,500
2,500
7,500
შუალედური
2,500
2,500
2,500
7,500
11
ერთი საერთაშორისო კონსულტანტი, რომელიც ჩაატარებს ტრეინინგს საინვენტარიზაციო რეესტრის შექმნის სფეროში (1 მისია წელიწადში).
ორი საერთაშორისო კონსულტანტი (ერთი კონსერვაციის მენეჯმენტის სფეროში, ერთი _ უსაფრთხოების სფეროში), რომელიც განახორციელებს წელიწადში ერთ მისიას:
წელი 1: აპარატურის ინსტალირება/ტრენინგი; წელი 2 და 3: მონიტორინგი/ტრეინინგი.
ერთი საერთაშორისო კონსულტანტი, რომელიც განახორციელებს ტრეინინგს კულტურის ობიექტების რესტავრაციისა და კონსერვაციის სფეროში.
ორი საერთაშორისო კონსულტანტი (ერთი კოლექციის მენეჯმენტის, ერთი _ გამოფენის პროექტირების/განვითარების სფეროში): წელიწადში 1 მისია 2 ექსპერტისთვის.
ერთი ექსპერტი მუზეუმის მენეჯმენტის (მაიჰაუგენი) სფეროში, რომელიც განახორციელებს საჭიროებათა შეფასების მისიას პირველ წელს, და თითო მისიას მე-2 და მე-3 წელს სასწავლო სემინარის ჩატარების მიზნით.
ერთი ექსპერტი მუზეუმის დაგეგმვის სფეროში, რომელიც განახორციელებს საკონსულტაციო მისიას პირველ წელს, და პროექტის შეფასების მისიას მე-3 წლის ბოლოს.
პროექტის კოორდინაცია/ზედამხედველობა UNESCO-ს შტაბბინაში
ერთი არასრული განაკვეთის კონსულტანტი პროექტის მენეჯმენტის სფეროში UNESCO-ს შტაბ-ბინაში
13
ადმინისტრაციული მხარდაჭერა UNESCO-ს შტაბბინაში
3 მისია
1 პირი
6 მისია
2 პირი
6 მისია
1 პირი
6 მისია
2 პირი
3 მისია
1 პირი
2 მისია
1 პირი
1 პირი
5,000
5,000
5,000
5,000
2,500
3,500
2,000p/m
4,000
10,000
5,000
10,000
2,500
3,500
8,000
20,000
4,000
4,000
10,000
5,000
10,000
2,500
8,500
20,000
4,500
4,000
10,000
5,000
10,000
2,500
3,500
9,000
20,000
5,000
12,000
30,000
15,000
30,000
7,500
7,000
25,000
60,000
13,500
შუალედური
67,000
64,500
69,000
200,500
20. კონტრაქტები მუზეუმისთვის: ეროვნულ დონეზე დაფინანსებული საქმიანობის იმპლემენტაცია, რომელიც მოიცავს შემდეგს: ეროვნული ასისტენტი, რომელიც ადმინისტრაციულ დახმარებას გაუწევს პროექტის ეროვნულ კოორდინატორს; ყველა სახის მასალის მიწოდება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ტრეინინგი კონსერვაციის საბაზისო საკითხებზე; ხალხური რეწვის სფეროში ტრენინგის დაფინანსება; რეგიონებში ხალხური რეწვის პროდუქციის წარმოების განვითარება/საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, გამოფენისა და საგამოფენო მასალების (პანელები, საგამოფენო დარბაზები, საჭდეები, განათება, სენსორული ეკრანები) უზრუნველყოფა; მასალების შესყიდვა, რომლებიც უზრუნველყოფს ექსპონანტების შენახვას, კლიმატის კონტროლს და უსაფრთხოებას; პროექტით გათვალისწინებულ საკითხებზე ნებისმიერი სახელმძღვანელო წიგნის შედგენა; ექსპერტთა სადისკუსიო ვებგვერდის შექმნა შორი მანძილიდან პროექტით გათვალისწინებული საქმიანობისთვის ზედამხედველობის გაწევის მიზნით; დოკუმენტების შემუშავება: სახელმძღვანელო, კატალოგი და კომპაქტ-დისკი ხის არქიტექტურის სფეროში: წელიწადში 1 კონტრაქტი.
3
50,000
59,500
57,000
166,500
შუალედური
50,000
59,500
57,000
166,500
50: კომუნიკაციები/სხვა ხარჯები
1,800
2,000
2,000
5,800
შუალედური
1,800
2,000
2,000
5,800
სულ ოპერაციული ხარჯების გარდა
121,300
128,500
130,500
380,300
პროგრამის ოპერაციული ხარჯები: 13%
15,769
16,705
16,965
49,439
მთლიანი ბიუჯეტი ოპერაციული ხარჯების გათვალისწინებით
137,069
145,205
147,465
429,739
სულ ბიუჯეტი
429,739
6.3. პროექტთან დაკავშირებული მთლიანი ხარჯი დაფინანსების წყაროს მიხედვით
დაფინანსების წყარო
თანხა აშშ დოლარებში
მთლიანი თანხის პროცენტი
UNESCO/ნორვეგიის სატრასტო ფონდი
100
100
სულ, ოპერაციული ხარჯების ჩათვლით
429,739