“ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/1796
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016226
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკ ისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/ 1796

2012 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

  მუხლი 1. „ატრაქციონების უსაფრთხოების წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებასა (სსმ III, 21.05.2007, №71, მუხ. 773) და მითითებული ბრძანებით დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:”

2. წესების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედვლობის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოების (შემდგომ – შესაბამისი ორგანოები) საზედა მ ხედველო სფეროს განეკუთვნება რთული საინჟინრო კონსტრუქციის ატრაქციონები.”

 3. წესების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 4. წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საქრობი საშუალებების სახეობა, რაოდენობა და მათი შენახვის ადგილი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 მარტის №449 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში მოქმედი სა ხ ანძრო უსაფრთხოების წესებით”.

 5. წესების 23-ე მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ექსპლუატაციაში გაშვებამდე „წესების“პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ატრაქციონები ექვემდებარება სააგენტოში ან შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციას“.

 ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ატრაქციონების რეგისტრაცია წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად”.

 გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოში ან შესაბამის ორგანოებში საქარხნო პასპორტის არმქონე ატრაქციონის რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს სპეციალიზებული ორგანიზაციის მიერ შედგენილი პასპორტის საფუძველზე. მისი შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს:

 ა) ატრაქციონის ან მისი ცალკეული ელემენტების სიმტკიცისა და მდგრადობის გაანგარიშებაზე დამყარებული დასკვნა;

 ბ) ლითონკონსტრუქციის მასალის ქიმიური ანალიზის და მექ ა ნიკური თვისებების შესახებ დასკვნა;

 გ) ლითონკონსტრუქციის მდგრადობის და შენადუღ შეერთებათა ხარისხის დამადასტურებელი აქტი";

  დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ატრაქციონის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად”.

 6. წესების 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ატრაქციონებზე დაცული უნდა იყოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 მარტის №449 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში მოქმედი სა ხ ანძრო უსაფრთხოების წესების” მოთხოვნები”.

  მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 23 სექტემბრიდან.

 ვ. ქობალია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.09.2012.
როდის იქნა მიღებული “ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
“ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.09.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/1796. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.024.016226.
რამდენი მუხლისგან შედგება “ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.09.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1-1/1796, 14.09.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016226 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1743764/