„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის გარემოს სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 07.09.2012
ძალაში შესვლა 07.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №15/26
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016111
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/09/2012
matsne.gov.ge 414 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.09.2012 მიღება
07.09.2012 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სახელით   /ხელმოწერილია/ ლიტვის რესპუბლიკის გარემოს სამინისტროს სახელით /ხელმოწერილია/

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის გარემოს სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის გარემოს სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და ლიტვის რესპუბლიკის გარემოს სამინისტრო, შემდგომში „მხარეები“, გამოხატავენ რა სურვილს, ხელი შეუწყონ და გააძლიერონ ორმხრივი თანამშრომლობა, რათა დაეხმარონ ორივე ქვეყანას ეროვნული და საერთაშორისო გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევაში და გააუმჯობესონ ორივე ქვეყანაში გარემოს მდგომარეობა, მოქმედებენ რა ორივე ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო სამართლით აღიარებული პრინციპების თანახმად, თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ და განავითარებენ თანასწორუფლებიან თანამშრომლობას გარემოს დაცვის სფეროში, რაც ხელსაყრელი და სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისათვის. მუხლი 2🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივ ძალისხმევას გარემოს დაცვის სფეროში შესაბამის სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურულ ერთეულებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, ინსტიტუტების, ორგანიზაციებისა და კერძო სამეწარმეო სუბიექტების ჩათვლით. მუხლი 3🔗 ეს შეთანხმება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მხარეებს განავითარონ მჭიდრო თანამშრომლობა გარემოს დაცვის სფეროში შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: a) გარემოს დაბინძურებისა და გარემოს მდგომარეობის მონიტორინგი; b) დაცული ტერიტორიების მართვა, ეკოტურიზმის განვითარება და დაცულ ტერიტორიებზე ისტორიული სახეობების რეინტროდუქცია; c) ევროპული ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მოხელეთა გადამზადება. მუხლი 4🔗 მხარეები ითანამშრომლობენ შემდეგი ფორმებით: a) ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება; b) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, სტანდარტების და გეგმების შესახებ ინფორმაციის გაცვლა; c) ექსპერტთა კონსულტაციების, ერთობლივი შეხვედრების, კონფერენციების ორგანიზება; d) სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლა; e) თითოეულ ქვეყანაში ორგანიზებულ საერთაშორისო გარემოსდაცვით კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში ექსპერტთა მონაწილეობა; f) თანამშრომლობის სხვა ურთიერთშეთანხმებული ფორმები. მუხლი 5🔗 1. მხარეები, შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან 3 თვის ვადაში, ერთმანეთს წერილობით აცნობებენ თანამშრომლობის განხორციელებაზე კოორდინატორების დანიშვნის თაობაზე. 2. კოორდინატორებს ექნებათ რეგულარული კონტაქტები ერთობლივი შეხვედრებისა და/ან სხვა საშუალებებით. მუხლი 6🔗 მხარის მიერ წარდგენილ ექსპერტთა დელეგაციების მგზავრობის ხარჯები დაფარული იქნება წარმდგენი მხარის მიერ, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული. მუხლი 7🔗 მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით და ძალაში შევა იმავე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული ოქმი წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 8🔗 ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკების გზით. მუხლი 9🔗 1. ეს შეთანხმება მოქმედებს  განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისთვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით  წერილობითი შეტყობინების გზით. ეს შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან 6 თვის შემდეგ. შერულებულია თბილისში, 2012 წლის 7 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ლიტვურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სახელით /ხელმოწერილია/ ლიტვის რესპუბლიკის გარემოს სამინისტროს სახელით /ხელმოწერილია/