„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№395
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.017068
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№395

2012 წლის 18 სექტემბერი

 ქ. თბილის ი

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო  პროგრამის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/03/2012, 470230000.10.003.016788) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 1 ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვასა და სპეციალური სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებებს, 1 რეანიმობილის, 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 4 მანქანის შესყიდვას;“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  შესყიდვებიდან ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებების შესყიდვა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 4 მანქანიდან 2 მანქანის შესყიდვა/აღჭურვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამარტივებული შესყიდვის საშუალებით,  ხოლო პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანარჩენი შესყიდვები – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვროს 17 803.0 ათასი ლარით.

2. პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით, წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

 

კომპონენტები და ღონისძიებები

ღირებულება (ათასი ლარი )

1

სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობისა და რეაბილიტაციის /რეკონსტრუქციის კომპონენტი

5,733.0

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის სამუშაოები

461.0

ბ)

საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის მშენებლობა

4,250.0

გ)

პათოლოგიური ლაბორატორიის სამშენებლო სამუშაოები

1,022.0

2

აღჭურვის კომპონენტი

11,518.0

ა)

1 ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვა და სპეციალური სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებები, 1 რეანიმობილისა და 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 4 მანქანის შესყიდვა

1,218.0

ბ)

ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვისათვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნა, შესაბამისი პროგრამული ლიცენზიებისა და საჭირო მომსახურებების შესყიდვა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სერვერული ცენტრის რესურსების გასაზრდელად შესაბამისი ტექნიკის და ამ მიზნით სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა

8,800.0

გ)

საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის აღჭურვა

1,500.0

3

საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი

370.0

 

ფსიქიატრიული დაწესებულებებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კომპლექსის, საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრისა და პათოლოგიური ლაბორატორიის სამშენებლო, სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, ფსიქიატრიული დაწესებულებებისათვის შესაბამისი გეოლოგიური კვლევები) დოკუმენტაციის მომზადება

370.0

4

ადმინისტრირების კომპონენტი

182.0

 

                                   სულ:

17,803.0“.

 

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ი . მერაბიშვილი