განჩინება შპს ,,ქობულეთის ტყე 2000-ის’’ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1121-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

                                                               2012 წლის 18 სექტემბერი                                               

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი – მოვალე შპს ,,ქობულეთის ტყე 2000 ’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 246955941 )

წარმომადგენელი –რეზო კაიკაციშვილი (დირექტორი)

მოთხოვნა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ ერთპიროვნულად განიხილა შპს „ქობულეთის ტყე 2000 ’’- ი ს დირექტორის რეზო კაიკაციშვილის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებ ის შესახებ

გამოარკვია:

2012 წლის 05 სექტემბერს შპს ,,ქობულეთის ტყე 2000 ’’-ის სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა რეზო კაიკაციშვილმა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნია დიდი ოდენობით კრედიტორული დავალიანება. მათ შორის , 61950 ლარი წარმოადგენს საგადასახადო დავალიანებას, რომელიც არის უზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება (საზოგადოების ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებით). განმცხადებელმა მოითხოვა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად , გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება შპს ,,ქობულეთის ტყე 2000 ’’-ის მიმართ.

2012 წლის 7 სექტემბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სასამართლოსათვის წარმოედგინა მტკიცებულებები, კერძოდ , ქონების დამადასტურებელი მტკიცებულება (შესაბამისი ცნობა (ინფორმაცია) საჯარო რეესტრიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან). ასევე დაევალა წარმოედგინა ინფორმაცია საზოგადოების დებიტორული დავალიანების შესახებ.

აღნიშნული ხარვეზის შესავსებად განმცხადებელს განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.

2012 წლის 13 სექტემბერს შპს ,,ქობულეთის ტყე 2000 ’’-ის დირექტორის რეზო კაიკაციშვილის მიერ გამოსწორდა დადგენილი ხარვეზი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები.

 სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

 განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,ქობულეთის ტყე 2000’’-ს არ გააჩნია არავითარი უძრავი ქონება, არ გააჩნია ფულადი თანხები ანგარიშზე, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე (არ არსებობს არანაირი ქონება), ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.

 სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ქობულეთის ტყე 2000’’-ის დირექტორს რეზო კაიკაციშვილს უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

      მოსამართლე          გ . მაკარიძე