განჩინება შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანიის’’კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11595-10
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  2012 წლის 13 სექტემბერი                            

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი: მოვალე – შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანი’

საიდენტიფიკაციო კოდი 205203849

წარმომადგენელი: ლევან თარგამაძე (დირექტორი)

გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო

მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოვალე შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2010 წლის 8 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის’’ დირექტორმა ლევან თარგამაძემ და ითხოვა აღნიშნული საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა. 2010 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მიღებული იქნა წარმოებაში, გაკოტრების მმართველად დანიშნულ იქნა ალექსანდრე ქოროღლიშვილი.

2011 წლის 6 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის’’ გაკოტრების მმართველმა ალექსანდრე ქოროღლიშვილმა და მოითხოვა გათავისუფლებულიყო დაკისრებული მოვალეობის შესრულებისაგან და დანიშნულიყო სხვა გაკოტრების მმართველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 დეკემბრის განჩინებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.

2012 წლის 10 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნულ მა ბიურომ მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: 1. მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან მოძიების შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტა; 2. დაგვიანებით წარმოდგენილი კრედიტორული მოთხოვნების აღიარების საკითხის გადაწყვეტა.

სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ განცხადებას, მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრება ამ კანონის დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

:

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 19 ოქტომბერს 17:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №29) შემდეგი დღის წესრიგით: 1. მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან მოძიების შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტა; 2. დაგვიანებით წარმოდგენილი კრედიტორული მოთხოვნების აღიარების საკითხის გადაწყვეტა.

2. შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის’’ გაკოტრების მმართველს აღსრულების ეროვნულ ბიუროს   დაევალოს განჩინების ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ გამოქვეყნება, კრედიტორთათვის კრედიტორთა კრების ჩატარების დროის თაობაზე შეტყობინებების დაგზავნა, ასევე განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ამავე სასამართლოში მხარეებისათვის განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე                          თ. ჭუნიაშვილი