„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს №148 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№164
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016372
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №16 4

2012 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს №148 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბ:

მუხლი 1 . „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს №148 ბრძანებ ით (სსმ, ვებგვერდი, 22.08.2012 წ., 040030000.22.027.016357) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იუსტიციის სახლს ჰყავს სათავო ოფისი: საოპერაციო პროცესების, ფინანსური, ადამიანური რესურსების მართვის, პროდუქტების განვითარების, მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების დირექტორები.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ფინანსური ოპერაციების ა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქმისწარმოების ა და პროტოკოლის სამსახური;“.

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საოპერაციო პროცესების დირექტორი უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის მიმდინარე საოპერაციო საქმიანობის ხარისხიან და შეუფერხებელ წარმოებას, ხელს უწყობს იუსტიციის სახლის პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებას;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის საქმიანობის მხარდაჭერას ადამიანური რესურსებით ა და ადმინისტრაციული საჭიროებებით;“.

4. მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელ ს აც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი. მათი უფლებამოსილებები განისაზღვრება იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.“.

5. ამოღებულ იქნეს მე-16 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი.

6. ამოღებულ იქნეს მე-20 მუხლი.

7. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 21. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის მეთოდოლოგიის შექმნა და განვითარება;

ბ) ადამიანური რესურსების მოზიდვა, შერჩევა/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა;

გ) თანამშრომლებთან დასადები შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და ხელმოწერის პროცესის ორგანიზება, თანამშრომლების პირადი საქმეების ფორმირება და მართვა;

დ) თანამშრომელთა შეფასების (მოტივაციის) სისტემის შექმნა და წარმოება;

ე) თანამშრომლების შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა და სათანადო დოკუმენტური გაფორმება;

ვ) იუსტიციის სახლში შრომის შინაგანაწესის შემუშავება;

ზ) ადამიანური რესურსების ბაზის გაუმჯობესების, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების ინიცი ი რება და ორგანიზება;

თ) თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმების შედგენა, ხელმძღვანელობისთვის შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება;

ი) თანამშრომლების საქმიანობასთან მათი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისობის ანალიზი;

კ) თანამშრომლების მოტივაციის გაზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ლ) თანამშრომელთა მიერ შრომით პირობებთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

მ) თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და მათ შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება;

ნ) შიდა საზოგადოებრივ ჯგუფებთან კომუნიკაცია.“.

8. 22-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22. საქმისწარმოებისა და პროტოკოლის სამსახური“.

მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი