2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის, ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების და სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 19.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №400
სარეგისტრაციო კოდი 190020060.10.003.017073
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/09/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,322 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის, ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების და სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და წესის განსაზღვრის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Default, li.Default, div.Default {mso-style-name:Default; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; color:black;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzacixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №400 2012 წლის 19 სექტემბერი  ქ. თბილისი 2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე  IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის, ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსების და სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და წესის განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗. 2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV-V საფეხურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის მიზნით, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის 6​1 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. 2012-2013 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, IV ან V საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური არ უნდა აღემატებოდეს  2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარს. 2. IV და V საფეხურების პროფესიული განათლების დასაფინანსებლად გაიცემა 360 000 (სამას სამოცი ათასი) ლარი შემდეგი განაწილებით: ა) სრული დაფინანსებისათვის (100 პროცენტი) – 37 500 (ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი; ბ) ნაწილობრივი დაფინანსების მაქსიმალური ოდენობით დაფინანსებისათვის (70 პროცენტი) – 67 500 (სამოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი; გ) ნაწილობრივი დაფინანსების საშუალო ოდენობით დაფინანსებისათვის (50 პროცენტი) – 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი; დ) ნაწილობრივი დაფინანსების მინიმალური ოდენობით დაფინანსებისათვის  (30 პროცენტი) – 100 000 (ასი ათასი) ლარი; ე) 2012-2013 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე IV ან V საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისათვის – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი შემდეგი კატეგორიის სტუდენტებისათვის: ე.ა) სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლი (უდედმამო) – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი; ე.ბ) სტუდენტები, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი; ე.გ) სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე – 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი; ე.დ) სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში  და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი. 3. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დასაფინანსებლად საკმარისი არ არის სრული დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება ნაწილობრივი დაფინანსების მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში სრული დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი დაფინანსების მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას. 4. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დასაფინანსებლად საკმარისი არ არის ნაწილობრივი დაფინანსების მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება ნაწილობრივი დაფინანსების საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ნაწილობრივი დაფინანსების მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი დაფინანსების საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას. 5. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დასაფინანსებლად საკმარისი არ არის ნაწილობრივი დაფინანსების საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება ნაწილობრივი დაფინანსების მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ნაწილობრივი დაფინანსების საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი დაფინანსების მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას. 6. ის აბიტურიენტები, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დასაფინანსებლად საკმარისი არ არის ნაწილობრივი დაფინანსების მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ. 7. ამ დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. 8. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვებს გრანტის ნაწილობრივ ოდენობას, სოციალური პროგრამის ფარგლებში მისი სწავლის საფასური შეივსება შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ოდენობამდე, მაგრამ არა უმეტეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობისა. 9. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს იმ პირმა (შემდგომში – სტუდენტი), რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა IV ან V საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და ვერ მოიპოვა გრანტის სრული ოდენობა, ან მოიპოვა გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და განეკუთვნება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას. 10. აბიტურიენტი, რომელმაც მოიპოვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, მაგრამ კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაირიცხა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვერ მიიღებს დაფინანსებას სოციალური პროგრამის ფარგ ლებში. 11. სტუდენტი, რომელიც გა­ნეკუთვ­ნება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორ ან მეტ კატეგორიას, პირადი განცხადების საფუძველზე დაფინანსებას მოიპოვებს ერთ-ერთ კატეგორიაში. 12. თუ აკრედიტებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრა­მაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კატეგო­რიაში შემავალი სტუდენტების რაოდენობა (შემდ­გომში – დასაფინანსე­ბელი სტუდენტები) აღემატება ამ კატეგორიისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობას, თანხა გაი­ცე­მა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულების ჯამით რანჟირების საფუძველზე. 13. თუ აკრედიტებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით გამოყოფილი თანხის ოდენობა აღემატება კონკრეტული კატეგორიის ფარგლებში დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობას, დარჩენილი თანხა დაემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას. 14. თუ სოციალური პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, დარჩენილი თანხა დაემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, ნაწილობრივი დაფინანსების მინიმალური ოდენობით დაფინანსებისათვის გამოყოფილ თანხას. 15. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფი­ნანსების მო­საპოვებლად სტუდენტი წარადგენს განცხადებას, რომლის ფორმა და წარ­სადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მტკიცდე­ბა საქართველოს განათლე­ბისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 16. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარადგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 8 ოქტომბრის ჩათვლით. 17. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები უფლებამოსილი არიან განცხადება წარად­გინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის ტერი­ტო­რიულ ორგანოში – საგანმანათლებლო რესურს­ცენტრში (შემ­დ­გომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრი) 1 ოქ­ტომბრის ჩათვლით. საგანმანათლებლო რესურსცენტრი საქარ­თველოს გა­ნათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამი დღის ვადაში წარუდ­გენს სტუდენტთა განცხადებებსა და თან­დართულ დოკუმენტაციას. 18. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფი­ნანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქარ­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ­თლებ­რივი აქტით. 19. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მო­პო­ვების შემ­თხვევაში, ამ პირის მოთხოვნის საფუძველზე, ცნო­ბის სა­­ხით გაიცემა ამო­ნაწერი ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვა­ლის­წინებული ინდივიდუა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებ­რი­ვი აქტიდან. 20. 2012-2013 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო და­წე­სებულე­ბებში აკრედიტებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პრო­გ­რამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგ­ლებში დაფინანსების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორ­მი­რების მიზნით, საქართველოს განათ­ლე­ბისა და მეცნიერების სა­მინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების სა­განმანათლებლო რესურსცენტრებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მიწოდება, ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება. მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი            ი . მერაბიშვილი