ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიას საჯარო სკოლის დაფუძნებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№195/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016461
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №195/ნ

2012 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიას საჯარო სკოლის  დაფუძნებისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის და,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.   ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით , დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიას საჯარო სკოლა.  

მუხლი 2. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233) დამტკიცებულ ი№2 დანართის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ მარტვილის   საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების გრაფას დაემატოს შემდეგი შინაარსის 37-ე პუნქტი:

 

37

გელა ჭედიას სახელობის მარტვილის  მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიას საჯარო სკოლა

სოფელი ლეციცხვაია

დაწ-საბ

 

მუხლი 3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

ხ . დეკანოიძე