„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№785
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.016155
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/09/2012

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №785

2012 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფ ო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე-4 პუნქტის ა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007წ., №134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა (დანართი №14);‘‘.

2. ბრძანების 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. სამხედრო მოსამსახურეთათვის ამ ბრძანებით განსაზღვრული სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობები, ვრცელდება, აგრეთვე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაბამის დებულებაში მითითებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კონკრეტული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებზე.‘‘

3. ბრძანების 24 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,24. სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირების შრომის ანაზღაურება განისაზღვრება №20 დანართით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობითა და მე-12 და მე-20 პუნქტებით განსაზღვრული ყოველთვიური პროცენტული დანამატებით.‘‘

4. ბრძანებას დაემატოს 29 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,29. სამოქალაქო პირს, რომელიც დანიშნულია სამხედრო მფრინავის ან მფრინავი შემადგენლობის (ბორტინჟინერის, ბორტტექნიკოსის, ბორტმექანიკოსის, ბორტოპერატორის) სამხედრო საშტატო თანამდებობაზე, შესაბამისი სამედიცინო კომისიის დასკვნით ვარგისია საფრენოსნო სამუშაოების შესასრულებლად და უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით დაშვებულია პრაქტიკულ ფრენებზე, №20 დანართით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურებაზე დამატებით მიეცემა:

ა) მე-14 დანართით გათვალისწინებული დანამატი მინიჭებული ან/და დადასტურებული შესაბამისი საკლასო კვალიფიკაციისათვის გათვალისწინებული ოდენობით, თუ მას საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი წესით განსაზღვრული კომისიის რეკომენდაციითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული ან/და დადასტურებული აქვს შესაბამისი საკლასო კვალიფიკაცია;

ბ) №21 დანართით გათვალისწინებული დანამატი.‘‘

5. ბრძანების მე-6 პუნქტის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა სამხედრო მოსამსახურეებისათვის განისაზღვროს თვეში:.‘‘

6. ბრძანების მე-6 პუნქტის ,,დ.ბ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ.ბ) სამხედრო მფრინავებისათვის და მფრინავი შემადგენლობისთვის – 145 ლარის ოდენობით;‘‘

7. ბრძანების მე-15 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,15. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს საბრძოლო დავალების, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო დავალების სანიმუშოდ შესრულებისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ,,მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების“ მუხლით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო და/ან პრემია, აგრეთვე ერთჯერადი დახმარება. ფულადი ჯილდო გაიცემა ,,საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებით დამტკიცებული წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში და გათვალისწინებული ოდენობით, ხოლო პრემია ან ერთჯერადი დახმარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით.

16. მფრინავი შემადგენლობის იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და სამხედრო მფრინავებს, მიეცეთ დანამატი დანართი №21-ის მიხედვით. ამასთან, სამხედრო მფრინავებს (მათ შორის სამხედრო მფრინავის თანამდებობაზე დანიშნულ სამოქალაქო პირებს), თითოეული საბრძოლო გაფრენისათვის ეძლევათ დანამატი 72 ლარის ოდენობით.‘‘.

8. ბრძანების მე-40 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,40. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დაღუპვის, ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 421 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები, მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, მითითებულ ოჯახს დამატებით შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში მყოფი პირის ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დაღუპვის სხვა შემთხვევაში მისი ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით. ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.‘‘

9. ბრძანების 401 პუნქტის

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ ბრძანების მე-40 პუნქტში მითითებულ პირთა ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს;

ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობამდე ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე, უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ან სპეციალური წოდების მქონე პირის ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს;“;

ბ) „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) 41-ე პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო პირის (მათ შორის, შტატგარეშე საჯარო მოსამსახურის), აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაღუპული მოსამსახურის ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს;

ე) საომარი მოქმედებების დროს დაღუპული პირის ოჯახის ერთ-ერთ ან რამოდენიმე წევრს, თუ დაღუპულ პირს გავლილი ჰქონდა სამხედრო სარეზერვო სამსახური;“

ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს და მათი ოჯახის ერთ-ერთ ან რამოდენიმე წევრს.“

10. ბრძანების 42-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,42. ამ ბრძანების:

 ა) მე-40 პუნქტის პირველი წინადადების, 41-ე და 411 პუნქტების მიზნებისათვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: პირველ რიგში მეუღლე, არასრულწლოვანი (შვილ(ებ)ი და სრულწლოვანი შრომისუუნარო (შვილ(ებ)ი, ხოლო მათი არყოლის შემთხვევაში მეორე რიგში მშობლები და სრულწლოვანი (შვილ(ებ)ი. თუ ოჯახის წევრები არ განსაზღვრავენ ერთ პირს დახმარების მისაღებად, მაშინ დახმარება თანაბარწილად გაიცემა ყველა წევრზე (მათ შორის, 18 წლამდე დაქორწინებული პირი), ხოლო არასრულწლოვანი (გარდა 18 წლის ასაკამდე დაქორწინებულისა), აგრეთვე სრულწლოვანი შრომისუუნარო (შვილ(ებ)ის დახმარებას, მათი სახელით, იღებს (შვილ(ებ)ის კანონიერი წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ დახმარების მიმღებ პირს შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, დახმარების მიღებაზე უფლებამოსილი პირის წილს მიიღებენ იმავე რიგში მყოფი ოჯახის სხვა წევრები თანაბარწილად, ხოლო მათი არყოლის შემთხვევაში შემდგომ რიგში მყოფი ოჯახის წევრები;

ბ) მე-40 პუნქტის მეორე წინადადების და 401 პუნქტის მიზნებისათვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: მეუღლე, შვილ(ებ)ი, მშობლები.‘‘

 11. ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

12. ბრძანების №9 დანართის შენიშვნის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9 . საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების (გარდა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დისციპლინური გადაცდომის ან შეუსაბამობის გამო) ბინის ქირავნობის ვადამდე შეწყვეტის გამო ანაზღაურებული ან ასანაზღაურებელი ჯარიმის/საურავის (სხვა სახის პასუხისმგებლობის ზომის) ოდენობა და ამ თანხების გადახდის წინაპირობები.“

13. ბრძანების დანართი №14 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2

1. ეს ბრძანება (გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-8, მე-10, მე-12 და მე-13 პუნქტებისა) ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-4 და მე-13 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის პირველი ივნისიდან, ამასთან ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-4 და მე-13 პუნქტები 2012 წლის 1 ივნისამდე, აგრეთვე გავრცელდეს სამოქალაქო პირების მიერ სამხედრო მფრინავის ან მფრინავი შემადგენლობის (ბორტინჟინრის, ბორტტექნიკოსის, ბორტმექანიკოსის, ბორტოპერატორის) თანამდებობაზე დანიშვნის პერიოდში ფაქტობრივად მიღებულ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობრივი სარგოს ორმაგ ან სამმაგ ოდენობაზე და № 14 დანართით გათვალისწინებულ დანამატებზე.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე- 3 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.

4. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 და მე- 10 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 15 აგვისტოდან.

5. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტი გავრცელდეს მის ამოქმედებამდე წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებზეც.

6. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 27 აგვისტოდან.

 დ. შაშკინი

დანართი №1

სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი

და წოდებრივი სარგოების ნუსხა

                                                                                                                                (ლარებში)

წოდება

კოდი

თანამდებობრივი

სარგო

შესაბამისი

თანამდებობის

წოდებრივი

ზღვარის

მიხედვით

წოდებრივი

სარგო

ფაქტ ობრივი

წოდების

მიხედვით

1

არმიის გენერალი

G-4

1 550

120

2

გენერალ-ლეიტენანტი, ადმირალი

G-3

1 500

110

3

გენერალ-მაიორი, ვიცე-ადმირალი

G-2

1 470

100

4

ბრიგადის გენერალი, კონტრ-ადმირალი

G-1

1 380

85

5

პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი

O-6

1 245

75

6

ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი

O-5

1 115

60

7

მაიორი, III რანგის კაპიტანი

O-4

925

50

8

კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი

O-3

920

40

9

უფროსი ლეიტენანტი

O-2

915

30

10

ლეიტენანტი

O-1

910

25

11

მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი

S-7

790

17

12

მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი

S-6

785

15

13

უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი

S-5

780

13

14

სერჟანტი, მიჩმანი

S-4

775

11

15

უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი

S-3

770

9

16

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი,საზღვაო

კაპრალი,საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი

S-2

765

7

17

I კლასის რიგითი,

I კლასის საზღვაო რიგითი

S-1

760

5

18

რიგითი, საზღვაო რიგითი

So-1

7

 

დანართი №14

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთ მოსამხურეთა

დანამატების ნუსხა

(ლარებში)

მოსამსახურეთა კატეგორია

დანამატი

თვეში

1

პირველი კლასის სამხედრო მფრინავი (შტურმანი)

960

2

მეორე კლასის სამხედრო მფრინავი (შტურმანი)

600

3

მესამე კლასის სამხედრო მფრინავი (შტურმანი)

360

4

პირველი კლასის ბორტინჟინერი (ბორტმექანიკოსი, ბორტტექნიკოსი)

600

5

მეორე კლასის ბორტინჟინერი (ბორტმექანიკოსი, ბორტტექნიკოსი)

420

6

მესამე კლასის ბორტინჟინერი (ბორტმექანიკოსი, ბორტტექნიკოსი)

240

 

შენიშვნა: დანართში მითითებული კლასის მინიჭების წესი და საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.