„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1/141
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა  №1/141           

2012 წლის2 აგვისტო         

 ქ. თბილისი

„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. 33 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 33. რუსთავის საქალაქო სასამართლო

1. შეიქმნას რუსთავის საქალაქო სასამართლო.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი ს – რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 8 მოსამართლით.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 3 მოსამართლით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 2 მოსამართლით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 2 მოსამართლით.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში.“.

3. 58 -ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნოს: ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, თელავის, მცხეთის, საგარეჯოს, სიღნაღის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, წალკისა და ხაშურის რაიონული, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.“.

4. გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 629 მუხლი:

„მუხლი 629 . რუსთავის საქალაქო და გარდაბნის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებები

1. 2012 წლის 11 სექტემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს რუსთავის საქალაქო და გარდაბნის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2012 წლის 11 სექტემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი რუსთავის საქალაქო სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

2. გარდაბნის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2012 წლის 11 სექტემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე გარდაბნის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2012 წლის 11 სექტემბრიდან გადაეცეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ამ მუხლში აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.“.

 

მუხლი 2

1. ეს გადაწყვეტილება, გარდა პირველი მუხლის პირველი – მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2012 წლის 10 აგვისტოდან.

2. ამ გადაწყვეტილების პირველი მუხლის პირველი – მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 11 სექტემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის                  

უმაღლესი საბჭოს მდივანი            ვ. ცერცვაძე