⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.04.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.09.2012
ძალის დაკარგვა 24.04.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №პირადი ნომერი
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016468
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/09/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,722 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.09.2012 მიღება
24.04.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
ბინა სამსახური
ნომერი პირადი ნომერი
სწავლების წლები სასწავლო დაწესებულება
უცხო ენები საშუალოდ
სამუშაოზე მოწყობის თარიღი სამუშაოდან წასვლის თარიღი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzacixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.95pt 45.0pt 1.0in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №410 2012 წლის 21 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე- 3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად. მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის №1131 ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა . ხეთაგური საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატში და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურში (შემდგომში – სახაზინო სამსახური) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს. 2. სამინისტრო ან სახაზინო სამსახური უფლებამოსილია სტაჟირების გავლის უზრუნველსაყოფად მიმართო ს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ფინანსთა სამინისტროს აკადემიას. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგინდეს სტაჟირების გავლის ამ წესისაგან განსხვავებული წესი და პირობები.  მუხლი 2🔗 1. სამინისტრო, ახორციელებს რა მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო, სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში, უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარებას, კვალიფიციური კადრების მომზადებას, გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, ზრუნავს კადრების რეზერვის შექმნაზე. 2. კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, სამინისტრო სტაჟირების გასავლელად იღებს პერსპექტიულ ახალგაზრდებს, ხელს უწყობს მათი პროფესიული დონის ამაღლებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ქმნის საფინანსო, საბიუჯეტო, საგადასახადო კანონმდებლობის და სხვა შესაბამის სფეროში ცოდნის დონის ამაღლების პირობებს.     მუხლი 3🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში ამ წესით რეგულირებადი, ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე საქმიანობა; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ; დ) დაწესებულება – სამინისტროს ცენტრალური აპარატი და სახაზინო სამსახური. თავი II  სტაჟიორების შერჩევა და სტაჟირების გავლის წესი     მუხლი 4🔗 1. სტაჟიორად პირის მიღება ხდება კონკურსის წესით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უკონკურსოდ კანდიდატის სტაჟიორად მიღების შესახებ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში . 3. ანაზღაურებადი სტაჟირების შემთხვევაში, ანაზღაურებად სტაჟიორთა რაოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სტაჟიორთა მიღების მიზნით კონკურსს აცხადებს დაწესებულების ხელმძღვანელი, რის თაობაზეც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება: ა) დაწესებულების იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის დასახელება, სადაც ცხადდება კონკურსი; ბ) კონკურსის თემატიკა, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ინფორმაცია კონკურსის ჩატრების წესის და პირობების შესახებ; გ) ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ; დ) ინფორმაცია შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ (ანაზღაურებადი სტაჟირების შემთხვევაში).     მუხლი 5🔗 სტაჟიორად მიიღება შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე პირი ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის (ბაკალავრიატის) დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.     მუხლი 6🔗 1. სტაჟირების გავლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) კანდიდატის ანკეტა-რეზიუმე №1 დანართის შესაბამისად; ბ) დიპლომის ასლი (არსებობის შემთხვევაში) ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან დამამთავრებელ კურსზე მისი სწავლების შესახებ; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ავტობიოგრაფია (CV); ე) ორი ფოტოსურათი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ ანკეტა-რეზიუმეში კანდიდატმა უნდა მიუთითოს დაწესებულების ის სტრუქტურული ქვედანაყოფი/სტრუქტურული ერთეული, სადაც მას სურვილი აქვს გაიაროს სტაჟირება. ამასთან, კანდიდატს უფლება აქვს მიუთითოს დაწესებულების ერთზე მეტი სტრუქტურული ქვედანაყოფი/სტრუქტურული ერთეული.     მუხლი 7🔗 1. სტაჟიორის მიღება ფორმდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. სტაჟიორად მიღებისთანავე სტაჟიორი ვალდებულია გაეცნოს და ხელმოწერით დაადასტუროს ვალდებულება იმ საიდუმლო ინფორმაციის დაცვის შესახებ, რაც მისთვის ცნობილი გახდება სტაჟირების პროცესში.     მუხლი 8🔗 1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ არაუმეტეს 4 თვით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 4 თვემდე. 2. დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის უფროსი – სტაჟირების ხელმძღვანელი (შემდგომში – სტაჟირების ხელმძღვანელი) პერიოდულად ისმენს და განიხილავს სტაჟიორის ანგარიშს მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. 3. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორი სტაჟირების ხელმძღვანელს წარუდგენს რეფერატს დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე. 4. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟირების ხელმძღვანელი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ. 5. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა №2 დანართით გათვალისწინებული ფორმის სტაჟირების სერტიფიკატი. თავი III  სტაჟიორის უფლებები     მუხლი 9🔗 1. სტაჟიორს უფლება აქვს: ა) სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის კანონმდებლობით დადგენილ წესებს, ისარგებლოს სამინისტროს ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით; ბ) სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში; გ) გაეცნოს დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება. 2. სტაჟიორი სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებით ასრულებს კონკრეტულ დავალებებს, რომელიც შედის დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში. თავი IV. სტაჟიორის მოვალეობანი     მუხლი 10🔗 სტაჟიორი მოვალეა: ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს, დაწესებულების (სტრუქტურული ქვედანაყოფების) დებულებით; ბ) დაიცვას შინაგანაწესი და შრომის კანონმდებლობით დადგენილი ნორმები; გ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ; დ) მაქსიმალურად გამოიყენოს სტაჟირების ვადა სამინისტროს სისტემის საქმიანობის სპეციფიკის გასაცნობად, პროფესიული ჩვევების დასაუფლებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. თავი V სამინისტროს მოვალეობები     მუხლი 11🔗 1. სამინისტრო ვალდებულია სტაჟიორს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად შეუქმნას სათანადო პირობები. 2. ანაზღაურებადი სტაჟირების შემთხვევაში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სტაჟიორის მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ მივლინების, აგრეთვე სტაჟიორის მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ღონისძიებების გამოყენების თაობაზე. სტაჟიორს სამივლინებო ხარჯები აუნაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 12🔗 სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია: ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა ; ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და მასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ინფორმაციით; გ) განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა; დ) ხელი შეუწყოს სტაჟიორისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას. თავი VI  სტაჟირების გავლის სხვა პირობები    მუხლი 13🔗 1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია: ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაწესებულებაში გამოუცხადებლობა; ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ ) პირადი განცხადება; დ ) სტაჟიორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა; ე ) ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. 2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი სტაჟირების ხელმძღვანელის დასაბუთებული მოთხოვნის ან/და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობის საფუძველზე.     მუხლი 14🔗  1. დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორისათვის სტაჟირების გადავადების ან დროებით შეჩერების შესახებ. 2. სტაჟირების გადავადების ან დროებით შეჩერების საფუძველია: ა) პირადი განცხადება (საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში) ; ბ) სტაჟიორის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა; გ) სტაჟიორის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება – საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა.     მუხლი 15🔗 იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი სტაჟირების ვადის დასრულებამდე, დადგენილი წესით დაინიშნა დაწესებულებაში თანამდებობაზე, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი სერტიფიკატი. დანართი №1 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო                                კანდიდატის ანკეტა-რეზიუმე                                  ფოტო ცნობები თქვენს შესახებ 1.  სახელი, გვარი 2.  დაბადების თარიღი, ადგილი 3.  საცხოვრებელი ადგილის მისამართი 4. საკონტაქტო ტელეფონები ბინა სამსახური მობილური 5.  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები ნომერი პირადი ნომერი გაცემის თარიღი გაცემის ადგილი 6. განათლება სწავლების წლები სასწავლო დაწესებულება ფაკულტეტი სპეციალობა ხარისხი 1. 2. 3. 4. 7. უცხო ენის ცოდნა (მიუთითეთ, რომელ უცხო ენებს ფლობთ და რა დონეზე) უცხო ენები საშუალოდ კარგად ძალიან კარგად 8.  სპეციალური ან პროფესიული ჩვევები (მიუთითეთ რა კურსები ან ტრენინგები გაქვთ გავლილი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 9.  შრომითი საქმიანობა სამუშაოზე მოწყობის თარიღი სამუშაოდან წასვლის თარიღი მუშაობის ადგილი (ორგანიზაციის დასახელება) დაკავებული თანამდებობა; სახელფასო განაკვეთი წასვლის მიზეზები 1. 2. 3. 4. 5. 10. ოჯახური მდგომარეობა: (ქვემოთ მიუთითეთ თქვენი ოჯახის წევრების სახელი, გვარი, დაბადების თარიღი - რ. /თ. / წ., სამუშაო ადგილი, თანამდებობა) დედა: მამა: და: ძმა: მეუღლე: შვილი: 11. დაწესებულება, რომელშიც თქვენ გსურთ გაიაროთ სტაჟირება: □ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი □ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური. 12. დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფი/სტრუქტურული ერთეული, რომელშიც თქვენ გსურთ გაიაროთ სტაჟირება: 12.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი □ სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი □ იურიდიული დეპარტამენტი □ ადმინისტრაციული დეპარტამენტი □ სამინისტროს ბიურო □ საბიუჯეტო დეპარტამენტი □ საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტი □ ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტი □ შიდა აუდიტის დეპარტამენტი □ დავების განხილვის სამსახური □ საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახური □ სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახური. 12.2 . საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური □ მომსახურების დეპარტამენტი □ სახელმწიფო სესხების და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტი □ ანგარიშსწორების დეპარტამენტი □ აღრიცხვის მეთოდოლოგიის და ანალიზის დეპარტამენტი □ ადმინისტრაციული სამმართველო. ვადასტურებ ჩემს მიერ წარმოდგენილ მონაცემთა სიზუსტეს და ვეთანხმები შემოთავაზებულ პირობებს ხელმოწერა --------------------------------------- თარიღი ------------------------------------------ მის: ქ. თბილისი, გორგასლის 16 ტელ: ----------, ------------, ფაქსი: --------------- ვებგვერდი: www.mof.ge ელ.ფოსტა: ---------------------------------- დანართი №2 \ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი № ––––––  ეს სერტიფიკატი ეძლევა ––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი) მასზედ, რომ მან 20 წლის „ “ –––––––– დან 20 წლის „ “ ––––––– მდე წარმატებით გაიარა სტაჟირების სრული კურსი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფი/სტრუქტურული ერთეული ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა ––––––––––––––––––––