⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.12.2012)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.09.2012
ძალის დაკარგვა 17.12.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №140
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.038.016130
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/09/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,695 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.09.2012 მიღება
17.12.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; mso-style-link:"saxe_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.mimgebixmlChar {mso-style-name:"mimgebi_xml Char"; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.saxexmlChar {mso-style-name:"saxe_xml Char"; mso-style-link:saxe_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 45.0pt 56.7pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №140 2012 წლის 21 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ პატიმრობის კოდექსის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №156 ბრძანება. მუხლი 3🔗. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ . ტუღუში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშვალდებულებასა და დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის სტატუსი 1. დეპარტამენტი წარმოადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს, რომელიც შედის სამინისტროს სისტემაში როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 3. დეპარტამენტის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის ნაწილს. 4. დეპარტამენტს გააჩნია ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და დეპარტამენტის აღნიშვნით. 5. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების, სამართლიანობის, ჰუმანიზმის, საჯაროობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებით. 6. დეპარტამენტის დებულებას და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს მინისტრი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით. 7. დეპარტამენტის მოსამსახურეების საშტატო ნუსხას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები 1. დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება: ა) მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების ტიპის განსაზღვრა და მისი შეცვლა; ბ) მსჯავრდებულთა მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის აღსრულება, აგრეთვე დაპატიმრების სახით აღკვეთის ღონისძიების აღსრულება; გ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულება), ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოსამსახურეთა დაცვის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბადრაგირების ორგანიზება; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწესებულებების, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების წარმოება; ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთათვის დადგენილი საყოფაცხოვრებო, კომუნალური, სანიტარიულ-ჰიგიენური, სამედიცინო და სხვა პირობების უზრუნველყოფა; ვ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანები. 2. დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით დეპარტამენტი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დაწესებულებათა საქმიანობას, განსაზღვრავს მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, დასმული ამოცანების გადაჭრისათვის შეიმუშავებს შესაბამის მეთოდებსა და ღონისძიებებს, უზრუნველყოფს საკონსულტაციო, მეთოდურ და პრაქტიკულ დახმარებას; ბ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა შესაბამისი ნორმატიული აქტების შესრულებას, განაზოგადებს მათი გამოყენების პრაქტიკას, შეიმუშავებს წინადადებებს კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე, ამზადებს ნორმატიული აქტების პროექტებს; გ) შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სამართალდარღვევების გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით; დ) სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ახორციელებს ღონისძიებებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ახორციელებს დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების მოსამსახურეების გადაყვანას განსაკუთრებულ რეჟიმზე; ე) აყალიბებს და განაგებს საინფორმაციო ბანკს, აწარმოებს სტატისტიკას და შესაბამის ანალიზს, ახდენს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეგისტრაციას; ვ) ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეთა მიერ დადგენილი წესებისა და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვაზე კონტროლს; ზ) ამყარებს ურთიერთობებს და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას სხვა სახელმწიფოთა სასჯელაღსრულების ორგანოებთან; თ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. თავმჯდომარე: ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის წინაშე დასახული ამოცანების შესრულებას, წარმართავს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის და დაწესებულებების საქმიანობას, ახორციელებს მათი საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, შეიმუშავებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების მიზნით; ბ) ანაწილებს ფუნქციებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით; დ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას; ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ და დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დებს ხელშეკრულებებს; ვ) დეპარტამენტის ინტერესებიდან გამომდინარე, შიდა საკითხების განხილვის და სათანადო დასკვნის მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას კომისიები; ზ) ცალკეულ შემთხვევებში დეპარტამენტთან ან/და დაწესებულებებთან შეუძლია შექმნას გაძლიერებული დაცვის ჯგუფები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თ) განსაზღვრავს იმ დაწესებულების ტიპს და კონკრეტულ დაწესებულებას, სადაც მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს სასჯელი. შესაბამისი დაწესებულების დირექტორის ან საგამოძიებო ორგანოს წარდგინებით მსჯავრდებულს უცვლის დაწესებულების ტიპს; გამოსცემს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ერთი დაწესეულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის ბრძანებას; ი) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, ამოწმებს მათ შესრულებას; კ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის შესახებ; ლ) ამტკიცებს დეპარტამენტისა და დაწესებულებების მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას (ნუსხებს) მინისტრთან შეთანხმებით; მ) მინისტრის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების გადასაწყვეტად, პასუხისმგებელია ბიუჯეტის შესრულებასა და დამტკიცებული ასიგნებების მიზნობრივ გამოყენებაზე; ნ) ზედამხედველობს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებულ დაწესებულებათა საქმიანობას; ო) ძალადაკარგულად ცნობს დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების მიერ გამოცემულ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კანონებს, პრეზიდენტის ბრძანებულებას, სხვა ნორმატიულ აქტებს ან დეპარტამენტის ბრძანებებს; პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტისა და დაწესებულებების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებას, თანამდებობაზე დანიშვნას, გათავისუფლებას, სხვა სამუშაოზე გადაყვანას, სამსახურში აღდგენას, მათ პრემირებას, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასა და წახალისებას, გასცემს დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობებს; ჟ) კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს დეპარტამენტის წვევამდელთა ჩარიცხვას, წოდების მინიჭებას, გადაადგილებას და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნას; რ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორს მინისტრთან შეთანხმებით; ს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორის მოადგილეებსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს დაწესებულების დირექტორის წარდგინებით; ტ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეებს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, კანონმდებლობის შესაბამისად; უ) დადგენილი წესით წარადგენს განსაკუთრებით წარჩინებულ თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოზე; ფ) კვირაში ერთხელ ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე; ქ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს; ღ) დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის პასუხს აგებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. წელიწადში ორჯერ მაინც მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ. 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობას თავმჯდომარესთან ერთად შეადგენენ თავმჯდომარის მოადგილეები. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი ან დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით. 4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე: ა) თავმჯდომარის მოადგილე – ოპერატიული საქმიანობის, სამართლებრივი რეჟიმის, დაცვისა და ბადრაგირების დარგში; ბ) თავმჯდომარის მოადგილე – ეკონომიკურ და საორგანიზაციო დარგში . 5. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის პასუხს აგებენ დეპარტამენტის თავმჯდომარის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 6. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობებს ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 5🔗. უფლებამოსილებათა განაწილება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის 1. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ოპერატიული საქმიანობის, სამართლებრივი რეჟიმის, დაცვისა და ბადრაგირების დარგში ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს უსაფრთხოების, სპეციალური აღრიცხვის, გარე დაცვისა და საბადრაგო სამმართველოებს, მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნათა განხორციელებას, ექსტრემალური სიტუაციების შემთხვევაში ხელმძღვანელობს სათანადო ოპერატიულ სარეჟიმო ღონისძიებების გატარებას. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ეკონომიკურ და საორგანიზაციო დარგში ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს საკადრო და იურიდიულ საკითხთა, ეკონომიკურ, სოციალური დაცვის სამმართველოების და საერთო განყოფილების (კანცელარიის) საქმიანობას.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მონიტორინგის სამმართველო; ბ) სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო; გ) საკადრო და იურიდიულ საკითხთა სამმართველო; დ) ეკონომიკური სამმართველო; ე) საერთო განყოფილება (კანცელარია); ვ) შიდა უსაფრთხოების სამმართველო; ზ) გარე დაცვის სამმართველო; თ) საბადრაგო სამმართველო; ი) სპეციალური აღრიცხვის სამმართველო; კ) სოციალური დაცვის სამმართველო.     მუხლი 7🔗. მონიტორინგის სამმართველო 1. მონიტორინგის სამმართველო ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 2. მონიტორინგის სამმართველო: ა) აკონტროლებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა ნორმატიული აქტების, მინისტრის, დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შესრულების მიმდინარეობას; ბ) აწარმოებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა ინსპექტირებას, აანალიზებს მათ გაწეულ საქმიანობას, ამზადებს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმებს; გ) ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და სპეციალური საშუალებებით შეიარაღების ორგანიზებას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და სპეციალური საშუალებების აღრიცხვას, შენახვას, მოვლა-პატრონობას, გაცემას, მიღებას, ზედამხედველობასა და კონტროლს უწევს მოსამსახურეთა მიერ მათ სწორ ექსპლუატაციას; დ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ოპერატიული თათბირების მომზადებასა და ჩატარებას, ახორციელებს კონტროლს თათბირზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე; ე) აკონტროლებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების კანონმდებლობით გათვალისწინებული სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას; ვ) აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და იღებს ზომებს გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების თავიდან ასაცილებლად; ზ) აწარმოებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების შიდა რეესტრს და ბეჭდის დასმას; თ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ი) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.     მუხლი 8🔗. სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო 1. სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 2. სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) საორგანიზაციო განყოფილება; ბ) №1 სამმართველო; გ) №2 სამმართველო; დ) №3 სამმართველო; ე) №4 სამმართველო; ვ) №5 სამმართველო; ზ) დასავლეთის რეგიონული სამმართველო. 3. სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო: ა) მოიპოვებს და აანალიზებს მონაცემებს თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ოპერატიულ-სამსახურებრივი მდგომარეობის თაობაზე; ამზადებს დასკვნებსა და წინადადებებს თავისი ამოცანების დროული და სრული შესრულების თაობაზე; ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მინისტრის, თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების პირად უსაფრთხოებას; გ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, დეპარტამენტის თავმჯდომარის განკარგულებით, ახორციელებს დეპარტამენტის კუთვნილი თანხებისა და ტვირთების დაცვა-გაცილებას, დახმარებას უწევს დეპარტამენტის შიდა უსაფრთხოების სამმართველოს დაწესებულებებიდან გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნის ღონისძიებებში; დ) შეიმუშავებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; ე) შეიმუშავებს ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს საინჟინრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფის თაობაზე სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით; ამზადებს წინადადებებს შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე; ვ) ორგანიზებას უწევს სამსახურებრივი ძაღლების წვრთნას, გამოყენებას და ვეტერინარულ დახმარებას; ზ) შეიმუშავებს მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამებს, სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოებს, ორგანიზებას უწევს სასწავლო-მეთოდურ შეკრებებსა და მეცადინეობებს, მოსამსახურეთა მომზადებასა და გადამზადებას; თ) დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს ტაქტიკური სპეციალური სწავლებების მომზადებასა და ჩატარებაში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით; ი) მონაწილეობს დეპარტამენტის მოქმედების გეგმების შემუშავებაში საგანგებო სიტუაციების დროს; კ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.  მუხლი 9🔗. საკადრო და იურიდიულ საკითხთა სამმართველო 1. საკადრო და იურიდიულ საკითხთა სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ეკონომიკურ და საორგანიზაციო დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 2. საკადრო და იურიდიულ საკითხთა სამმართველო: ა) კოორდინაციას უწევს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების ერთიან საკადრო უზრუნველყოფას; ბ) აწარმოებს მოსამსახურეთა პირად საქმეებს (ნომენკლატურის ფარგლებში), ახორციელებს სააღრიცხვო-საშტატო მუშაობას, პერსონალის რიცხობრივ ანალიზს; გ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს პირადი შემადგენლობის პროფესიული დონის ზრდას, მათ შორის, ატესტაციის მოწყობის გზით; დ) ნომენკლატურის ფარგლებში განიხილავს, ამზადებს და დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს მასალებს თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ;  ე) აწარმოებს დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ნამსახურობის ბარათებს, ამზადებს მასალებს მათი სამსახურში ჩარიცხვის, წოდების მინიჭების, გადაადგილების, დათხოვნის შესახებ; ვ) წარმოადგენს და იცავს დეპარტამენტს სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას.     მუხლი 10🔗. ეკონომიკური სამმართველო 1. ეკონომიკური სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ეკონომიკურ და საორგანიზაციო დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 2. ეკონომიკური სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) ფინანსების მართვის განყოფილება; ბ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება; გ) სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის განყოფილება; დ) საწყობის განყოფილება; ე) ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის სამსახური: ე.ა) ინფრასტრუქტურის განყოფილება; ე.ბ) მომარაგების განყოფილება; ე.გ) ტრანსპორტის განყოფილება. 3. ეკონომიკური სამმართველო: ა) ორგანიზებას უწევს ფინანსური პოლიტიკის გატარებას, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვას; ბ) შეიმუშავებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბიუჯეტს; გ) აკონტროლებს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მიხედვით დაგეგმვის, ფინანსირებისა და აღრიცხვა-ანგარიშსწორების ღონისძიებებს; დ) ახორციელებს ბიუჯეტის შესრულების ანალიზს, კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს სახელმწიფო შესყიდვებს, აფორმებს ხელშეკრულებებს მიმწოდებელთან და აკონტროლებს მიწოდებული საქონლის ხარისხს; ე) ახორციელებს პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა სამეურნეო და მომარაგების უზრუნველყოფას; ვ) უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, მშენებლობას და მის სწორ ექსპლუატაციას; ზ) წარმოადგენს წინადადებებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების პროდუქტებით, ინვენტარით, სამშენებლო-ტექნიკური, ელექტრომასალებითა და მოწყობილობებით, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, იარაღითა და სპეციალური დანიშნულების ქონებით უზრუნველყოფის თაობაზე და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტისა და დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას; თ) უზრუნველყოფს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, საინჟინრო ქსელებისა და მექანიზმების სისტემის ტექნიკურად გამართულ მუშაობას, ახორციელებს მათ ტექნიკურ ინსპექტირებასა და კონტროლს სწორ ექსპლუატაციაზე, ახორციელებს კონტროლს ავტოტრანსპორტირებისათვის გამოყოფილი საწვავის სწორ განაწილებასა და ხარჯვაზე; ი) კონტროლს აწესებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვიანობაზე და აწესრიგებს მას;  კ) განსაზღვრავს წლის განმავლობაში მოთხოვნების საფუძველზე შესასყიდ მომსახურებასა და საქონელს, ადგენს შესყიდვების გეგმას და წარადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.     მუხლი 11🔗. საერთო განყოფილება (კანცელარია) 1. საერთო განყოფილება (კანცელარია) ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ეკონომიკურ და საორგანიზაციო დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 2. საერთო განყოფილება (კანცელარია) უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 3. საერთო განყოფილება (კანცელარია) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს: ა) განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას, სტრუქტურულ ერთეულებში სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის ორგანიზაციულ-მეთოდურ ხელმძღვანელობასა და კონტროლს; ბ) დადგენილი წესით, განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით დოკუმენტებისა და სხვადასხვა საქმეების არქივში ჩაბარებასა და მათ დაცვას; გ) სახელმწიფო საიდუმლოობასთან დაშვების თანამდებობრივი ნომენკლატურის შედგენასა და განსაზღვრული წესის შესაბამისად კონკრეტულ თანამშრომელთა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ორგანიზებას; დ) ორგანიზებას უწევს, აწესრიგებს დეპარტამენტში ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ახლობლების, ადვოკატების, სხვა დაინტერესებული პირების და მათი განცხადება-საჩივრების მიღებას; დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან მათ შეხვედრას; ე) ახორციელებს დეპარტამენტის ცხელი ხაზის მომსახურებას.     მუხლი 12🔗. შიდა უსაფრთხოების სამმართველო 1. შიდა უსაფრთხოების სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ოპერატიული საქმიანობის, სამართლებრივი რეჟიმის, დაცვისა და ბადრაგირების დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 2. შიდა უსაფრთხოების სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება; ბ) ოპერატიული განყოფილება; გ) ანალიტიკური განყოფილება; დ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; ე) კინოლოგიური მომსახურების განყოფილება. 3. შიდა უსაფრთხოების სამმართველო: ა) ახორციელებს დეპარტამენტის სხვა ქვედანაყოფებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების მიერ დაწესებულებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რეჟიმთან დაკავშირებით მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლს;  ბ) ახორციელებს    დაწესებულების უსაფრთხოებისა და სარეჟიმო განყოფილებების მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამებასა და ანალიზს, კონფიდენტურული და ოპერატიული აღრიცხვის საქმეების რეგისტრაციას და გადაადგილების კონტროლს, კონფიდენტთა ალფავიტური აღრიცხვის კართოტეკის წარმოებას; გ) კონტროლს უწევს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრებს, მათ მიერ შინაგანაწესისა და დღის წესრიგის დაცვას; ახორციელებს მსჯავრდებულთა მიზანმიმართულ გადანაწილებას უსაფრთხოების დაცვის მიზნით; ახორციელებს მუდმივ დაკვირვებას ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევაზე მათი განთავსებისა და სამუშაო ადგილებში;  დ) ახორციელებს კონტროლს მსჯავრდებულთა მიერ გადაადგილების, დადგენილი ფორმის ტანსაცმლის, აქსესუარების, დადგენილი ნიმუშის სამკერდე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების, საშვების გამოყენების წესების დაცვაზე;  ე) უზრუნველყოფს    მსჯავრდებულთა მიერ სამრეწველო მოწყობილობის, სამუშაოს ინსტრუმენტის, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების, აგრეთვე მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსების თვითნებურად აგების აღკვეთას; ახორციელებს მსჯავრდებულთა პირადი, მათი პირადი ნივთებისა და სათავსების, აგრეთვე დაწესებულებათა საცხოვრებელი და საწარმოო ზონების ტერიტორიის დათვალიერებას, აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღებას;  ვ) ახორციელებს კონტროლს მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრებზე; უზრუნველყოფს მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი, აგრეთვე მსჯავრდებულთა მიერ გასაგზავნი წერილების, დეპეშების, გზავნილებისა და ბანდეროლების დათვალიერებასა და შემოწმებას;  ზ) ახორციელებს კონტროლს დაწესებულებების ტერიტორიაზე წარმოებულ დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე;  თ) კონტროლს უწევს დაწესებულებების პერსონალისა და დაწესებულებებში მყოფ პირთა მიერ მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვას; ი) ახორციელებს ზედამხედველობისა და კონტროლის საინჟინრო და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების ყოველთვიური გამოკვლევას მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით; კ) უზრუნველყოფს სამართალდარღვევების ჩადენის მიდრეკილების მქონე მსჯავრდებულთა გამოვლენას და აღრიცხვას;  ლ) აანალიზებს დაწესებულებებში შექმნილ ოპერატიულ ვითარებას და ადგენს უსაფრთხოების სადღეღამისო უწყისს;  მ) უზრუნველყოფს დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების განლაგებას;  ნ) უზრუნველყოფს დაწესებულებებში უსაფრთხოების ფუნქციების განმახორციელებელ პირთა სპეციალურ სამსახურებრივ ინსტრუქტაჟს, მათ წინაშე ოპერატიული ამოცანების დასმას და ამოცანების შესრულების შედეგების დადგენას; სამმართველოს პირადი შემადგენლობის დამატებითი სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებას;  ო) კონტროლს უწევს დაწესებულებების ტერიტორიებზე დაწესებული სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზებას;  პ) უზრუნველყოფს დაწესებულებაში აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების მიღების არხების გამოვლენას და აღკვეთას; ჟ) ახორციელებს კონტროლს დაწესებულებების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე, მსჯავრდებულთათვის ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარებაზე, აგრეთვე ტოქსიკურ ნივთიერებათა შემცველი საღებავი და სხვა ტექნიკური სითხეების ხარჯვაზე; რ) მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ს) მონაწილეობს დეპარტამენტის მოქმედების გეგმების შემუშავებაში საგანგებო სიტუაციების დროს; კონტროლს უწევს დაწესებულებებს შორის დაშიფრული კავშირის გამოყენებას; ტ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.  მუხლი 13🔗. გარე დაცვის სამმართველო 1. გარე დაცვის სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ოპერატიული საქმიანობის, სამართლებრივი რეჟიმის, დაცვისა და ბადრაგირების დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 2. გარე დაცვის სამმართველო ახორციელებს დაწესებულებისა და ბრალდებულების/მსჯავრდებულების დაცვას. 3. გარე დაცვის სამმართველოს მოსამსახურე არის სამხედრო სტატუსის მქონე პირი და მასზე ვრცელდება „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გარე დაცვის სამმართველოში შეიძლება ჩაირიცხოს სამხედრო წვევამდელი, რომელიც არის გარე დაცვის სამმართველოს მოსამსახურე და ახორციელებს დაწესებულებების დაცვას, ბრალდებულების/მსჯავრდებულების დაცვას დაწესებულებებში, კანონით გათვალისწინებულ სხვა ადგილებში. 4. გარე დაცვის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) სპეციალური დაცვის განყოფილება; გ) №1 განყოფილება; დ) №2 განყოფილება; ე) №3 განყოფილება; ვ) №4 განყოფილება; ზ) №5 განყოფილება; თ) №6 განყოფილება; ი) №7 განყოფილება; კ) №8 განყოფილება; ლ) №9 განყოფილება; მ) №10 განყოფილება; ნ) №11 განყოფილება; ო) №12 განყოფილება; პ) №13 განყოფილება; ჟ) №14 განყოფილება; რ) №15 განყოფილება; ს) №16 განყოფილება; ტ) №17 განყოფილება. 5. გარე დაცვის სამმართველო: ა)  აგროვებს და აანალიზებს მონაცემებს ოპერატიულ-სამსახურებრივი მდგომარეობის თაობაზე, ამზადებს დასკვნებსა და წინადადებებს თავისი ამოცანების დროული და სრული შესრულების თაობაზე; შესაბამის დაწესებულებებთან ერთად წარადგენს წინადადებებს დაცვის განაწილების თაობაზე; ბ)  მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში; გ)  ახორციელებს ღონისძიებებს ეფექტური საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დანერგვის, საინჟინრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფის თაობაზე სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით; ამზადებს წინადადებებს შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე; დ)     აკონტროლებს ოპერატიულ-სამსახურებრივ მდგომარეობას დაცულ ობიექტებზე, მონაწილეობს სამსახურებრივ შემოწმებებში საგანგებო შემთხვევებთან და შესაძლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეულია სამსახურის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაში არსებული ნაკლოვანებებით; ე)  შეიმუშავებს სამმართველოს მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამებს, სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოებს, ორგანიზებას უწევს სასწავლო მეთოდურ შეკრებებსა და მეცადინეობებს, მოსამსახურეთა მომზადებასა და გადამზადებას; დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს ტაქტიკური სპეციალური სწავლების მომზადებასა და ჩატარებაში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით; მონაწილეობს დეპარტამენტის მოქმედების გეგმების შემუშავებაში საგანგებო სიტუაციების დროს; ვ) ორგანიზებას უკეთებს დაშიფრული კავშირის განვითარებას დაწესებულებებს შორის; ზ) ახორციელებს წვევამდელთა/სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას, პირადი შემადგენლობის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულების კონტროლს და პრაქტიკული დახმარების გაწევას, სამმართველოს განყოფილებების მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამებას და ანალიზს. შეიმუშავებს და ახორციელებს სამმართველოს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების გეგმებს; თ) საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის დაცვას; ი) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 5. გარე დაცვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები, წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო ვალდებულების მოხდის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 14🔗. საბადრაგო სამმართველო 1. საბადრაგო სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ოპერატიული საქმიანობის, სამართლებრივი რეჟიმის, დაცვისა და ბადრაგირების დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 2. საბადრაგო სამმართველო უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბადრაგირებას სასამართლო პროცესებზე, საგამოძიებო ღონისძიებებზე და კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 3. საბადრაგო სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) შტაბი; ბ) სამორიგეო; გ) კანცელარია; დ) ექსტრადაციის განყოფილება; ე) თბილისის I განყოფილება; ვ) თბილისის II განყოფილება; ზ) ქუთაისის განყოფილება; თ) ზუგდიდის განყოფილება; ი) ბათუმის განყოფილება.     მუხლი 15🔗. სპეციალური აღრიცხვის სამმართველო 1. სპეციალური აღრიცხვის სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ოპერატიული საქმიანობის, სამართლებრივი რეჟიმის, დაცვისა და ბადრაგირების დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 2 . სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) ბრალდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება; ბ) მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება. 3 . სპეციალური აღრიცხვის სამმართველო : ა) ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს დაწესებულებათა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების საქმიანობას, მსჯავრდებულთა პირადი საქმისწარმოებას და აღრიცხვას; ბ) ახორციელებს მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ მასალების მომზადებასა და გაგზავნას; გ) ამზადებს მსჯავრდებულთა მიმართ კონკრეტული დაწესებულების ტიპის განსაზღრის მასალებს და წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს; დ) ორგანიზებას უკეთებს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალებისა და ამნისტიის აქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საქმიანობას; ე) აწარმოებს მსჯავრდებულთა ერთიან რეესტრს და ქმნის მათი მონაცემების კომპიუტერულ- საინფორმაციო ბანკს; ვ) წარადგენს მსჯავრდებულთა სიას მსჯავრდებულთა განაწილების კომისიის წინაშე; ზ) ამზადებს მასალებს მსჯავრდებულის იმავე ტიპის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე; თ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ი) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.     მუხლი 16🔗. სოციალური დაცვის სამმართველო 1. სოციალური დაცვის სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ეკონომიკურ და საორგანიზაციო დარგში და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 2 . სოციალური დაცვის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) განათლებისა და რეაბილიტაციის განყოფილება. 3 . სოციალური დაცვის სამმართველო : ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სოციალურ უფლებათა განხორციელებას; ბ) კოორდინაციას და კონტროლს უწევს სოციალური ადაპტაციის ჯგუფების, სარეაბილიტაციო ცენტრების, განათლებისა და პროფესიული მომზადების სამსახურების საქმიანობას. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; გ) ახორციელებს მსჯავრდებულთა მართლშეგნების ამაღლების, საზოგადოების წარმომადგენლებთან მათი ურთიერთობის ხელშეწყობის ღონისძიებებს; დ) ახდენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობის შესწავლას, ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს მათი უფლებისა და თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად; ე) ორგანიზებას უწევს სამინისტროს ადგილობრივ საბჭოში მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ შესაბამისი მასალისა და ინფორმაციის მიწოდებას; დ) გეგმავს ღონისძიებებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად. ორგანიზებას და კონტროლს უწევს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საქმიანობას; ე) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა შრომით რეაბილიტაციას; ვ) შეისწავლის და შეიმუშავებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კომუნალურ- საყოფაცხოვრებო და განათლების მიღებისა და დასაქმების პირობებს, შეხვედრების განხორციელების, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების, ამანათების და გზავნილების მიღების პრაქტიკას, მის შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან და ახდენს შესაბამის რეაგირებას; ზ) გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, ურთიერთობებს ამყარებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დასაქმებულ საერთაშორისო და ადგილობრივ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; თ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ი) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.