„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№27-30, მუხ. 635) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საბაჟო კონტროლის ზონაში სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 26 დეკემბერი.
№875–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.12.2008.
- როდის იქნა მიღებული „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 26.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №875. სარეგისტრაციო კოდი — 340.090.000.05.001.003.416.
- სად არის „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №875, 26.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.05.001.003.416 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/17482/