საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და რუმინეთის კავშირგაბმულობის და საინფორმაციო საზოგადოების სამინისტროს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №884
სარეგისტრაციო კოდი 480140000.08.002.016649
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/09/2012
matsne.gov.ge 117 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და რუმინეთის კავშირგაბმულობის და საინფორმაციო საზოგადოების სამინისტროს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №884 2012 წლის 24 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და რუმინეთის კავშირგაბმულობის და საინფორმაციო საზოგადოების სამინისტროს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცების შესახებ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად: 1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2012 წლის 3 სექტემბერს ხელმოწერილი „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და რუმინეთის კავშირგაბმულობის და საინფორმაციო საზოგადოების სამინისტროს შორის კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი. 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. მ. სააკაშვილი