„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 7 ივნისი, 1997, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საბაჟო კონტროლის ზონაში სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ეპიზოოტიის საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი წესებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური.“.
2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 26 დეკემბერი.
№876–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.12.2008.
- როდის იქნა მიღებული „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №876. სარეგისტრაციო კოდი — 340.130.000.05.001.003.417.
- სად არის „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №876, 26.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 340.130.000.05.001.003.417 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/17488/