„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შემოსავლების ს ამსახურის უფროსის
ბრძანება №18164
2012 წლის 19სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1აგვისტოს №12858 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 58-ე მუხლი:
„მუხლი 58. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში სამხედრო წვრთნების ან საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირებისათვის წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ ი საქონლის დეკლარირება
1. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში სამხედრო წვრთნების ან საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირებისათვის წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ ი საქონლ ის ამავე ორგანიზაციის სტანდარტიზაციის სააგენტოს მიერ „ეროვნულ საზღვრებზე გადაადგილების პროცედურებთან დაკავშირებით“ 2005 წელს მიღებული შეთანხმებით განსაზღვრული „ფორმა 302“-ის ან „კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური ჯგუფის სტანდარტული საოპერაციო პროცედურებით“ გათვალისწინებული „საზღვრის კვეთის ფორმების“ წარდგენ ით დეკლარირებისას,საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დოკუმენტის ყველა ფურცელზე კეთდება გაშვების ნებართვის დამადასტურებელი აღნიშვნა, რომელიც მოწმდება პირადნომრიანი ბეჭდითა და თარიღის მითითებით . დოკუმენტის დამოწმებული ასლი რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში, ხოლო ორიგინალი უბრუნდება დეკლარანტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას, საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება საქონლის შემოტანის დროს დამოწმებული დოკუმენტი, რომლის ყველა ფურცელზე კეთდება გაშვების ნებართვის დამადასტურებელი აღნიშვნა და მოწმდება პირადნომრიანი ბეჭდითა და თარიღის მითითებით.
3. იმ შემთხვევაში, თუ წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ ი საქონ ე ლ ი ან მისი ნაწილი გახარჯულ იქნა წვრთნებ ის პროცესში, ან გადაცემულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში, ან სხვა დანიშნულებით გამოყენების მიზნებისათვის დეკლარირებულ იქნა იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში, საქონლის შემოტანის დროს დამოწმებული დოკუმენტის უკანა გვერდზე მიეთითება მონაცემები ასეთი საქონლის თაობაზე, რაც მოწმდება დეკლარანტის ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში).“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ჯ . ებანოიძე