1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის აუდიტის ჩასატარებლად შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება და ნორმატიული ბაზის მომზადება.
2. ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე კონტროლის პალატა უფლებამოსილია, შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში შეისწავლოს და გააანალიზოს აუდიტის ობიექტის მიერ სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის ეკონომიურობა და პროდუქტიულობა.
3. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში კონტროლის პალატამ სათანადო ცვლილებები შეიტანოს შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში.
4. საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის ამ კანონის შესაბამისად მიღებამდე, აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის №275-ორგ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტით, ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით.
5. ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი მიღებულ იქნეს 2009 წლის 1 ოქტომბრამდე.
6. 2024 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრამდე გენერალური აუდიტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის ზედა ზღვრით.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2024 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №4086 – ვებგვერდი, 14.03.2024
მთავარი მონაცემები
ვადა1 თვის ვადაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 07.03.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
წინა რედაქცია (15.01.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. გარდამავალი დებულებანი 1. კონტროლის პალატამ საქართვხელმწიფო ს პარლამენუდიტის საფინანმსო-საბიხუჯეტო და იურიდიუმა 2013 წლისაკ 1 ითხთა კომიტეტებთან ევრთამდე უზრუნველყოს 2010 წლის 1 იანვრამდე საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის აუდიტის ჩასატარებლად შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება და ნორმატიული ბაზის მომზადება. 2. ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე კონტროლის პალატა უფლებამოსილია, შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში შეისწავლოს და გააანალიზოს აუდიტის ობიექტის მიერ სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის ეკონომიურობა და შედეგობპროდუქტიულობა. 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში კონტროლის პალატამ სათანადო ცვლილებები შეიტანოს შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში. 4. საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის ამ კანონის შესაბამისად მიღებამდე, აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის №275-ორგ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტით, ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით. 5. ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი მიღებულ იქნეს 2009 წლის 1 ოქტომბრამდე. 6. 2024 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრამდე გენერალური აუდიტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის ზედა ზღვრით.
საქართველოს ორგანული კანონი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“, მუხლი 37, №880, 26.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.05.001.003.421 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/17506/muxli-37/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია