საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. 122-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) საქართველოს კონტროლის პალატას – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.“.
2. 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯ) ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტროსადგურებისათვის) ბუნებრივი აირის იმპორტი;“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2361 მუხლი:
„მუხლი 2361. თბოელექტროსადგურებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების დაბეგვრა
თბოელექტროსადგურებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილისა, ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 26 დეკემბერი.
№881–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.12.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 26.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №881. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.003.422.
- სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“, №881, 26.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.003.422 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/17512/