„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №919 |
|
2012 წლის 4 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„მუხლი 1.
საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ადგილზე აღინიშნება სასაზღვრო ნიშნებით, რომელთა ფორმა, ზომა, განლაგების თანმიმდევრობა, ნუმერაცია, მოვლის წესი და სხვა საკითხები განისაზღვრება საერთაშორისო ხელშეკრულებით.“;
„მუხლი 11.
1. თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ძირითადი სასაზღვრო ბოძი (დანართი №1), დამატებითი სასაზღვრო ბოძი სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო (დანართი №2) და მდინარეზე გამავალ მონაკვეთებზე (დანართი №3) იღებება საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში.
2. თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი მიმმართველი სასაზღვრო ნიშანი იღებება ძირითადი ან დამატებითი სასაზღვრო ნიშნის იდენტურად.“;
„დანართი № 1
ძირითადი სასაზღვრო ბოძი
ბოძი თეთრია, ყოველ გვერდზე შუა ნაწილში დატანილია 10 სმ სიგანის წითელი ვერტიკალური ხაზი. მას შუაში კვეთს იმავე ფერისა და სიგანის ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ბოძის ვერტიკალური კიდეებიდან დაშორებულია თითო სანტიმეტრით. ბოძის ზედა ნაწილში მართკუთხა პირამიდის ფუძიდან 5 სანტიმეტრით ქვემოთ თურქეთის რესპუბლიკის მხარეს მაგრდება საქართველოს სახელმწიფო გერბი. სახელმწიფო გერბის ქვედა ნაწილიდან 10 სანტიმეტრის დაშორებით წყდება ვერტიკალური წითელი ხაზი, რომელიც გრძელდება 12 სანტიმეტრის შემდეგ. წითელი ხაზების წყვეტის ადგილზე ზევიდან და ქვევიდან 2 სანტიმეტრის დაშორებით შავი საღებავით იწერება ბოძის ნომერი.
დანართი №2
დამატებითი სასაზღვრო ბოძი სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე
1. საქართველოს ტერიტორიის მხრიდან ბოძის წინა და მარჯვენა გვერდები შეღებილია საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში – გვერდები თეთრია, შუა ნაწილში დატანილია 10 სმ სიგანის წითელი ვერტიკალური ხაზი. მას შუაში კვეთს იმავე ფერისა და სიგანის ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ბოძის ვერტიკალური კიდეებიდან დაშორებულია თითო სანტიმეტრით. საქართველოს ტერიტორიის მხრიდან ბოძის წინა ზედა ნაწილში მართკუთხა პირამიდის ფუძიდან 5 სანტიმეტრით ქვემოთ წყდება ვერტიკალური წითელი ხაზი, რომელიც გრძელდება 22 სანტიმეტრის შემდეგ. წითელი ხაზების წყვეტის ადგილზე ზევიდან და ქვევიდან 2 სანტიმეტრის დაშორებით შავი საღებავით იწერება ბოძის ნომერი.
2. თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიის მხრიდან ბოძის წინა და მარჯვენა გვერდები იღებება თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკის ფერებში.
დანართი №3
დამატებითი სასაზღვრო ბოძი მდინარეზე გამავალ სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე
ბოძი თეთრია, ყოველ გვერდზე შუა ნაწილში დატანილია 10 სმ სიგანის წითელი ვერტიკალური ხაზი. მას შუაში კვეთს იმავე ფერისა და სიგანის ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ბოძის ვერტიკალური კიდეებიდან დაშორებულია თითო სანტიმეტრით. დამატებითი სასაზღვრო ბოძის ზედა ნაწილში მართკუთხა პირამიდის ფუძიდან 5 სანტიმეტრით ქვემოთ თურქეთის რესპუბლიკის მხარეს წყდება ვერტიკალური წითელი ხაზი, რომელიც გრძელდება 22 სანტიმეტრის შემდეგ. წითელი ხაზების წყვეტის ადგილზე ზევიდან და ქვევიდან 2 სანტიმეტრის დაშორებით შავი საღებავით იწერება ბოძის ნომერი.
“;
|