ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 04.10.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/10/2012
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.10.2012 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №43
2012 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის წინასწარი მონაცემებით პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ პარტიული სიით წარდგენილმა და სავარაუდოთ ამ სიით არჩეულმა საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა, რომლებიც იმავდროულად წარდგენილ იყვნენ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში და ვერ გაიმარჯვეს, შეუძლიათ აღარ გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება, ვინაიდან აღნიშნული შემოწმების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მათ მიერ საარჩევნო რეგისტრაციის გასავლელად წარმოდგენილი იყო ცესკოში.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზურაბ ხარატიშვილიცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე