„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №19621
2012 წლის 3 ოქტომბერი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1აგვისტოს №12858 ბრძანებით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკტორის“ (დანართი №2) მე-2 ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ჯ. ებანოიძე
„1. საბაჟო გამშვები პუნქტები
| № | კოდი | დასახელება |
| 1 2 | 69001 20011
| საბაჟო გამ შვე ბი პუნქტი „თბილისის აეროპორტი” საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი” (მხოლოდ თბილისი ს აეროპორტის ტერიტორია ზე ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილ საქონ ე ლ ზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას) |
| 3 | 69002 | საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი” |
| 4 | 69003 | საბაჟო გამშვები პუნქტი„სადახლო”(საავტომობილო) |
| 5 | 69004 | საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო”(სარკინიგზო) |
| 6 | 69005 | საბაჟო გამშვები პუნქტი„გუგუთი” |
| 7 | 69006 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ახკერპი” |
| 8 | 69007 | საბაჟო გამშვები პუნქტი „სამთაწყარო” |
| 9 | 69009 | საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი და მტკვარი” (სარკინიგზო) |
| 10 | 69021 | საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი და მტკვარი” (საავტომობილო) |
| 11 | 69010 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი” |
| 12 | 69101 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი” |
| 13 | 69301 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე” |
| 14 | 69302 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა” |
| 15 | 69401 69403 99403
| საბაჟო გამშვები პუნქტი„ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”
|
| 16 | 69501 69502 69503 | საბაჟო გამშვები პუნქტი„ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ” |
| 17 | 69601 | საბაჟო გამშვები პუნქტი„სარფი” |
| 18
| 69604
69603
20012
| საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი და აეროპორტი” (საზღვაო) საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი და აეროპორტი” (საჰაერო) საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი და აეროპორტი” (მხოლოდ ბათუმი ს აეროპორტის ტერიტორია ზე ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილ საქონ ე ლ ზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას)“. |