ურთიერთგაგების მემორანდუმი „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მარშალის კუნძულების რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“

მიღების თარიღი 26.09.2012
ძალაში შესვლა 26.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №180/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016115
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/10/2012
matsne.gov.ge 396 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.09.2012 მიღება
26.09.2012 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით _____________________ მარშალის კუნძულების რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით _____________________

დოკუმენტის ტექსტი

ურთიერთგაგების მემორანდუმი „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მარშალის კუნძულების რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“  ურთიერთგაგების მემორანდუმი “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მარშალის კუნძულების რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მარშალის კუნძულების რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, (შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი), ხელმძღვანელობენ რა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით, კერძოდ: სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, სუვერენული თანასწორობის პატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით; ითვალისწინებენ რა პოლიტიკური კონსულტაციების გამართვისა და საერთო ინტერესის რეგიონულ და გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დონეზე აზრთა გაზიარების სარგებლიანობას; სურვილი აქვთ რა გააძლიერონ თანამშრომლობა და ორმხრივი კონტაქტები ორი სახელმწიფოს საგარეო უწყებებს, დიპლომატიურ მისიებსა და სხვა წარმომადგენლობებს შორის, მიაღწიეს შემდეგ ურთიერთგაგებას: მუხლი 1🔗 1. მხარეები ურთიერთშეთანხმებით ჩაატარებენ რეგულარულ შეხვედრებსა და კონსულტაციებს იმ საკითხებზე, რომლებიც შედის მათი კომპეტენციების სფეროში. 2. შეხვედრები/კონსულტაციები მოიცავს შემდეგს, კერძოდ: ა) პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბ) ორმხრივი რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც წარმოადგენს საერთო ინტერესს; გ) საერთო ინტერესის საკითხებს, რომლებზეც მუშაობენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც ორივე მხარის სახელმწიფოა.   მუხლი 2🔗 1.   შეხვედრები/კონსულტაციები მონაცვლეობით გაიმართება მხარეთა სახელმწიფოებში. 2.  მხარეები წინასწარ განსაზღვრავენ დელეგაციების დონეს, ასევე შეხვედრების/კონსულტაციების თარიღებსა და დღის წესრიგს. მუხლი 3🔗 მხარეებს შეუძლიათ ერთობლივი შეთანხმებით შექმნან სამუშაო ჯგუფები ან ექსპერტთა ჯგუფები ცალკეული საკითხების შესწავლის მიზნით. მუხლი 4🔗 მხარეები მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს თავიანთ შესაბამის წარმომადგენლებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში, გაეროს წესდების შესაბამისად, თავიანთი ორი სახელმწიფოს დაახლოების, საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. მუხლი 5🔗 მხარეებს შორის წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 6🔗 მხარეთა ურთიერთშეთანხმებით წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა ამ ურთიერთგაგების მემორანდუმისთვის გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენენ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს. მუხლი 7🔗 1.   წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღეს და ძალაში დარჩება 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ის ავტომატურად განახლდება შემდგომი ხუთ (5) წლიანი პერიოდებით. 2.      თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს დიპლომატიური არხების საშუალებით წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმს. ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი (6) თვის შემდეგ. შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2012 წლის 26 სექტემბერს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ -------- და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს  ინგლისურ ენაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით _____________________ მარშალის კუნძულების რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით _____________________