„სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების წესის” დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.10.2012
ძალის დაკარგვა 12.07.2021
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №168
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016033
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/10/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვიქტორ გოგორიშვილი | დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების წესის” დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 08.07.2021
დოკუმენტის ტექსტი
„სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების წესის” დამტკიცების შესახებ
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №168
2012 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების წესის” დამტკიცების შესახებ
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილისა და 56-ე მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების წესი“.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დირექტორის მოვალეობის შემსრულებელივიქტორ გოგორიშვილი
სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
”სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების წესის” (შემდეგ - წესი) მიზანია, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის უსაფრთხო მომსახურების უზრუნველყოფა.
საწვავ-გასამართ საწარმოში დასაქმებულ პირს, არა აქვს უფლება განახორციელოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვასთან დაკავშირებული მომსახურება (საავიაციო საწვავის მიღება, შენახვა, გაცემა, სხ-ის ავიასააწვავით გამართვა) თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული და მოქმედი საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის მოწმობა (შემდეგ - ტექნიკური პერსონალის მოწმობა)
ტექნიკური პერსონალის მოწმობის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, გაუქმებას, მოწმობის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ( შემდეგ - სააგენტო).
ტექნიკური პერსონალის მოწმობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, თუ მას გავლილი აქვს საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამა საწარმოში და/ან ლიცენზირებულ სასწავლო დაწესებულებაში და აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.
ტექნიკური პერსონალის მოწმობა ადასტურებს მისი მფლობელის უფლებას, განახორციელოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საწვავით გამართვასთან დაკავშირებული მომსახურება.
ტექნიკური პერსონალის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
მუხლი 2🔗.
საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის მომზადება
საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის (შემდეგ - ტექნიკური პერსონალის) პირველადი მომზადება ხორციელდება საწვავ-გასამართ საწარმოში და/ან საქართველოს ლიცენზირებულ, ან/და სააგენტოს მიერ აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში.
ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამას შეიმუშავებს საწვავ-გასამართი საწარმო და/ან შესაბამისი სასწავლო დაწესებულება და ათანხმებს მას სააგენტოსთან.
პერსონალის მომზადების პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს:
ა) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს მოწყობის და აღჭურვილობის ძირითად პრინციპებს;
ბ) საავიაციო საწვავის მიღების, შენახვის და გაცემის წესებს;
გ) საავიაციო საწვავით გასამართი ტექნიკური აღჭურვილობის შემოწმების წესებს;
დ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის წესებს;
ე) საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლის წესებს;
ვ) საავიაციო საწვავის მარკირების წესებს;
ზ) პერსონალის სპეცაღჭურვილობის მომხმარების წესებს;
თ) საწარმოში სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესებს;
ი)გარემოს დაცვისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს მოქმედების წესებს;
კ) პერსონალის მიერ მომზადების პროგრამის გავლის შედეგების შეფასების წესს.
მუხლი 3🔗.
ტექნიკური პერსონალის მომზადება საწარმოში
ტექნიკურ პერსონალს „საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამის“ შესაბამისად ამზადებს ”სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესის“ პირველი მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული საწარმოს სუპერვაიზერი.
ტექნიკური პერსონალის მიერ მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ, საწარმოს სუპერვაიზერი ადგენს ინდივიდუალური შეფასების ფურცელს ამ წესის №4, №5 დანართებში მოცემული საკითხების შესაბამისად და დასკვნას მომზადებაგავლილი პირის საქმიანობის დაწყებისათვის მზადყოფნის თაობაზე.
მუხლი 4🔗.
ტექნიკური პერსონალის მოწმობის გაცემა
ტექნიკური პერსონალის მოწმობის მისაღებად (გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) დაინტერესებული პირი სააგენტოს წარუდგენს ამ წესის №2 დანართის შესაბამისად შედგენილ განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს შემდეგი საბუთები:
ა) საწვავ-გასამართი საწარმოს შუამდგომლობა და საწარმოს სუპერვაიზერის დასკვნა „საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამის“ შესაბამისად პირველადი მომზადების პროგრამის გავლის შესახებ.
ბ) საწვავ-გასამართ საწარმოში და/ან ლიცენზირებულ ან აღიარებულ (უცხო ქვეყნის სასწავლო დაწესებულების შემთხვევაში) სასწავლო დაწესებულებაში საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის პირველადი მომზადების გავლის დამდასტურებელი დოკუმენტი.
გ) სამედიცინო შემოწმება დალტონიზმზე;
დ) პირველადი სამედიცინო დახმარების და სახანძრო-სამაშველო მომზადების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
თუ დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ტექნიკური პერსონალის მოწმობის გაცემის შესახებ. სააგენტოს გადაწყვეტილება მიიღება ოქმის ფორმით, რომელსაც ხელს აწერენ სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები.
ავიასპეციალისტის მოწმობა გამოიცვლება:
ა) მისი დაკარგვისას;
ბ) მოწმობის დაზიანებისას;
მუხლი 5🔗.
ტექნიკური პერსონალის მოწმობის მოქმედების ვადა, ვადის გაგრძელება
ტექნიკური პერსონალის მოწმობა გაიცემა ერთი წლის ვადით.
ტექნიკური პერსონალის მოწმობის ვადის გასაგრძელებლად მოწმობის ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 10 დღისა დაინტერესებული პირი წარუდგენს სააგენტოს ამ წესის №2 დანართის შესაბამისად შედგენილ განცხადებას და საწვავ-გასამართი საწარმოს შუამდგომლობას.
მუხლი 6🔗.
ტექნიკური პერსონალის მოწმობის გაუქმება
სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მოწმობის გაუქმების თაობაზე, თუ მოწმობის მფლობელი არღვევს საწარმოს „სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საწვავ-გასამართი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის სახელმძღვანელოთი“ და „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების გასამართი საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელოთი“ დადგენილ წესებს.
ტექნიკური პერსონალისათვის მოწმობის გაუქმების მოთხოვნით სააგენტოს მიმართავს საწვავ-გასამართი საწარმო. განცხადებაში დასაბუთებული უნდა იყოს მოწმობის გაუქმების საფუძვლები.
მოწმობის გაუქმების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება საწარმოს და ტექნიკურ პერსონალს.
მუხლი 7🔗.
უწყებრივი რეესტრი
ტექნიკურ პერსონალზე გაცემული მოწმობები რეგისტრირდება „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის უწყებრივ რეესტრში.
რეესტრში ჩანაწერების წაშლა დაუშვებელია, უწყებრივი რეესტრის გვერდები უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული.
მუხლი 8🔗.
გარდამავალი დებულება
ამ წესის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწავავ-გასამართმა საწარმოებმა სააგენტოსთან შესათანხმებლად წარმოადგინონ „საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამა.“.