ურთიერთგაგების მემორანდუმი „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის გარემოს დაცვის დეპარტამენტს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“

მიღების თარიღი 08.09.2012
ძალაში შესვლა 08.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №52/46
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016116
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/10/2012
matsne.gov.ge 763 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.09.2012 მიღება
08.09.2012 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ურთიერთგაგების მემორანდუმი „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის გარემოს დაცვის დეპარტამენტს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“  ურთიერთგაგების მემორანდუმი “საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის გარემოს დაცვის დეპარტამენტს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და ირანის ისლამური რესპუბლიკის გარემოს დაცვის დეპარტამენტი, შემდგომში ,,მხარეებად”  წოდებული, გამოხატავენ რა სურვილს, შემდგომში გააძლიერონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა; სურთ რა, შემდგომში განავითარონ გარემოსა და ბუნების დაცვის სფეროში თანამშრომლობა; დარწმუნებულნი არიან რა, ორივე ქვეყნის ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესებიდან გამომდინარე და მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, აწარმოონ გარემოს დაცვის ეფექტური მენეჯმენტი ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე; აღიარებენ რა, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, ხელი შეუწყონ და შეასრულონ ათასწლეულის განვითარების მიზნები (MDGs), როგორც მდგრადი განვითარების ხელშეუვალი და დამხმარე ნაწილები; მიზნად ისახავენ რა, ხელი შეუწყონ გარემოს დაცის სფეროში ახლო და გრძელვადიან თანამშრომლობას და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას; სწორედ ამიტომ, მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ წინამდებარე ,,ურთიერთგაგების მემორანდუმის” თანახმად შემდეგნაირად; მუხლი I მიზანი მხარეები ითანამშრომლებენ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის (შემდგომში ,,მემორანდუმის”) ფარგლებში, ორივე ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო გარემოს დაცვის სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, თავიანთი ეროვნული გარემოსდაცვითი პოლიტიკის გათვალისწინებით, თანასწორობის, საერთო სარგებლისა და ნაცვალგების საფუძველზე. მუხლი II განმარტება წინამდებარე მემორამდუმი ასახავს ზოგად ზომებს, რომელიც უნდა იქნეს მიღებული მხარეთა შორის შემდგომი თანამშრომლობის მიზნით. წინამდებარე მემორანდუმის თანახმად, კონკრეტული საქმიანობის/პროექტების/პროგრამების განხორციელება, აუცილებელს ხდის მხარეთა შორის თანამშრობლობის შესახებ შესაბამისი შეთანხმებებისა და/ან სამოქმედო გეგმის აღსრულებას. წინამდებარე მემორანდუმი ცვლის ყველა ადრინდელ კორესპონდენციასა და წარმომადგენლობას, ზეპირს თუ წერილობითს, რომელიც ეხება წინამდებარე მემორანდუმს.  მუხლი III თანამშრომლობის ფარგლები მყარი ნარჩენების მართვა; სამრეწველო ნარჩენების, განსაკუთრებით კი საშიში ნარჩენების უსაფრთხო დამუშავება, განკარგვა და გადამუშავება; ასევე, შესაფუთი მასალის ნარჩენების შემცირება; გამოცდილებისა და თანამშრომლობის გაცვლა ისეთ საერთაშორისო გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ოზონის შრის შეთხელება, ბიომრავალფეროვნება;  ჰაერის დაბინძურების კონტროლი და მონიტორინგი; თანამშრომლობა საზღვაო გარემოს დაცვისა და სანაპირო ზონის მართვის სფეროებში; ბუნებრივი გარემოს მართვა, როგორიცაა ეროვნული პარკები და დაცული ტერიტორიები; უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების, განსაკუთრებით კი წყალჭარბი ტერიტორიების კონსერვაცია, და თანამშრომლობა რამსარის კონვენციის სიაში რეგისტრირებული წყალჭარბი ტერიტორიების მართვის სფეროში; ბუნებრივი გარემოსდაცვითი და ბიომრავალფეროვნების ეკოლოგიური ღირებულებების შეფასება; თანამშრობლობა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ფლორისა და ფაუნის დაცვისა და რეინტროდუქციის სფეროში; და სამეცნიერო-საგანმანათლებლო თანამშრომლობა ერთობლივი სასწავლო კურსებისა და სემინარების ჩატარებაში. მუხლი  IV საქმიანობა იმისათვის, რომ მხარეებმა შეასრულონ 1-ლ მუხლში ასახული მიზნები, ისინი განიზრახავენ: 1. ჩაატარონ კონსულტაციები წელიწადში ერთხელ მაინც, ერთობლივი კომისიის მონაწილესთან ერთად, მათ შორის, მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად. როგორც ორმხრივი თანამშრომლობის რეგულარული კონსულტაციებისა და სამთავრობო მოლაპარაკებების მხარეებმა: 1.1  განიხილონ გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში ერთობლივი ინტერესის პრიორიტეტული საკითხები;  1.2 გამოხატონ თავიანთი შესაბამისი პოზიციები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც განიხილება მრავალმხრივ ფორუმებზე, და ეხება მდგრადი განვითარების საკითხებს, მათ შორის, მდგრადი განვითარების კომისიასა და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამას.  1.3   ორგანიზება გაუწიონ შეხვედრებს, სემინარებსა და ერთობლივ სასწავლო პროგრამებს.  1.4  გააღრმავონ თანამშრომლობა კერძო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან,  გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში მნიშვნელოვან პროგრამებსა და ინიციატივებთან დაკავშირებით. მუხლი V განხორციელება მხარეებმა, წინამდებარე მემორანდუმის განხორციელების მიზნით, უნდა დანიშნონ კერძო პირი კოორდინატორის სახით. კოორდინატორები, ორმხრივი სარგებლობის საფუძველზე, სამოქმედო გეგმის (PoA) სახით, მოამზადებენ და შეთანხმდებიან საქმიანობის სფეროზე.  მუხლი VI დაფინანსება თითოეულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს სათანადო რესურსები, რათა წინამდებარე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, განახორციელონ თავიანთი მოვალეობები. მუხლი VII ინტელექტუალური საკუთრების უფლებები მხარეებმა, საჭიროებისამებრ ერთმანეთთან უნდა აწარმოონ კონსულტაციები ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაავშირებით, რომელიც ეხება თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების და/ან სამოქმედო გეგმის შედეგად წარმოშობილ საქმიანობასთან დაკავშირებულ რაიმე პროექტს ან პრივილეგიებს, და რომელიც ხორციელდება წინამდებარე მემორანდუმის თანახმად. მუხლი VIII ვალდებულებები წინამდებარე მემორანდუმის დებულებები არ ახდენს ზეგავლენას მხარეთა იმ უფლებებსა და მოვალეობებზე, რომელიც გამომდინარეობს იმ მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებებიდან და პროგრამებიდან, რომლის მონაწილენიც ისინი არიან. მუხლი IX დავების მოგვარება მხარეთა შორის ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე მემორანდუმის  ინტერპრეტაციასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით, უნდა მოგვარდეს მეგობრულად, მხარეთა შორის კონსულტაციის ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი X ცვლილებები წინამდებარე მემორანდუმში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შევიდეს მხარეთა ორმხრივი თანხმობის საფუძველზე, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევიდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო პროცედურების თანახმად. ოქმი, რომელიც შედგენილია ზემოაღნიშნული დებულებების თანახმად, უნდა წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი XI ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და შეწყვეტა წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის ხელმოწერების თარიღიდან. წინამდებარე მემორანდუმი ძალაში რჩება 5 (ხუთი) წლის ვადით და შეიძლება ავტომატურად გახანგრძლივდეს მხარეთა ორმხრივი თანხმობის საფუძველზე. იგი შესაძლოა შეწყდეს ნებისმიერ დროს რომელიმე მხარის მიერ, სავარაუდო შეწყვეტის თარიღამდე სულ მცირე 6 (ექვსი) თვთ ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. წინამდებარე მემორანდუმის შეწყვეტა არ ახდენს ზეგავლენას რაიმე მიმდინარე პროექტის ან საქმიანობის ნამდვილობასა და ხანგრძლივობაზე, ასეთი პროექტისა თუ საქმიანობის დასრულებამდე. ამის დასტურად, ქვემორე ხელისმომწერნი, თავიანთი მთავრობების შესაბამისად სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენლები ხელს აწერენ წინამდებარე მემორანდუმს. შესრულებულია თბილისში, 2012 წლის -- სექტემბერს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, სპარსულ და ინგლისურ ენებზე. მემორანდუმის ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მემორანდუმის დებულებების განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სახელით ___________________________ გიორგი ზედგინიძე საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ირანის ისლამური რესპუბლიკის გარემოს დაცვის დეპარტამენტის სახელით __________________________ მოჰამად ჯავად მოჰამადიზადეჰ ირანის ისლამური რესპუბლიკის გარემოს დაცვის დეპარტამენტის უფროსი და ვიცე-პრეზიდენტი