ოქმი „საქართველოსა და ანტიგუა და ბარბუდას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
მიღების თარიღი 07.04.2011
ძალაში შესვლა 07.04.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №140/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016121
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/10/2012
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი „საქართველოსა და ანტიგუა და ბარბუდას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
ოქმი „საქართველოსა და ანტიგუა და ბარბუდას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
საქართველო და ანტიგუა და ბარბუდა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარების შესახებ.
მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და ანტიგუა და ბარბუდას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.
მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.
წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2011 წლის 7 აპრილს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით
მისი უდიდებულესობა ბატონი
ალექსანდრე ლომაია
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
საქართველოს
მუდმივი წარმომადგენელი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან
ანტიგუა და ბარბუდას სახელით
მისი უდიდებულესობა ბატონი
ჯონ ვ. ეშო
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ანტიგუა და ბარბუდას
მუდმივი წარმომადგენელი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან