საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 06.10.2012
ძალის დაკარგვა 22.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №418
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017092
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/10/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 121 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.10.2012 მიღება
22.07.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №418 2012 წლის 6 ოქტომბერი    ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:    1. ნება დაერთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, განიხილოს ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოს/თანამდებობის პირის შუამდგომლობა და მიიღოს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.    2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე შუამდგომლობას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ იგი წარდგენილია: ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ; გ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიივანე მერაბიშვილი